2015 წლის 19 სექტემბერს საქართველოში პირველად ჩატარდება სუპერლიგა, სადაც მხოლოდ რვა უძლიერესი კარატისტი იასპარეზებს
ამ დღეებში ქ. სტამბოლში გაიმართა "Open istanbul (Premier league) 2015", რომელიც უშუალოდ ამ ქალაქის მერის, კადირ ტოპბასის პატრონაჟით ჩატარდა 50 ქვეყნის ათასამდე რჩეული კარატისტის მონაწილეობით.

ამ ასპარეზობის მნიშვნელობა ძალზე დიდია მსოფლიო კარატეს სივრცეში, რადგან მონაწილეს და, რა თქმა უნდა, გამარჯვებულებს, გარკვეული სარეიტინგო ქულები ერიცხებათ მსოფლიოს ფედერაციიდან. ასევე დიდ მოტივაციას ქმნიდა საპრიზო ფონდი.

"სტამბოლის პრემიერლიგა ერთ-ერთი მაღალი რანგის საერთაშორისო ჩემპიონატია და მასში მხოლოდ რჩეულები ასპარეზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი უფროსებში მხოლოდ 5 სპორტსმენით მონაწილეობდა, საერთო ჩათვლაში მაინც მესამე საპრიზო ადგილის მოპოვება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ვაჟთა 5 წონით კატეგორიაში ჩვენი ხუთივე სპორტსმენი შევიდა ათეულში, ჰენრი ვეკუამ კი თავის წონაში (-75 კგ) პირველობა მოიპოვა, გოგიტა არქანია (-84 კგ) მესამე ადგილს დასჯერდა.

ჰენრიმ ნამდვილად გვასახელა და ამით მთელი ქართული კარატეს სამყარო ვამაყობთ. აქვე დავამატებ, რომ ყოველი ორთაბრძოლა საინტერესო, დაძაბული, აზარტული იყო და ამჯერადაც დიდი გულშემატკივრობა და პატივისცემა დაიმსახურა ჩვენმა გუნდმა.

საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსს, ბატონ გიორგი არეშიძეს სპეციალური მოწვევა გამოუგზავნა სტამბოლის მერმა ჩვენ შორის შემდეგი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გასაღრმავებლად.

აქვე, ქართული კარატეს გულშემატკივრებს გვინდა ვახაროთ, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს საქართველოში პირველად ჩატარდება სუპერლიგა, სადაც მხოლოდ რვა უძლიერესი კარატისტი იასპარეზებს.

საპრიზო ფონდიც დაწესდა და ვეცდებით, მეტად მაღალი დონის ასპარეზობა შევთავაზოთ ქართველ გულშემატკივარს. ეს სუპერლიგა პირდაპირი ეთერით გადაიცემა", - განაცხადა სტამბოლიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი,

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა
ქართველი კარატისტების ერთი ბრინჯაო და სალიცენზიო ქულები
არქანიას გამარჯვებით - ქართველი სპორტსმენებისთვის 2020 წლის ოლიმპიადა დასრულდა
კახა ბასილია: ნახევარ მილიონ ლარზეც თანახმანი ვართ
მინსკი 2019: ქართველი კარატისტი ნახევარფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა!
კარატე: გოგიტა არქანიამ სტამბოლის A კატეგორიის ტურნირში გაიმარჯვა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი: 15 000-ლარიანი გირაო გადამახდევინეს, გეგონება, ნარკობარონი ვარ!
მინსკი 2019. კარატისტი გოგიტა არქანია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
კარატე. ოლიმპიადა: მედლებიც, სალიცენზიო ქულებიც
წარმატება ყატარში საქართველოს დამოუკიდებლობას მიეძღვნა
ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ
ჩემპიონს მედლამდე ნაბიჯი არ ეყო - გოგიტა არქანია პარიზში ბრინჯაოს ვერ შესწვდა
სუს-მა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
ევროპის ჩემპიონატზე კარატეში გოგიტა არქანიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა