ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებას 19 დეკემბერს თბილისი უმასპინძლებს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებას 19 დეკემბერს თბილისი უმასპინძლებს.

ეს შეჯიბრება ახალგახსნილ სპორტის სასახლეში ჩატარდება, ამ ზაფხულს საბურთალოზე რომ აშენდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის.

ამაზე მოლაპარაკება კარგა ხანია, მიმდინარეობდა, საბოლოო წერტილი კი ამ დღეებში დაესვა. მას ერთობლივად ატარებენ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია და კლუბი "საგარეჯო სუპერსტარი", რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ გათამაშებაში.

შეგახსენებთ, რომ "საგარეჯო" შარშანაც გამოდიოდა ამ შეჯიბრებაში და მეოთხეზე გავიდა, მხოლოდ ერთი მოგება დააკლდა "ოქროს ლიგაში" აღზევებამდე, სადაც ჩემპიონის სტატუსით გადავიდა ჩვენი მეორე კლუბი, შსს-ს "მებრძოლი".

"საქართველოსთვის ესაა პირველი შემთხვევა, როცა ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის და ამით ვამაყობთ. დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას. "თბილისი-2015" - ეს იქნება საოცარი ღონისძიება, რომელიც მოიზიდავს ბევრ მაყურებელს, კიდევ უფრო აამაღლებს ინტერესს ძიუდოსადმი. მინდა, ყველა სპორტსმენს წარმატება ვუსურვო, ხოლო მონაწილეებსა და სტუმრებს - სასიამოვნო ფესტივალი" - განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.

დიდი შანსია, საქართველოს პირველ ევროპულ ლიგაში ორი კლუბით გამოვიდეს - "საგარეჯოს" მონაწილეობა გადაწყვეტილია და ასპარეზობა "შევარდენსაც" სურს. თუმცა ამ კლუბის მთელი ნაღები ფალავნები (ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვალერი ლიპარტელიანი და სხვები) "მებრძოლში" გამოდიან და მათ ახალგაზრდებით მოუწევთ ფონს გასვლა.

მოსაგვარებელია ფინანსური პრობლემები - საწევროა შესატანი, რისიც ხელმძღვანელობას დიდად ეიმედება და იმედოვნებენ, რომ შეჯიბრებაში ისინიც მიიღებენ მონაწილეობას.

ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, სად და როდის ჩატარდება "ოქროს ლიგა", ანუ უმაღლესი ლიგა - მისი ორგანიზება გაცილებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მსურველ ქვეყანას ჯერაც ეძებენ.

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ევროპის საკლუბო ჩემპიონატს ძიუდოში ქართული კლუბები დააკლდებიან
FIBA ევრობასკეტისთვის სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს
თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს
თბილისის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
ახალი სპორტის სასახლე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა
2016 წლის თბილისის ძიუდოს გრან-პრის შესაძლოა ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლოს
ზებედა რეხვიაშვილის "აბენსბერგმა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო
"ოქროს ლიგაზე" ოქროსთვის - გროზნოში სამი ქართული კლუბი იასპარეზებს