ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ევრობასკეტი 2015: თითქმის სენსაციების ორი ტური

ევრობასკეტი 2015: თითქმის სენსაციების ორი ტური

ევრობასკეტის პირველი ორი დღის ამბები
საბერძნეთის ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოგებით დაიწყო ევრობასკეტი. C ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი მაკედონიასთან თითქმის მთელი მატჩი აკონტროლებდა სიტუაციას და ერთადერთი კრიტიკული მომენტი მესამე მეოთხედის დასრულებამდე წუთით ადრე ჰქონდა, როცა მაკედონიელებმა ხუთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა (50:55 ), თუმცა ბერძნებმა მეოთხედი სლუკასისა და კუფოსის ზუსტი ტყორცნებით დაასრულეს, ხოლო ბოლო მეოთხედი 7:2 გაქცევით დაიწყეს, რის შემდეგაც ანგარიში 66:52 გახდა.

ბერძნებმა მნიშვნელოვან სათამაშო კომპონენტში აჯობეს მეტოქეს: თამაშიდან 54 პროცენტის სიზუსტით ისროლეს (მაკედონია - 35 პროცენტი), მოიგეს მოხსნებში - 39:28 და სამწამიანში დაგროვილი ქულებით - 46:12.

გაცილებით საინტერესო გამოვიდა C ჯგუფის ბოლო შეხვედრა მასპინძელ ხორვატიასა და სლოვენიას შორის. ხორვატები სტარტზე აშკარად დაბნეულნი ჩანდნენ და ვერაფერს უხერხებდნენ მეტოქის სწრაფ თამაშსა და პერიმეტრიდან სროლებს. ამას დაემატა ანტე ტომიჩის ორი სწრაფი პერსონალური და შედეგად, მეორე მეოთხედის შუაში სლოვენიის უპირატესობამ მაქსიმუმს - რვა ქულას მიაღწია.

ხორვატთა დამრიგებელმა პერასოვიჩმა მორიგი ტაიმ-აუტი აიღო, რის შემდეგაც ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. ხორვატიამ 16:2 მოიგო მეოთხედის ბოლომდე დარჩენილი მონაკვეთი და ინიციატივა მოიპოვა. მეოთხე მეოთხედში მასპინძლებმა 13 ქულამდეც გაზარდეს ანგარიში, მაგრამ სლოვენია არ დანებდა და გაბრძოლება მოახერხა. მეოთხე ათწუთეულის შუაში, იურე ზდოვცის შეგირდებმა ხუთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა - 62:67, მაგრამ აქ თავისი სიტყვა თქვა NBA-ს დრაფტის მეხუთე ნომერმა მარიო ჰეზონიამ - მისმა ორმა ზუსტმა ტყორცნამ საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე თამაშის ბედი გადაწყვიტა - 75:64.

მეორე ტური საქართველოს ჯგუფში ჩვენი უშუალო კონკურენტების შეხვედრით დაიწყო. ჰოლანდია მაკედონიის დამარცხების შემთხვევაში, პლეი ოფში გასვლის რეალური კანდიდატი ხდებოდა, მაგრამ "ნარინჯისფერებს" არ მისცემიათ თამაშის გაკონტროლების საშუალება. მეოთხე მეოთხედში იყო მომენტი, როცა ჰოლანდია შვიდ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ იქვე მაკედონიამ ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და სხვაობა 12 ქულამდე ავიდა - 70:58.

C ჯგუფში მეორე ტური უაღრესად დრამატული მატჩით დასრულდა. საბერძნეთის ნაკრები საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე პირველად გავიდა წინ ხოვატიასთან მატჩში და ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა, რითაც თითქმის გაინაღდა პირველი ადგილი ჯგუფში.

სხვა ჯგუფებში პირველ ორ ტურში რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა იყო.

პირველი ტურის ცენტრალური მატჩი ესპანეთისა და სერბეთის ნაკრებებს შორის გაიმართა. ესპანელები პირველი ხუთი წუთის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ ქულის აღებას, მაგრამ მაინც მოახერხეს პირველ მეოთხედში 21 ქულის დაგროვება. პირენეელები მეორე მეოთხედშიც ფლობდნენ უპირატესობას, იქამდე, სანამ ნემანია ნედოვიჩმა არ გაიბრწყინა - მას ფენომენალური ორწუთიანი მონაკვეთი ჰქონდა, რომლის დროსაც ზედიზედ ოთხი ბურთი ჩააგდო, მათ შორის, ორი სამქულიანი.

სერბეთმა ინიციატივა მოიპოვა და 12 ქულით დაწინაურდა მესამე მეოთხედის ბოლოს. მარცხს იოლად არ შეურიგდა პაუ გასოლი. მან ზედიზედ რვა ქულა აიღო და სირენამდე 1.39-ით ადრე მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 70:71, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დარჩენილ დროში ესპანელებმა ქულა ვერ აიღეს, ხოლო სერბეთმა 9:0 გაქცევით დაასრულა მატჩი.

თურქეთმა პირველ ტურში სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. "სიკვდილის ჯგუფში" სავარაუდო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქეთის კონკურენტი იტალია უნდა იყოს და ამ გუნდების მატჩში აპენინელები დამარცხდნენ. იტალიამ პირველ მეოთხედში ექვსი შეცდომა დაუშვა და სულ მდევრის როლში იყო, მაგრამ მაინც შეეძლო შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა. მაგრამ საფინალო სირენამდე რვა წამით ადრე გალინარიმ (33 ქულით, შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა ნაკრებში) ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, არადა, მანამდე ზედიზედ 14 თავისუფალი ტყორცნა ჰქონდა ჩაგდებული.

გუშინ ესპანეთმა პირველ ტურში მარცხისთვის ჯავრი სწორედ თურქეთზე იყარა და დიდი ანგარიშით მოიგო, სერბეთმა კი მეორე თამაშშიც გაიმარჯვა და ისევ ნემანია ბიელიცას წყალობით - ევროლიგის გასული სეზონის MVP-მ 66:66-ზე ჩააგდო გამარჯვების ტყორცნა.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საფრანგეთს ფინეთის წინააღმდეგ ოვერტაიმის თამაში მოუწევდა, მაგრამ მასპინძლებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ეს პრობლემები - 17 შეცდომა დაუშვეს, რის შემდეგაც 23 ქულა მიიღეს. მაგრამ ოვერტაიმში კლასმა თავისი გაიტანა და ფავორიტებმა დამატებითი დრო ათი ქულით მოიგეს. გუშინ კი ტონი პარკერსა და მის თანაგუნდელებს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ ბოსნიის წინააღმდეგ.

შეიძლებოდა სენსაცია მომხდარიყო ლიტვისა და უკრაინის მატჩში, მაგრამ ბოლო წუთებზე უკრაინელთა ნატურალიზებულმა გამთამაშებელმა ჯერომ რენდლმა ზედიზედ ორი შეტევა გააფუჭა და ლიტვამ გადაიტანა ეს რთული შეხვედრა, რის შემდეგაც ბალტიისპირული დერბი ლატვიასთან იოლად მოიგო, უკრაინამ კი 14 ქულა წააგო ჩეხეთთან.

A ჯგუფი

პოლონეთი-ბოსნია 68:64

16:18, 24:12, 18:23, 10:11

პ: ვაჩინსკი (15), პონიტკა (13+6 პასი), გორტატი (10+7 მოხსნა), სლოტერი (10+3 ჩაჭრა), ცელი (8), კულიგი (4+8 მოხსნა), კარნოვსკი (2), გრუშეცკი (2), ზამოისკი (2), კოშარეკი (2).

ბ: სტიპანოვიჩი (20+3 ჩაჭრა), რენფრო (8+5 პასი), მილოშევიჩი (8+7 მოხსნა), სუტალო (8), გორდიჩი (6), კიკანოვიჩი (6), პერსიჩი (6), ვრაბაცი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.1/37.9), სამქულიანები (23.8/27.3), საჯარიმოები (62.5/50).

ისრაელი-რუსეთი 76:73

18:21, 11:18, 21:10, 26:24

ი: კასპი (21+9 მოხსნა), ელიაჰუ (16+3 ჩაჭრა), მეკელი (13), ლიმონადი (12), კადირი (7), ივზორი (4), ოჰაიონი (2+5 პასი+3 ჩაჭრა), დოუსონი (1).

რ: ვორონცევიჩი (15+13 მოხსნა+5 პასი), ხვოსტოვი (15+5 პასი), ზუბკოვი (12), ფრიძონი (9), მონია (7), ანტონოვი (6), ვიალცევი (5), ყურბანოვი (2), პატეევი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (51/35.6), სამქულიანები (27.3/37.9), საჯარიმოები (67.6/83.3).

საფრანგეთი-ფინეთი 97:87 (ო)

24:22, 21:15, 23:23, 13:21, 16:6

ს: პარკერი (23), დე კოლო (16+7 მოხსნა+6 პასი), ბატუმი (16), ლოვრენი (13+7 მოხსნა), გობერი (11), დიაო (8), ფურნიე (8), კაუდი (2).

ფ: უილსონი (21), კოპონენი (15+7 პასი), სალინი (14), ლი (10+7 მოხსნა), მერფი (7+11 მოხსნა), ჰუფი (7), ნუუტინენი (6), სავენი (3), კოივისტო (2), კოტი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (54.4/47.4), სამქულიანები (25/28.6), საჯარიმოები (78.3/62.5).

რუსეთი-პოლონეთი 79:82

22:19, 18:23, 16:18, 23:22

რ: ზუბკოვი (21+7 მოხსნა), ვორონცევიჩი (12), ხვოსტოვი (11+5 პასი), მონია (8), ფრიძონი (8), ვიალცევი (7), ყურბანოვი (7), ანტონოვი (2), პატეევი (2), პონკრაშოვი (1).

პ: ვაჩინსკი (23), გორტატი (18), პონიტკა (10), კარნოვსკი (8), სლოტერი (7+5 პასი), კოშარეკი (5), ცელი (4), გრუშეცკი (3), ზამოისკი (3), კულიგი (1).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.3/48.3), სამქულიანები (37.5/35), საჯარიმოები (75/76).

ფინეთი-ისრაელი 66:79

13:25, 18:21, 23:16, 12:17

ფ: მერფი (24+9 მოხსნა+3 დაფარება), სალინი (13), ნუუტინენი (8), უილსონი (6), ჰუფი (5), ლი (5), კოპონენი (3+5 პასი), კოივისტო (2), კოტი (0).

ი: ელიაჰუ (22+6 პასი), მეკელი (14+5 პასი), ოჰაიონი (13), კასპი (10+8 მოხსნა), ფიშერი (7+11 მოხსნა+3 დაფარება), ივზორი (6), ლიმონადი (5), კადირი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (34.3/50), სამქულიანები (29.4/37.5), საჯარიმოები (50/69.2).

ბოსნია-საფრანგეთი 54:81

15:17, 11:20, 10:30, 18:14

ბ: სტიპანოვიჩი (10), კიკანოვიჩი (10), შუტალო (8), რენფრო (8), ბავჩიჩი (4), ალბიჯანიჩი (4), მილოშევიჩი (3), გორდიჩი (3), ბუზა (2), პერშიჩი (2).

ს: ლოვერნი (12+7 მოხსნა), დე კოლო (12+7 მოხსნა), ბატუმი (11), პარკერი (11+5 პასი), ვესტერმანი (9), კაიუდი (7), გობერი (5), პიეტრუსი (5), ჟელაბალი (4), დიაო (3), ფურნიე (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (33.9/ 51.7), სამქულიანები (20.0/ 38.0), საჯარიმოები (56.0/ 68.0).

მ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 2 0 178-141 4

2. ისრაელი 2 0 155-139 4

3. პოლონეთი 2 0 150-143 4

4. რუსეთი 0 2 152-158 2

5. ფინეთი 0 2 153-176 2

6. ბოსნია 0 2 118-149 2

B ჯგუფი

გერმანია-ისლანდია 71:65

20:14, 21:12, 18:17, 12:22

გ: შრიოდერი (15), ნოვიცკი (15+7 მოხსნა), ჰაველი (7), ციპსერი (6+7 მოხსნა), ბენცინგი (6), გიფი (6), კინგი (6), ფოიგტმანი (6), პლაისი (4), შაფარციკი (0+5 პასი).

ი: სტეფანსონი (23+5 პასი), ბაირინსონი (12+8 მოხსნა), პაულსონი (12), ვილიამსონი (11), ჰერმანსონი (3), გუნარსონი (2), სიგურდარსონი (2), ერმოლინსკი (0).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.8/37.1), სამქულიანები (30/28), საჯარიმოები (53.8/54.5).

ესპანეთი-სერბეთი 70:80

21:11, 15:23, 16:28, 18:18

ე: გასოლი (16+4 დაფარება), რეიესი (13), რიბასი (11), მიროტიჩი (10+10 მოხსნა), ფერნანდესი (10), ლიული (6+6 პასი), როდრიგესი (2), ერნანგომესი (2).

ს: ბიელიცა (24+10 მოხსნა), ნედოვიჩი (14), ტეოდოშიჩი (12), ბოგდანოვიჩი (8+5 პასი), ერცეგი (7), მარკოვიჩი (5), კალინიჩი (4), რადულიცა (4), მილოსავლევიჩი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (35.4/47.5), სამქულიანები (15.8/39.1), საჯარიმოები (84/71.4).

იტალია-თურქეთი 87:89

13:26, 29:25, 19:15, 26:23

ი: გალინარი (33), ბელინელი (14), ჯენტილე (12+5 პასი), ბარნიანი (12), დატომე (7), ჰეკეტი (5), კუზინი (2), მელი (2).

თ: ერდენი (22+8 მოხსნა), მუჰამედი (17+9 პასი), ილიასოვა (17), ოსმანი (12), გიულერი (9+9 პასი), მაჰმუთოგლუ (8), ალდემირი (4), ქოქსალი (0).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (55.6/43.1), სამქულიანები (40/40), საჯარიმოები (90.5/70.4).

სერბეთი-გერმანია 68:66

19:18, 20:20, 11:10, 18:18

ს: ბიელიცა (12), ბოგდანოვიჩი (9), ერცეგი (9), ტეოდოშიჩი (8), რადულიცა (7), ნედოვიჩი (6+7 მოხსნა), კალინიჩი (6), სიმონოვიჩი (5), კუზმიჩი (4+7 მოხსნა), მარკოვიჩი (2).

გ: ნოვიცკი (15+10 მოხსნა), პლაისი (15+7 მოხსნა), შრიოდერი (11+6 პასი), შაფარციკი (11), ფოიგტმანი (5), ჰაველი (4), გიფი (3), ციპსერი (2+5 პასი).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (36.9/39.7), სამქულიანები (13.3/30.8), საჯარიმოები (69.6/80).

ისლანდია-იტალია 64:71

21:22, 16:19, 11:11, 16:19

ი: პაულსონი (17), ბაირინსონი (14+7 მოხსნა), სტეფანსონი (11+6 პასი), სიგურდარსონი (7), ვილიამსონი (5), გუნარსონი (4), ჰერმანსონი (4), ერმოლინსკი (2).

ი: ჯენტილე (21), ბელინელი (12+8 მოხსნა), დატომე (7), კუზინი (6), ბარნიანი (5+3 დაფარება), არადორი (5), ჰეკეტი (5), გალინარი (4+10 მოხსნა), ჩინჩარინი (4), მელი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (35/37.7), სამქულიანები (33.3/27.8), საჯარიმოები (68.4/87).

თურქეთი-ესპანეთი 77:104

18:24, 20:30, 18:27, 21:23

თ: ილიასოვა (15), ქოქსალი (12), მაჰმუთოგლუ (12), ოსმანი (9), ჰერსექი (7), სავაში (6), მუჰამედი (5), ოზმირაქი (3), ალდემირი (2), გიულერი (2), ქორქმაზი (2), ერდენი (2).

ე: გასოლი (21+7 მოხსნა), როდრიგესი (14+5 პასი), რეიესი (12), ერნანგომესი (11), სან ემეტერიო (10), ფერნანდესი (10), ლიული (9+5 პასი), მიროტიჩი (9), რიბასი (8).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.4/63.5), სამქულიანები (30.8/57.1), საჯარიმოები (78.6/52.2).

მ წ ბ ქ

1. სერბეთი 2 0 148-136 4

2. ესპანეთი 1 1 174-157 3

3. იტალია 1 1 158-153 3

4. გერმანია 1 1 137-133 3

5. თურქეთი 1 1 166-191 3

6. ისლანდია 0 2 129-142 2

C ჯგუფი

მაკედონია-საბერძნეთი 65:85

16:23, 15:15, 19:21, 15:26

მ: კოსტოვსკი (20), სტოიანოვსკი (13), სიმონოვსკი (6), ტრაიკოვსკი (6), სამარძინსკი (5), ილიევსკი (5), სტოიანოვსკი (5), გუროვსკი (3), ჰენდრიქსი (2).

ს: პრინტეცისი (18), ბურუსისი (16+10 მოხსნა), კუფოსი (11+11 მოხსნა), სპანულისი (10+5 პასი), ანტენტოკუნმპო (9), სლუკასი (9), კალატესი (7+8 პასი), ზისისი (3), კაიმაკოლგუ (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (34.9/55.2), სამქულიანები (40/41.7), საჯარიმოები (81.8/72.7).

ხორვატია-სლოვენია 80:73

17:23, 27:15, 21:16, 15:19)

ხ: სიმონი (20), ჟორიჩი (17+4 დაფარება), ჰეზონია (13), ბოგდანოვიჩი (9), შარიჩი (8+7 მოხსნა), ტომიჩი (5), რუდეჟი (3), სტიპჩევიჩი (3), უკიჩი (2).

ს: დრაგიჩი (14), ბლაჟიჩი (11), ზუპანი (10), ომიჩი (10), პრეპელიჩი (7), სლოკარი (6), ნიკოლიჩი (5), ბალაჟიჩი (4), კლობუჩარი (3), იოკსიმოვიჩი (3).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.1/41.3), სამქულიანები (37.5/35.7), საჯარიმოები (68.6/61.1).

ჰოლანდია-მაკედონია 71:78

20:19, 11:24, 18:13, 22:22

ჰ: დე იონგი (19), ნორელი (10+9 მოხსნა), სლაგტერი (10), კლოფი (9), სოილდერსი (8), აკერბომი (6), შაფტენარი (6), დე იონგი (2), უილიამსი (1).

მ: ილიევსკი (14+7 პასი), კოსტოვსკი (13), ტრაიკოვსკი (13), სტოიანოვსკი (11+3 ჩაჭრა), ჰენდრიქსი (10+7 მოხსნა), სიმონოვსკი (7), სამარძინსკი (6), სტოიანოვსკი (4).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.4/48.3), სამქულიანები (30.8/40), საჯარიმოები (55/57.1).

