სერ ბობი ჩარლტონის ტოლი უეინ რუნი
ფიფას რეიტინგში ინგლისის ნაკრებმა ერთი საფეხურით ქვემოთ კი ჩაინაცვლა (მე-10 ადგილი) და ისტორიაში პირველად, უელსმა გადაასწრო, მაგრამ ამას ვინ უყურებს: შესახედი და გასათვალისწინებელი უფრო ის მშვენიერი თამაშია, რომელსაც როი ჰოჯსონის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მერე აჩვენებს.

ის, რომ ინგლისი ერთ-ერთ უსუსტეს ნაკრებს და ხსენებულ რეიტინგში 193-ე ადგილზე მყოფ სან მარინოს მოუგებდა, ისედაც ვიცოდით, თუმცა მთავარი ამ ისტორიაში თამაშის ხარისხი, სილაღე და ახალი სახეების დამაჯერებლობაა. ასევე - ძველი სახის, უეინ რუნის ისტორიული მიღწევა.

დიახ, "შრეკმა" პენალტით გაიტანა და სერ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა ეროვნულ გუნდში გოლების რაოდენობით (49). მას კიდევ ჰქონდა შანსები, სხვა საგოლე მომენტშიც მიიღო მონაწილეობა და ასისტენტად მოგვევლინა, მაგრამ მეტი გოლი ამჯერად, ვეღარ შემოგვთავაზა და მთავარი საქმე, ანუ საიუბილეო და თან ისტორიული 50-ე გოლის გატანა მომავლისთვის გადადო. შემდეგი მატჩი კი, როგორც იცით, შვეიცარიასთანაა.

როი ჰოჯსონის ყოფილი ნაკრები ძალიან სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობს და ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ დაცვაში უხარვეზოაო, ვერ ვიტყვით, რაც სლოვენიასთანაც გამოჩნდა. ასე რომ, დიდი შანსია იმის, რომ რუნიმ მიზანს ხვალვე მიაღწიოს. სანმარინოელებმა ერთი გოლი საკუთარ კარში ჩაჭრეს და თავის მხრივ, ინგლისის სასარგებლო ავტოგოლებმაც 49-ბურთიან ნიშნულს მიაღწია და რუნისა და ჩარლტონს "წამოეწია".

"სერ ბობი ჩარლტონის სიმაღლეზე ყოფნა დიდი პატივია. ეს ჩემთვის დაუვიწყარი მომენტია და ძალიან ამაყი ვარ. იმედი მაქვს, მალე ერთპიროვნულად ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გავხდები. ეს სასიამოვნო რეკორდია" - თქვა 29 წლის რუნიმ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ჰოჯსონი გააკრიტიკა, რუნი არ უნდა შეეცვალაო. თუმცა მწვრთნელს თავისი გეგმა და მონახაზი აქვს, რომელსაც არ გადაუხვია. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის ნაცვლად 59-ე წუთზე ჰარი კეინი გავიდა მინდორზე. ახალ სეზონს ის თითქოს, საუკეთესო ფორმაში ვერ შეხვდა, მაგრამ გოლი კი გაიტანა, ჯონჯო შელვის დიდოსტატური გადაცემის შემდეგ.

"ეს დაგეგმილი ცვლილება გახლდათ. შვეიცარიასთან მომავალი მატჩის გათვალისწინებით, ასე იყო საჭირო. თანაც, კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება, თუ რუნი თავის 50-ე გოლს შვეიცარიასთან შეხვედრაში გაიტანს. რასაკვირველია, ამის გარანტია არავის აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს მოხდება, მთავარი კი ნაკრების წარმატებაა. ეს უეინის ბოლო მატჩი და უკანასკნელი შანსი არ გახლდათ. ასე რომ ყოფილიყო, მას ნამდვილად არ შევცვლიდი. ახლა კი სანერვიულო არაფერი გვაქვს" - განმარტა ჰოჯსონმა.

შელვი კი მართლაც ძალიან კარგი იყო. "სუონსის" ნახევარმცველს 2012 წელს ჰქონდა შანსი და ერთი შეხვედრაც ჩაატარა, მაგრამ მაშინ პოტენციალი ვერ გამოავლინა, მეტი ნდობა აღარ მიიღო და აქამდე ხელახალ გამოძახებას ელოდა. 23 წლის ფეხბურთელმა სერიოზული განაცხადი გააკეთა იმის თაობაზე, რომ ინგლისის ნაკრების ძირითადში სურს დამკვიდრება და თანაც, ადგილი ეკუთვნის კიდეც.

"ვფიქრობ, ჯონჯომ ხასიათი და შესაძლებლობები გამოავლინა. იგი ბურთს მშვენივრად ფლობდა და აქტიური გახლდათ. ის ბრწყინვალე იყო. მთელმა ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჯონჯო გამორჩევას იმსახურებს" - აი, ასე შეაქო ჰოჯსონმა შელვი.

კარგები იყვნენ "ევერტონის" 21 წლის ტალანტები - როს ბარკლი და ჯონ სტოუნსი. კეინი და მისი გოლი უკვე ვახსენეთ და არც თეო უოლკოტი დავჩაგროთ, რომელსაც ნორჩი დიდი ხანია, აღარ ეთქმის. ორი გოლით, რომელიც "არსენალის" შემტევმა სან მარინოს გაუტანა, ძალიან გაიხარა:

"ჩემი აზრით, ბარკლი უფრო ძლიერი გახდა და ჩამოყალიბდა, როგორც ფეხბურთელი და პიროვნება. ამ შეხვედრაში ახალ ამპლუაში გამოვიყენეთ, რომელსაც მშვენივრად მოერგო და გოლიც კი გაიტანა. ჰარი კეინი წინა სეზონში ძალიან ბევრ კომპლიმენტს იღებდა, რადგან დიდებულად თამაშობდა. თუმცა ასეთ პერიოდებს ხშირად პატარა ჩავარდნები მოჰყვება ხოლმე. მან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, ყველაფერი ბრწყინვალედ შეასრულა და იმედია, ეს ძველებურად ათამაშებაში დაეხმარება.

რაც შეეხება სტოუნსს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რა ნიჭიერი და მრავალმხრივია იგი. მისი ასაკის გათვალისწინებით, მართლაც საოცრად დამაჯერებლად გამოიყურება. მანაც, ჰარიმაც... პროგრესი უნდა გააგრძელონ, მათ წინ ძალიან დიდი სანაკრებო კარიერა აქვთ " - თქვა ჯანსაღი კონკურენციის მოყვარულმა ჰოჯსონმა.

დადგა ჟამი ექსპერიმენტებისა, რადგან ინგლისის ნაკრებს საფრანგეთის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში სან მარინოსთან მოგების მერე უკვე განაღდებული აქვს და დარჩენილი 3 შეხვედრა მწვრთნელმა სურვილისამებრ უნდა გამოიყენოს. მას მართლაც დიდი არჩევანი აქვს და ალბათ, რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მისცემს შანსს, რომელსაც ნაკლები სათამაშო დრო აქვს ან ჯერ სულაც არ ჰქონია.

"არა მგონია, რომ ევრო 2016-ზე ნაადრევი მოხვედრა რაიმე განსაკუთრებულ უპირატესობას გვაძლევდეს, რადგან სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს და ტურნირს მაქსიმალურად კარგად მომზადებულნი უნდა შევხვდეთ. თუმცა ის ნამდვილად კარგია, რომ გარკვეული ექსპრიმენტების საშუალება გვექნება, რისი საშუალებაც, მაგალითად, არ გვქონია წინა შესარჩევი ეტაპის ბოლოს, როდესაც უკანასკნელი ორი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო, რომ ბრაზილიის მუნდიალზე მოვხვედრილიყავით" - დასძინა მისტერ როიმ.

ინგლისი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები

49 უეინ რუნი

49 ბობი ჩარლტონი

48 გარი ლინეკერი

44 ჯიმი გრივსი

40 მაიკლ ოუენი

სტატისტიკა

* ინგლისის ნაკრებს სან მარინოსთან ბოლო 6 მატჩი ისე აქვს მოგებული, რომ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და 37 გაიტანა (6:0, 7:1, 5:0, 8:0, 5:0, 6:0)

* მოთამაშეს, რომელიც ლონდონურ გუნდს წარმოადგენს, მინიმუმ, ერთი გოლი სან მარინოს კარში ყოველთვის გააქვს.

* უეინ რუნის ახლა უკვე 5 ბურთი დაუგროვდა სან მარინოს კარში. ამდენი მას არც ერთი სხვა ნაკრების კარში არ გაუტანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ათი საუკეთესო მეგოლე - უეინ რუნი, ჩარლტონი, ლოუ და სხვები
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
უეინ რუნი: "იუნაიტედი" ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია
ბობი ჩარლტონი, ზიდანი და რობენი - რატომ მოხვდა მათთან ერთად სიმბოლურ გუნდში თემურ ქეცბაიაც?
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
რუნი სამწვრთნელო საქმიანობის დაბრუნებასთან ახლოსაა
რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "ევერტონს" სიამოვნებით გავწვრთნიდი
ბობი ჩარლტონი მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა
რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან დაითხოვონ
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
ევროპა ლიგა. II ტური: ქართველებიდან მხოლოდ კვირკველიამ გაიმარჯვა [VIDEO]
მესუთ იოზილს გარანტიები სურს - გაძლიერდება თუ არა "არსენალი"?
შესანიშნავი ამბავი - შესაძლოა, მიქაუტაძე ევრო 2024-ზე "ოქროს ბუცის" მფლობელი მაინც გახდეს
თეო უოლკოტი: კარგი თუ დიდი?
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
გარდაიცვალა ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
"არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი - მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
"შესანიშნავი მწვრთნელია" - რუნიმ ტენ ჰაგი დაიცვა
რუნი "პლიმუთს" აღარ გაწვრთნის
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
ბედის ი-რუნი-ა: სერიდან შრეკამდე და ვიქტორიადან ელისაბედამდე
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
მოყვარულმა ფეხბურთელმა მესის რეკორდი დაამხო [VIDEO]
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
საით ურტყამ, ზლატან?! - შვედს რეალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
"კრისტალ პალასი" "ლილის" მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის
"კეინი თუ ლევანდოვსკი?" - კომანმა არჩევანი გააკეთა
კეინმა ბუნდესლიგაში ჰოლანის რეკორდი გააუმჯობესა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: სერიები, რეკორდები და ჩავარდნები