საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ალექსანდრე ჩივაძე შეასრულებს
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარება ძალიან დაიძაბა. სახეზეა ვითარების პოლიტიზირების აშკარა ნიშნებიც. გასაგებია, რომ ფეხბურთი ბევრ ჩვენნაირ ქვეყანაში პოლიტიკაა, მაგრამ ჩვენთან მეტისმეტი ხდება ხოლმე. ეს ზვიად სიჭინავას გუშინდელმა გადადგომამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

ფეხბურთის ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა თბილისში გამართული სუპერთასის მატჩის შემდეგ განაცხადა:

"ვფიქრობ, საუკეთესო დროა დღეს, რათა განვაცხადო, რომ მართლა მივდივარ. სადღაც ერთი კვირის განმავლობაში არჩევნების დღეს გამოვაცხადებ. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს ჩემი პიკი იყო. ფეხბურთის ბუცები კედელზე ჩამოვკიდე - ფეხბურთი სიჭინავას გარეშე"!

ამ განცხადებას დიდი წინააღმდეგობა არც მოჰყოლია და შევთანხმდით, რომ ფეხბურთი სიჭინავას გარეშე იქნებოდა. არჩევნებიც დაინიშნა და სიჭინავა აღარ ჩანდა, თუ ორიოდე დღის წინანდელ, მისთვის დამახასიათებელი იუმორით ნათქვამს არ ჩავთვლით - 7 სექტემბრამდე (კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა) ჯერ კიდევ არის დრო და შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მეც მივიღო, ამას არსებული ვითარება მაიძულებსო...

რეალურად, სიჭინავა იმ მოსაზრებას იზიარებს, რასაც ერთ-ერთი ტელეკომპანია ავრცელებს - თითქოსდა, იმერეთის გუბერნიამ მასში შემავალ თვითმმართველობებს წერილები გაუგზავნა, შედეგად კი რეგიონის კლუბებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლება მოითხოვეს. მაგრამ დავაზუსტოთ - ჯერ ლაპარაკი იყო სფფ-ის სუბიექტად მიღებაზე, რაც კლუბების კანონიერი მოთხოვნაა.

ეს პრეზიდენტობის კანდიდატის, მამუკა კვარაცხელიას იდეაა, რომელმაც პრესკონფერენციაზე ბრძანა:

"ძალიან კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ. ამიტომ მივესალმები იმერეთის გუბერნატორის, გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას, რომ გაეგზავნოს ყველა კლუბს მიმართვა, ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე.

მომავალში სახელმწიფო კლუბებს ფულს თუ გამოუყოფს, ადმინისტრაციული ერთეულის, გუბერნიების მეშვეობით უნდა გადაურიცხოს და ამიტომ ყველა გუბერნატორს მივმართავ - მიბაძეთ გოგი ჭიჭინაძეს და კლუბებს იგივე მოუწოდეთ. ოღონდაც, სწორად შეადგინეთ ფედერაციის სახელზე გასაგზავნი მიმართვა".

სფფ-ის აღმასკომის საგანგებო სხდომაზე 24 საფეხბურთო კლუბის განცხადება განიხილეს და მათი მოთხოვნები ჯერჯერობით არ დააკმაყოფილეს. აღმასკომი საკითხს 14 სექტემბერს მიუბრუნდება. ამით კლუბებს მოთხოვნის დასაბუთებისთვის დრო მისცეს. ისე, ლოგიკით, აღმასკომმა არ უნდა დაასაბუთოს, რა მოტივით ეუბნება კლუბებს უარს კანონიერ მოთხოვნაზე?..

ცხადია, სიჭინავა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არც აპირებდა. მან 7 სექტემბერს მორიგი შოუ შემოგვთავაზა და ბოლო ერთ თვეში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე უკვე მეორედ განაცხადა.

ეს მეორე უფრო მძაფრი გამოუვიდა - გუშინ ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებით გამოვიდა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გაჰკრა კბილი:

"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ (არჩევნებში) არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ეს არასწორად მიმაჩნია და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით, ხვალიდან პრეზიდენტის მოვალეობას ბატონი ალექსანდრე ჩივაძე შეასრულებს", - ბრძანა სიჭინავამ.

დიახ, ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, 8 სექტემბრიდან პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძემ (რომელიც იმავდროულად, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელიცაა) უნდა შეასრულოს. ანუ 3 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობასაც ჩივაძე გაუძღვება.

გაუგებარია, რომელი ხელისუფლების წარმომადგენელია მამუკა კვარაცხელია, სფფ-ის პრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადადგმა რომ აიძულა? საერთოდ, ამ ყველაფერში ცუდი ისაა, რომ საფეხბურთო ამბების სათავისოდ პოლიტიზირებას ცდილობენ.

ეს ისტორია მეტად დაუჯერებელი სცენარით ვითარდება და იმ ანდაზას ჰგავს, გაღმით რომ შეედავები, რათა გამოღმა შეგრჩეს. როცა სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში მართლა ერეოდა და ყველას თავად ნიშნავდა, მსგავსი განცხადებები მაშინ არ ისმოდა. თანაც, იმ დროს, როცა ქვეყნის მმართველ გუნდში ნაწილი ლევან კობიაშვილს ემხრობა, ნაწილიც - რევაზ არველაძეს.

სხვათა შორის, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაზე კითხვა მედიასთან კობიაშვილის შეხვედრაზეც დაისვა, რაზეც კანდიდატმა ასე უპასუხა:

"ამა თუ იმ რეგიონში ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით მომხდარ ამბავს ჩემს სახელს რატომ უკავშირებთ? რატომ უნდა ვილაპარაკო ამაზე მუდამ მე, როცა რევაზ არველაძის პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ. ამ კითხვას მას რატომ არ უსვამთ?"

სიჭინავას განცხადებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამ, რომელიც აღმასკომის წევრიც გახლავთ:

"სიჭინავას გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. განცხადების შემდეგ ის სალაპარაკოდაც არ დარჩა. მგონი, სიჭინავა კარგ მდგომარეობაში ვერ იმყოფება. ხედავთ, რამდენი პრობლემაა ფეხბურთის ფედერაციაში და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ალბათ, ვერ აიღო".

ფიფიამ არ დააკონკრეტა, რა პრობლემებს გულისხმობდა, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბების მოთხოვნამ ფეხბურთის ფედერაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მაგალითად, რა მოტივით უნდა უთხრან ამ კლუბებს უარი ორგანიზაციის წევრობაზე? იმიტომ ხომ არა, რომ მათი გაწევრიანება ერთ-ერთ კანდიდატს დამატებით ხმებს მოუტანს?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

goga
უნდა დააკმაყოფილონ კლუბების მოთხოვნა და ყველა პროცესი გაშუქებული უნდა იყოს ,უეფაც საქმის კურსში ჩაყენებული თუ რამე დარღვევა მოხდა!!
jalata
გიჟი ტალახში მიდიოდა და გზაც იქეთ ქონდაო.
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
აქტუალურ თემაზე: ქართული ფეხბურთის აპოკალიფსი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
ჩვენ და რუმინელები - ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...