საბერძნეთი-ხორვატია 72:70

13:18, 15:15, 23:24, 21:13

ს: სპანულისი (16+6 პასი), პრინტეცისი (13), კუფოსი (11+9 მოხსნა), ბურუსისი (10+5 პასი), ზისისი (7), ანტენტოკუნმპო (6), მანცარისი (3), კალატესი (2), სლუკასი (2), პაპანიკოლაუ (2).

ხ: სიმონი (18), უკიჩი (14), შარიჩი (11), ტომიჩი (9), ჟორიჩი (8), ჰეზონია (8), დრეიპერი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.3/41.8), სამქულიანები (20/32.0), საჯარიმოები (76.9/80).

მ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 2 0 157-135 4

2. ხორვატია 1 1 150-145 3

3. სლოვენია 1 1 152-148 3

4. ჰოლანდია 1 1 144-150 3

5. მაკედონია 1 1 143-156 3

6. საქართველო 0 2 140-152 2

D ჯგუფი

ჩეხეთი-ესტონეთი 80:57

18:9, 25:15, 21:11, 16:22

ჩ: ვესელი (16+8 მოხსნა), შილბი (14), იელინეკი (11), ბენდა (8), სატორანსკი (7+7 მოხსნა), ველში (5), პუმპრლა (5), შირინა (5), გრუბანი (4), აუდა (3), ჰოუშკა (2).

ე: ვენე (18+13 მოხსნა), ვეიდემანი (10), კანგური (8), ტალტსი (6), არბეტი (4), ტოომე (4), სოკი (3), კეედუსი (2), სოკი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.1/34.4), სამქულიანები (38.9/20), საჯარიმოები (56.3/90).

ბელგია-ლატვია 67:78

19:25, 19:15, 14:11, 15:27

ბ: ერველი (13+7 პასი), ვან როსომი (12), დე ზეუვი (11), ლოიესკი (11), ტაბუ-ებომა (8), ჟილე (6), სერონი (4), ტუმბა (2).

ლ: მეიერსი (15), იანიჩენოკსი (14), ბერტანსი (13), ბერძინსი (12), ფრეიმანისი (8), ტიმა (5), სტრელნიექსი (4+7 პასი), ბლუმსი (4), მეიერისი (3+3 დაფარება).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.6/47.2), სამქულიანები (31.6/36.4), საჯარიმოები (75/83.3).

ლიტვა-უკრაინა 69:68

19:12, 14:14, 17:19, 19:23

ლ: იანკუნასი (22), ვალანჩუნასი (19+11 მოხსნა), მაჩიულისი (11+3 ჩაჭრა), სეიბუტისი (8), კალნიეტისი (3+7 პასი), ლეკავიჩუსი (3), იავტოკასი (2), კუზმინსკასი (1).

უ: ფესენკო (19+11 მოხსნა), მიშულა (13), რენდლი (12+6 პასი), კორნიენკო (8), ზაიცევი (7), პუსტოზვონოვი (5), ლუკაშოვი (2), ტიმოფეენკო (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (34.4/50), სამქულიანები (38.5/26.7), საჯარიმოები (80/66.7).

ესტონეთი-ბელგია 55:84

9:27, 9:19, 26:23, 11:15

ე: ვენე (12), ვეიდემანი (9+8 მოხსნა), სოკი (8), არბეტი (8), კეედუსი (7), კურბასი (4), ტალტსი (4), კანგური (2), ჰალიკი (1).

ბ: ლოიესკი (16), ვან როსომი (14), სერონი (12), ჟილე (10), ტაბუ-ებომა (9), ერველი (7), მუკუბუ (7), დე ზეუვი (4), მვემა (2), ტუმბა (2), სალუმუ (1).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (30/53.8), სამქულიანები (14.8/50), საჯარიმოები (88.2/65.4).

ლატვია-ლიტვა 49:68

19:13, 9:16, 11:20, 10:19

ლატ: ფრეიმანისი (8+9 მოხსნა), ბერძინსი (8), ბერტანსი (6), ბლუმსი (6), ტიმა (5), მეიერისი (5), პეინერსი (4), სტრელნიექსი (3), მეიერსი (2), ვეჩვაგარსი (2).

ლიტ: ვალანჩუნასი (15+7 მოხსნა), მაჩიულისი (13+10 მოხსნა), კალნიეტისი (12+6 პასი), გაილიუსი (7), იანკუნასი (7), კუზმინსკასი (7), სეიბუტისი (4), კავალიუსკასი (3).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (31/40.6), სამქულიანები (20/50), საჯარიმოები (77.8/83.3).

უკრაინა-ჩეხეთი 64:78

14:20, 16:26, 15:19, 19:13

უ: ფესენკო (14+8 მოხსნა), რენდლი (12), ლუკაშოვი (9), ზაიცევი (6), კორნიენკო (4), პუსტოზვონოვი (4), მიშულა (4), პუსტოვოი (4), ტიმოფეენკო (4), ლოპოვი (3+3 ჩაჭრა).

ჩ: ვესელი (19+9 მოხსნა), პუმპრლა (17), სატორანსკი (15+8 მოხსნა+6 პასი), შილბი (8+5 პასი), ბენდა (8), ჰოუშკა (5), ველში (2), გრუბანი (2), იელინეკი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (37.3/50.8), სამქულიანები (29.4/20), საჯარიმოები (60/56.3).

მ წ ბ ქ

1. ჩეხეთი 2 0 158-121 4

2. ლიტვა 2 0 137-117 4

3. ბელგია 1 1 151-133 3

4. ლატვია 1 1 127-135 3

5. უკრაინა 0 2 132-147 2

6. ესტონეთი 0 2 112-164 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• georgiano

იგორ კოკოშკოვსა და ჯეიკობ პულენს მადლობა გადავუხადოთ და მივაბრძანოთ ნაკრებიდან. დარწმუნებული ვარ ამ თაობას კარგი მწვრთნელის და ლეგიონერის პირობებში მეტის მიღწევა შეუძლია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია

თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით

ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[ევრობასკეტი 2017] საფერავია, ქართული!

ეტორე მესინა: მარკოიშვილს შვილივით ვუყურებ

NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები

საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს

საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე ძვირები - კობი და "ნიუ იორკი"

ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]

"მილუოკი" სერიაში დაწინაურდა და საკუთარი კედლების უპირატესობა დაიბრუნა [VIDEO]

თორნიკე შენგელია საუკეთესოებში! - ქართველი ევროლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეულშია

ტონი პარკერი ნოემბერში დაბრუნებას გეგმავს

ევრობასკეტი 2017: ყველა მერვედინალისტი ცნობილია

ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]

ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან

დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს

ახლა ვისი დროა?! - "ფენერბახჩეს" კალათბურთელებმა შენგელიას სამაგიერო გადაუხადეს

NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]

ტონი პაკერი: "სპურსი" აგრძელებს სრულყოფას

ᓡᓐᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓝᓡ ᓬᓘᓜᓐᓐᓦᓛᓓᓔᓒ ᓩᓔᓮᓔᓗᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ლიᓓᓔᓠᓘ ᓐᓠ ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა

მეტოქეები: უკრაინამ და იტალიამ "ტრენტინოს თასი" გაითამაშეს

"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს

"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"

გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა

NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]

მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]

ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან

საქართველოს ნაკრების მეტოქეს ევრობასკეტზე NBA-ს კალათბურთელი ვერ დაეხმარება

ევრობასკეტი 2013: ვინ მოდის ოკეანის გაღმიდან?

იან ვესელი: თორნიკე შენგელია ძალიან ძლიერი და სახიფათო კალათბურთელია

პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს

ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ

"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება

ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა

NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს