ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

მეტი, ვიდრე კრივის მწვრთნელი
ხშირად სევდა მიპყრობდა და კასს უწევდა ჩემი ტვინის მასაჟი ეგზოტიკურ სამყაროზე ფიქრებით, სადაც აურაცხელი სიმდიდრეა. ჩემთვის უცნაური იყო მისი სიტყვების მოსმენა, მაგრამ მიყვარდა ამგვარი საუბრები.

- შენ ერთადერთი რამ გევალება - მე მომისმინო, - ამბობდა ის. - სამეფო წარმოშობის ადამიანებს ეცოდინებათ შენი სახელი. გესმის, რას გეუბნები, ჩემო ბიჭო? მსოფლიო გაიგებს შენ შესახებ. შენი სახელი ყველაზე საპატიო ადგილს დაიკავებს. ხალხი დააფასებს დედაშენს, შენს ოჯახს, შენს შვილებს. შენ გამოჩენაზე ხალხი ფეხზე წამოდგება და ტაშს დაუკრავს.

კასი საშუალებას არ მაძლევდა გამეცრუებინა მისი იმედები. როცა ვგრძნობდი, რომ მზად ვიყავი დანებებისთვის და ამის გამო გულგატეხილობა მიპყრობდა, ის აგრძელებდა ჩემ გამხნევებას. კასი ყოველთვის იმეორებდა: "ჩემი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ შემოგაცალო ის ჩენჩო, რომელიც ხელს გიშლის შენი რეალური შესაძლებლობების გამოვლენაში და საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში".

ის ჩემს სულს ავარჯიშებდა. მაიძულებდა, წარმომედგინა, თითქოს სპარინგს ვატარებდი უფროს ბიჭთან, დავიღალე და არ შემიძლია პასუხის გაცემა მოწინააღმდეგისთვის, რომელიც უბრალოდ მამარცხებს. კასი საუბრობდა ჩემთან ამ თემაზე და მეხმარებოდა შიშის დაძლევაში.

ის ყოველთვის ისწრაფვოდა სრულყოფისკენ. მაგალითად, მძიმე ვარჯიშისას, კასი გვერდით მედგა და ყურადღებით აკვირდებოდა მომხდარს.

- კარგია, ნორმალური, მაგრამ არა შესანიშნავი, - ამბობდა თავისი ბრონქსული აქცენტით.

კასს უნდოდა, გამოეძერწა ყველაზე შთამბეჭდავი მოკრივე, რაც კი ღმერთს შეუქმნია. ისეთი, რომელიც შიშის ზარს დასცემდა მეტოქეებს იქამდე, სანამ ისინი რინგზე გავიდოდნენ. მასწავლიდა - უკიდურესად მრისხანე ვყოფილიყავი როგორც რინგზე, ასევე მის მიღმა. იმ დროს ჩემთვის ეს აუცილებელი იყო. არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული, მეშინოდა. ვერ ვიშორებდი იმ დროის მოგონებებს, როცა სრულიად ბავშვს თავს მესხმოდნენ და მცემდნენ. ჩემთვის აუტანელი იყო ის გრძნობა, რასაც დამცირება ჰქვია. ეს გრძნობა მთელი ცხოვრება არ გცილდება. და ის საზიზღარი და გულისამრევია. აი, რატომ წარვუდგენდი ყოველთვის საკუთარ თავს სამყაროს საშინელ და გააფთრებულ ნაბიჭვრად. მაგრამ კასმა თავდაჯერებულობა შემძინა, ამიტომაც აღარ მომიწევს ნერვიულობა იმაზე, რომ ვინმე ოდესღაც კიდევ გაბედავს ჩემ დაცინვას. ვიცოდი, რომ ვერავინ და ვერასდროს შეძლებს ჩემ შეურაცხყოფას.

კასი იმაზე მეტი იყო, ვიდრე მწვრთნელი კრივში. მან ჩემში ბევრი ღირსება შემოიტანა. ის რომელიღაც გურუს ჰგავდა, რომელიც ისეთ რამეებს ლაპარაკობდა, რომ ჩაფიქრება მიწევდა:

- არ აქვს მნიშვნელობა, ვინ და რას ლაპარაკობს, სულერთია - თავის მართლებაა ეს თუ ახსნა-განმარტება. მხოლოდ ის, რასაც ადამიანი აკეთებს, საბოლოო ჯამში მეტყველებს მის ნამდვილ ჩანაფიქრსა და გეგმებზე.

