"მგლებს" დროებითი მწვრთნელი ჰყავთ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ცენტრი დიკემბე მუტომბო კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს, - იტყობინება ESPN. საზეიმო ცერემონია სპრინგფილდში გაიმართა.

ასეთივე პატივი წილად ხვდათ საუნივერსიტეტო კალათბურთის მწვრთნელს ჯონ კალიპარის, მსაჯს დიკ ბავეტს, მწვრთნელებს ჯორჯ რეივლინგს, ლინდსი გეიზსა და ტომ ჰეინსონს, აგრეთვე მოთამაშეებს - სპენსერ ჰეივუდს, ჯო ჯო უაიტს, ლიზა ლესლის, ლუის დამპიერსა და ჯონ აიზეკს.

აღვნიშნავთ, რომ მუტომბო ოთხჯერ გახდა NBA-ში დაცვითი სტილის საუკეთესო მოთამაშე, რვაჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", ექვსჯერ შეიყვანეს დაცვის სიმბოლურ ნაკრებში.

2016 წელს კი NBA-ის დიდების დარბაზში, შესაძლოა, ლეგენდარული გამთამაშებელი ალენ აივერსონი მოხვდეს. წესის თანახმად, კანდიდატის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ კარიერის დასრულებიდან ექვსი წლის თავზე. აივერსონმა გამოსვლა 2011 წელს დაასრულა, თუმცა ბოლო წელი თურქეთში გაატარა და იმ სეზონს მცველს არ ჩაუთვლიან, - იტყობინება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.

ალენ აივერსონმა NBA-ში 14 სეზონი გაატარა, ერთხელ მიიღო სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, ოთხჯერ გახდა რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ და 11-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". მისი საშუალო კარიერული მონაგარი 26.7 ქულა, 6.2 პასი და 3.7 მოხსნაა.

"მგლებს" დროებითი მწვრთნელი ჰყავთ

"მინესოტა ტიმბერვულზის" მთავარი მწვრთნელი ფლიპ სონდერსი, რომელსაც გაზაფხულზე კიბოს დაავადება აღმოუჩინეს, საავადმყოფოშია მოთავსებული, - წერს Yahoo! Sports. ჯერჯერობით ლაპარაკი არ არის ოპერაციაზე, არამედ, გამოკვლევასა და სტაციონარულ მკურნალობაზე.

მიუხედავად ამისა, უკვე გამოცხადდა, რომ სონდერსი გამოტოვებს 2015-16 წლების სეზონის სტარტს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს შეასრულებს სემ მიტჩელი.

არსებობს ალბათობა იმისა, რომ სონდერსი, რომელიც ასევე "მინესოტას" პრეზიდენტი გახლავთ, სამწვრთნელო საქმეს სეზონის მსვლელობისას დაუბრუნდება. სპეციალისტმა ადრე განაცხადა, რომ ექიმებმა დაარწმუნეს - ამ სტადიაზე კიბოს განკურნება შესაძლებელია.

ახალ სეზონში პირველ მატჩს "მინესოტა" 28 ოქტომბერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქამბექი 1:3-დან - "ფილადელფიამ" გადამწყვეტ მატჩში "ბოსტონ სელტიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
ნუთუ დე ლაურენტისი ვაჭრობაზე უარს ამბობს? - "ნაპოლიმ" ლუკაკუს გასაყიდი ფასი დაასახელა
COPE: "რეალი" მბაპეს ქმედებებით იმედგაცრუებულია
"რეალი" კარვახალს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს - ესპანელი ზაფხულში კლუბს დატოვებს
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "გროიტერ ფიურტს" ფრედ ეთამაშა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
22-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალი დაიწყო: სერიებში რუსთავი და ვსა დაწინაურდნენ
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში
[VIDEO] თავის სტილში - მესის ულამაზესი გოლი MLS-ში
[VIDEO] ქამბექი 1:3-დან - "ფილადელფიამ" გადამწყვეტ მატჩში "ბოსტონ სელტიქსი" დაამარცხა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 გაგრა. გამარჯვება ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-2 დინამო (თბ). მოგება ადვილად არ მოდის...
კვარაცხელიას გარეშე - პსჟ "ლორიენთან" ფრეს დასჯერდა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს