ახლად ჩამოყალიბებულმა "რუსთავმა" პირველი საშინაო მატჩი წარმატებით ჩაატარა და არცთუ ხელწამოსაკრავი მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლად ჩამოყალიბებულმა "რუსთავმა" პირველი საშინაო მატჩი წარმატებით ჩაატარა და არცთუ ხელწამოსაკრავი მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

შესაძლოა, მატჩის საბოლოო ანგარიში მოედანზე არსებულ "ძალთა თანაფარდობას" ბოლომდე არც შეეფერებოდეს: პირველი გაშვებული გოლის მერე სტუმრები საგრძნობლად გააქტიურდნენ და გიზო შენგელიას შეგირდებმა რამდენიმე მწვავე იერიშიც განახორციელეს, მაგრამ მასპინძელთა 22 წლის მეკარე დავით ლეგაშვილი საიმედოდ თამაშობდა.

და არა მხოლოდ მასპინძელთა მეკარე: "რუსთავის" ფეხბურთელებს ჯერჯერობით აშკარად აკლიათ ერთმანეთში შეთამაშება, მაგრამ ეს უფრო დროის ამბავია; საერთოდ კი, ამ ახლად ჩამოყალიბებულმა გუნდმა მეტოქეზე ბევრად უფრო მეტი სახიფათო მომენტიც შექმნა და, საბოლოო ჯამში, დამსახურებულადაც მოიგო.

პირველ ტაიმში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ლევან ბერუაშვილს, რომლის თავური დარტყმაც მეტოქის კარს მცირე მანძილით ასცდა; მერე საქმეში სტუმართა ლეგიონერი მეკარე ჩარლემან აკმელი ჩაერთო, რომელმაც გურამ მინდორაშვილის დარტყმა მოიგერია.

თუმცა მოტივირებულად მოასპარეზე მასპინძლებმა მაინც შეძლეს შესვენებამდე დაწინაურება: 19 წლის მიხეილ ლომიძის აქტიურობას სტუმართა საჯარიმოში თითქმის 100-პროცენტიანი პენალტი მოჰყვა, რომელიც ჩინებულად შეასრულა "რუსთავის" 19 წლის კაპიტანმა გიორგი კილასონიამ.

შესვენების შემდეგ მასპინძელთა თავკაცმა გიორგი მიშველიძემ გუნდის სათამაშო სქემა "გადააწყო" და მოედანზე კიდევ ერთი ახალწვეული, დავით იმედაშვილი შემოიყვანა. 30 წლის იმედაშვილი და 29 წლის ზვიად მეტრეველი, აი, "რუსთავის" ორად-ორი გამოცდილი ფეხბურთელი და იმასაც ვიტყვით, რომ ორივე მათგანი მშობლიური ქალაქის გუნდში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდა.

იმედაშვილმა "საყრდენის" პოზიცია დაიკავა და ერთი-ორჯერ საინტერესო კომბინაციაც გაითამაშა 18-19 წლის პარტნიორებთან; საგრძნობლად გააქტიურდა 18 წლის ავთანდილ გუჯაბიძე, ერთ ეპიზოდში შეუჩერებლად რომ გზავნიდა ბურთს მეტოქის კარისკენ; ამას მასპინძელთა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი მოჰყვა: გიორგი კილასონიას კუთხურის მერე ლევან ბერუაშვილი თავით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ მცირედი დააკლდა.

თუმცა, "რუსთავის" ცენტრალურ მცველს მესამე ცდაზე მაინც გაუმართლა: უკვე მსაჯის მიერ დამატებული დრო იწურებოდა, როცა ბერუაშვილმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით ზუსტად გადაგზავნა.

მანამდე კი იყო ეპიზოდი, რომელმაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი: მარცხენა ფლანგიდან გიორგი ჩიკვაიძემ მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რასაც ის მოჰყვა, რომ სტუმართა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა...

საქართველოს ჩემპიონატი. პირველი ლიგა. II ტური

06.09. რუსთავი. "ფოლადი"

რუსთავი-სამეგრელო 3:0

გოლები" 1:0 გ. კილასონია (45), 2:0 ზ. ლობჟანიძე (79, საკუთარ კარში), 3:0 ლ. ბერუაშვილი (90)

რუსთავი (5-3-2): დ. ლეგაშვილი - გ. ჩიკვაიძე (87. გ. სილაგაძე), გ. სამადაშვილი, ლ. ბერუაშვილი, გ. ბუზალაძე, გ. მინდორაშვილი (46. დ. იმედაშვილი) - მ. ლომიძე, გ. კილასონია, ა. გუჯაბიძე (89. გ. ბებია) - ზ. ციცქიშვილი (75. გ. ბერაძე), ზ. მეტრეველი (83. ბ. ოქროპირიძე).

სათადარიგოები: გ. შუბითიძე, გ. ნადირაძე

მწვრთნელი: გიორგი მიშველიძე

სამეგრელო (5-3-2): ჩ. აკმელი - ა. წაბრია, ბ. დარსალია (78. ზ. სახოკია), ზ. ლობჟანიძე, ბ. ლუკავა, ი. ტყებუჩავა - მ. თოლორდავა (31. კ. ქებურია), ზ. ქვარცხავა, ლ. კალანდია (67. ა. ყალიჩავა) - ი. დეისაძე, გ. ხორავა (46. ი. ასათიანი).

სათადარიგოები: გ. პაპავა, გ. ხარებავა

მწვრთნელი: გიზო შენგელია

გაფრთხილება: ი. ტყებუჩავა, კ. ქებურია

არბიტრი: ბ. გლუშჩუკი.

სხვა მატჩები

ალგეთი-ჩხერიმელა 0:2

ჭიათურა-გაგრა 1:3

იმერეთი-მერცხალი 2:0

სქური-ოდიში1919 2:0

ლიახვი-მეშახტე 7:0

ვიტ ჯორჯია-ბორჯომი 0:2

კოლხეთი (ხ)-სამგურალი 1:0

მაჭახელა-ბეთლემი 1:2

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. გაგრა 2 2 0 0 7-1 6

2. ბორჯომი 2 2 0 0 7-2 6

3. ბეთლემი 2 2 0 0 4-1 6

4. კოლხეთი (ხ) 2 2 0 0 3-1 6

5. ლიახვი 2 1 1 0 9-2 4

6. სქური 2 1 1 0 3-1 4

7. რუსთავი 2 1 0 1 3-2 3

8. იმერეთი 2 1 0 1 3-2 3

9. ჩხერიმელა 2 1 0 1 3-3 3

10. სამეგრელო 2 1 0 1 3-3 3

11. ვიტ ჯორჯია 2 1 0 1 3-3 3

12. მაჭახელა 2 0 1 1 2-3 1

13. მერცხალი 2 0 1 1 2-4 1

14. ჭიათურა 2 0 1 1 1-3 1

15. მეშახტე 2 0 1 1 0-7 1

16. სამგურალი 2 0 0 2 0-4 0

17. ოდიში 1919 2 0 0 2 2-7 0

18. ალგეთი 2 0 0 2 0-6 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

baleshiki
ჭიათურა გაგრას ვუყურე და გაგრა ზალიან მომეწონა.პატარა და სწრაფი ბიჭები,ტექნიკურებიც და მოედანზე აზროვნებენ..წარმატებები ამ ბიჭებს,ხო მარტლა არც მსაჯობა ყოფილა ცუდი,ახალგაზრდები გამოჩნდნენ და სხვათაშორის ობიექტურები,ამ მხრივ რაგაც პროგრესი შეინიშნება სასიამოვნოააა
მუსა
ბორჯომმა 9 კაცით მოუგო გასვლა ვიტ ჯორჯიას!!!
giorgi
გაგრა არის ძალიან კარგი გუნდი წელს როგორც ჩანს
ramazi
borjomi da vit jorjia momaval sezonshi umaxleshi unda vixilot
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:0 - ვის უფრო სჭირდებოდა ქულა?
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
ცხინვალი-მეტალურგი 7:2 - რბევა ვაკეში და კაჭარავას ჰეთ-თრიკი
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
რუსთავის "მეტალურგში" კვლავაც გაურკვევლობაა