ან:

- მე არ ვარ შემქმნელი. ჩემი ამოცანაა - აღმოჩენა. ჩემი სამუშაოა - ავიღო ნაპერწკალი და გავაღვივო ის. დავამატო ცეცხლში შეშა, სანამ ის დიდ ხანძრად არ გადაიქცევა.

მას შეეძლო სიბრძნე გაეზიარებინა ყველაზე ბანალურ სიტუაციებში. მაგალითად, კამილას უნდოდა, რომ ჩვენ სახლის საქმეებში დავხმარებოდით. მე კი ვერ ვიტანდი სახლში ფაციფუცს, რადგან მხოლოდ კრივზე ვიყავი კონცენტრირებული. ერთხელ კასი მომიახლოვდა და მითხრა:

- იცი, კამილას მართლა უნდა, რომ შენ სახლის საქმეებში მიეხმარო. პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს - ეხმარები მას თუ არა, მაგრამ შენ სერიოზულად უნდა მიხედო სახლის საქმეებს იმ მიზეზით, რომ ეს უკეთეს მოკრივედ გაქცევს.

- შენი აზრით, ნაგვის გატანა როგორ მაქცევს უკეთეს მოკრივედ? - ჩავიცინე მე.

- გააკეთო დიდი სიამოვნებით ის, რაც არ მოგწონს - ეს კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ დიდებისთვის ისწრაფო.

ამის შემდეგ კამილას აღარ უწევდა ჩემთვის იმის შეხსენება, რომ სახლის საქმეებში უნდა დავხმარებოდი.

ერთხელ კასმა თავისთან მომიხმო და სრულიად მოულოდნელად მკითხა:

- თეთრების ხომ არ გეშინია? არ გეშინია ულვაშის და წვერის? მე ვიცნობდი შავ მოკრივეებს, რომლებსაც ეშინოდათ თეთრი მოკრივის დარტყმის. უმჯობესია, მათ რიცხვს არ განეკუთვნებოდე.

ეს სასაცილო იყო. ჩემ წინ იდგა კასი, რომელიც მიყვებოდა იმაზე, რომ არ უნდა მივცე არავის ჩემი შეშინების საშუალება, მაგრამ მე შეშინებული ვიყავი იმით, როგორ მიხსნიდა ამ ყველაფერს.

კასი ყოველთვის ძალიან სერიოზული იყო, არასოდეს იღიმოდა. არ მეპყრობოდა, როგორც მოზარდს. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემამდე მოეტანა, რომ ჩვენ ერთად, საკუთარი მისია გვქონდა შესასრულებელი. ყოველდღიური ვარჯიშები - მხოლოდ ერთი აზრი არსებობდა. მან მიზანი დამისახა. ადრე არასოდეს მიგრძვნია ასეთი რამ, გარდა იმ მომენტებისა, როცა ქურდობას ვგეგმავდი.

დროდადრო ისეთი რაღაცები ხდებოდა, რაც ჩვენს მიზანს კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალეს აქცევდა. ასე მაგალითად, ერთხელ კატსკილში სავარჯიშოდ ჩამოვიდა უილფრედ ბენიტესი (პუერტორიკოელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი პირველ ნახევრად საშუალო, ნახევრად საშუალო და პირველ საშუალო წონით კატეგორიებში). გაოგნებული ვიყავი. მე მისი ფანატი გახლდით. მინახავს მისი ბრძოლები ტელევიზორში და იქ ბევრი რამ იყო სანახავი. გეჩვენებოდა, რომ რადარი ჰქონდა და დახუჭული თვალებით შეეძლო დარტყმების შესრულება. ნამდვილი ოსტატი. მან თან მოიტანა თავისი საჩემპიონო ქამარი. ჩემთან ერთად იყო ტომ პატი, ერთ-ერთი მოკრივე, რომელიც კასთან ვარჯიშობდა. ბენიტესმა პატარა ფუტლიარი ამოიღო, რომელშიც ქამარი იდო და ხელით შეხების ნება დამრთო. თითქოს წმინდა გრაალი დავინახე.

- ტომ, ამას შეხედე. ჯანდაბა, ნამდვილი ქამარი! - ვთქვი მე. - მე უნდა მივიღო ის! მე ხომ ამდენს ვვარჯიშობ. თუ ამას მოვიპოვებ, აღარავის დავუთმობ!

ბენიტესთან ერთად, მეც ბედნიერი ვიყავი. მან აღმაფრენა მომცა, გაამძაფრა ჩემში სურვილი - გავმხდარიყავი უფრო მონდომებული და მიზანმიმართული.

კასის წყალობით, მოჰამედ ალისთან ლაპარაკის საშუალებაც მომეცა. 1980 წლის ოქტომბერში, ყველანი ოლბანიში ჩავედით იმის სანახავად - როგორ ცდილობდა ალი თავისი ტიტულის დაბრუნებას ლარი ჰოლმსთან (ამერიკელი მოკრივე-პროფესიონალი, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში) ბრძოლაში. იმ შეხვედრაში ალის ბევრი მოხვდა. კასი ძალიან გაბრაზებული იყო. ასეთი არასოდეს მინახავს. შეხვედრის შემდეგ მას გაქვავებული სახე ჰქონდა, რადგან ინტერვიუებს არიგებდა და ვიღაცებს ხელს ართმევდა, მაგრამ, როგორც კი მანქანაში ჩავსხედით, ვიგრძენით მთელი მისი უარყოფითი ენერგეტიკა. 45 წუთის განმავლობაში, სანამ შინ მივაღწევდით, არავის კრინტი არ დაუძრავს. მომდევნო დილას ალის თანაშემწემ, ჯინ კილროიმ კასთან შეაერთა მოჰამედი.

- როგორ მიეცი იმ დილეტანტს შენი ცემის საშუალება? ის დილეტანტია, მოჰამედ, უბრალოდ, უვარგისი მოკრივე!.. მე კი გეუბნები, რომ ის დილეტანტია!.. რატომ მიეცი ამდენის უფლება?

ვუსმენდი კასს და ყოველ ჯერზე, როცა სიტყვა "დილეტანტს" ახსენებდა, თითქოს ეს გულს მისერავდა. ტირილი დავიწყე. ეს იყო საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში.

შემდეგ კასმა ჩემთვის ერთი გამაოგნებელი რამ გააკეთა.

- ჩემთან ერთად ახალგაზრდა შავი ბიჭია. ის ბავშვია, მაგრამ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში. მას მაიკ ტაისონი ჰქვია. გთხოვ, ჩემი ხათრით, დაელაპარაკე, მოჰამედ. მინდა უბრძანო, რომ ყველაფერი დამიჯეროს.

და კასმა ყურმილი გადმომაწოდა.

- ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამ დაგემართათ, - ვუთხარი მე. მაშინ პატარა იდიოტი ვიყავი.

- ავად ვიყავი, - მიპასუხა ალიმ. - წამალი მივიღე, ამან დამასუსტა, ამიტომაც ჰოლმსმა შეძლო ჩემი ცემა. ვაპირებ მოვმჯობინდე, დავბრუნდე და დავამარცხო ჰოლმსი.

- დარდი არ გქონდეთ, ჩემპიონო, - ვუთხარი მე. - როცა გავიზრდები, მას თქვენთვის რინგზე დავცემ.

ბევრს მიაჩნია, რომ ალი ჩემი საყვარელი მოკრივე გახლდათ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის ასეთი იყო რობერტო დიურანი. მანამდე მე მართლაც აღფრთოვანებული ვიყავი, რამდენად ლამაზი და ეფექტური იყო ალი. თავად დაბალი და მახინჯი ვიყავი, ამას ემატებოდა მეტყველების დეფექტი. როცა დიურანი დავინახე, ის ჩვეულებრივ ქუჩის ბიჭს ჰგავდა. ბევრ სისაძაგლეს ეუბნებოდა მოწინააღმდეგეებს, პირდაპირ აგინებდა მათ. მას შემდეგ, რაც შუგარ რეი ლეონარდი (ნამდვილი სახელი უოკერ სმიტ-უმცროსი. გამოდიოდა მჩატე, პირველ ნახევრად საშუალო, ნახევრად საშუალო, პირველ საშუალო, საშუალო, მეორე საშუალო და ნახევრად მძიმე წონით კატეგორიებში. მსოფლიოს ჩემპიონი ნახევრად საშუალო და საშუალო წონებში) დაამარცხა პირველ ბრძოლაში, ის იმ ადგილას მივიდა, სადაც უილფრედ ბენიტესი იჯდა და დაუყვირა: "წადი შენი დედაც...! სუსტი და მხდალი ხარ იმისთვის, რომ მე შემხვდე".

"ჯანდაბა, ეს ხომ მე ვარ", - გავიფიქრე მე. ეს იყო ზუსტად ის, საითკენაც ვისწრაფვოდი. მას არ რცხვენოდა ყოფილიყო ის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა. მე მას აღვიქვამდი ნორმალურ, ჩვეულებრივ ადამიანად.

იმის პარალელურად, როგორი აღმასვლით მიდიოდა ჩემი კარიერა და როგორ მაქებდნენ ჩემი მრისხანებისა და დაუმორჩილებლობის გამო, მესმოდა, რომ თუ "ცხოველს" გიწოდებდნენ, ეს შექების უმაღლესი დონე იყო.

ერთხელ ნიუ იორკში აღმოვჩნდი და კაფე "ვიქტორსში" წავედი, რადგან გაგონილი მქონდა, რომ იქ დიურანი ჩნდებოდა ხოლმე. ერთ-ერთ მაგიდასთან დავჯექი და კედელზე დაკიდებულ დიურანის ფოტოს ვუცქერდი. მე ოცნება ავისრულე.

ძალიან გულგატეხილი ვიყავი, როცა დიურანი დანებდა სიტყვებით "საკმარისია!" ეს მოხდა ლეონარდთან მატჩ-რევანშის დროს. მე და კასი ამ ბრძოლას ოლბანიში ვუყურებდით და ისეთი გაცოფებული ვიყავი, რომ ქვითინი დავიწყე. მაგრამ კასმა ამას ზუსტი განსაზღვრება მისცა. "ის ასეთ რამეს აღარ გაიმეორებს", - იწინასწარმეტყველა მან.

იმ დროისთვის უკვე გადასული ვიყავი კასთან და მის გუნდში ვირიცხებოდი. ის შეუდგა ჩემ ყოველდღიურ დაძაბულ წვრთნას. მე არასოდეს მქონია უფლება, დავმტკბარიყავი კრივით, როგორც სპორტის სახეობით ან გასართობად მაინც გავსულიყავი რინგზე. კასი მაქსიმალისტი იყო, მაგრამ მეც მაქსიმალურად ვცდილობდი. უკვე მაშინ მინდოდა, აქილევსი გავმხდარიყავი. მე იმ ბიჭებიდან ვარ, რომლებსაც დასცინიან:

"არ მისცე ზანგს თოკი, თორემ კოვბოობას მოინდომებს". მე ვიყავი ბავშვი, რომელსაც იმედი არ ჰქონდა. მაგრამ თუ იმედის ნაპერწკალს მომცემ, მაშინ წასულია თქვენი საქმე - იმიტომ, რომ მაშინ მზად ვიქნები, მთები გადავაბრუნო.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!

ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა

დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს

ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება

"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?

"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით

"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა

20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება

"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა

პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ვარსკვლავი ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს

"ვიცი, რომ ამ ბრძოლის ნახვა ყველას სურს, მაგრამ..." - თოფურიამ პიმბლეტთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტურნირი მეორედ აღარ გაიმართოს" - ლა ლიგის პრეზიდენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე

"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?

ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში

ბექა ღვინიაშვილი: 24 საათი ვვარჯიშობ და სახლში წაგებული როგორ დავბრუნდე?!

დონ კინგი: მოჰამედ ალი რომ არა, არარაობა ვიქნებოდი