ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

მაიკ ტაისონი და არასანქცირებული ბრძოლები
ჩემ შესახებ იმდენ ურთიერთგამომრიცხავ ფრაზებს ვისმენდი კასისგან, რომ შეშფოთებული ვიყავი - მართლა აღმიქვამს თუ არა მოკრივედ. ერთხელ, მე და ტომ პატი საწვრთნელი დარბაზიდან გამოვედით, კასი კი შეყოვნდა.

უკანა სავარძელზე დავსხედით.

- კასს უთხარი, რომ სახლში ფეხით წავედი. როცა მანქანაში ჩაჯდება, ჰკითხე მას, სინამდვილეში რას ფიქრობს ჩემზე.

ტომი დათანხდა.

კასი მანქანაში ჩაჯდა.

- მაიკი სად არის? - იკითხა მან.

- მე მგონი ქალაქში დარჩა, - უპასუხა ტომმა.

- მაშინ წავედით. მოგვიანებით მოვა სახლში.

დავიძარით. უკან ძირში ვიყავი გართხმული და ჩურჩულით ვკარნახობდი ტომს, რა უნდა ეკითხა. კასს ყურს აკლდა და არაფერი ესმოდა.

- ტომ, ჰკითხე კასს, რას ფიქრობს - მართლა ძლიერი დარტყმა მაქვს?

- კას, როგორ ფიქრობთ, მაიკს ძლიერი დარტყმები აქვს? - ჰკითხა ტომმა.

- ძლიერი დარტყმები აქვს თუ არა? მისმინე, ამ ბიჭს ისეთი ძლიერი დარტყმა აქვს, რომ აგურის კედელს გაამტვრევს. ის არა მხოლოდ ძლიერად, ეფექტურადაც ურტყამს. მას ორივე ხელით შეუძლია დარტყმა, - თქვა კასმა.

- ჰკითხე კასს, რას ფიქრობს: მართლა შეიძლება მომავალში ჩემგან რაღაც გამოვიდეს? - ჩავიჩურჩულე მე.

ტომმა გაიმეორა კითხვა.

- ტომი, თუ მაიკი კონცენტრირებული იქნება არჩეულ მიზანზე, ის ერთ-ერთი უდიადესი გახდება, ყველაზე დიადი მოკრივე კრივის ისტორიაში.

ძალიან ამაღელვა იმან, რაც მოვისმინე. უკვე სახლთან მივედით. როცა ყველანი გამოვედით, კასმა უკანა სავარძელზე შემამჩნია.

- შენ იცოდი, რომ ის აქ იყო? - ჰკითხა ტომს.

ტომმა თავი იმართლა.

- სისულელეს ნუ მელაპარაკები. შენ იცოდი, რომ ის აქ იყო. მე თქვენ გიჩვენებთ!

კასს, ჩვენგან განსხვავებით, ეს ყველაფერი სასაცილოდ არ მოეჩვენა.

ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მას არ შეეძლო საკუთარი ემოციების შეკავება. კასი მაგარი იყო. მას შურისძიება წყუროდა. როი კოენი, კარდინალი სპილმანი - ეს ტიპები სიზმარშიც კი არ ასვენებდნენ. ედგარ გუვერი? "დიდი სიამოვნებით დავაჭედებდი ტყვიას შუბლში. აი, ამას იმსახურებს ის". კასი მუდმივად ლაპარაკობდა ვინმეს მოკვლაზე, არადა, ზოგიერთი ამათგან, უკვე ისედაც მკვდარი იყო. ვერ იტანდა მათ. ერთხელ, რაღაც კარგი ვთქვი ლარი ჰოლმსზე და კასი გაცოფდა:

- რა გაქვს მხედველობაში? ის უბრალოდ არარაობაა. შენ ის ნაწილებად უნდა დაბდღვნა! ჩვენი ამოცანაა - მისი განადგურება და მისთვის ტიტულის წართმევა. ის არარაობაა შენთან შედარებით!

ხანდახან, კასი იღრინებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ტელევიზორის ეკრანზე ჩნდებოდნენ. ვერასოდეს იფიქრებდით - თუ ასეთი განრისხება შეეძლო. თუ მისი მონა არ იყავი, მაშინ შენს მიმართ ზიზღს გრძნობდა. ის ყოველთვის იყო კონფრონტაციის მდგომარეობაში. დღის დიდი ნაწილი ბუზღუნებდა: "ეს ნაბიჭვარი. ვერ ვიჯერებ, რომ ამ ბიჭმა ეს ჩაიდინა..."

საცოდავი კამილა ამბობდა: "კას, დამშვიდდი. არტერიალური წნევა ძალიან აგეწია".

კასი "რკინის ხელით" მართავდა ამ სახლს, მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობდა, რომ სინამდვილეში, ეს კამილას სახლი იყო. კასს ფული საერთოდ არ ჰქონდა. ის რეალურად არასოდეს ზრუნავდა ფულისთვის, ის მას არიგებდა. კამილას სახლის გაყიდვა სურდა, რადგან ძალიან ძვირი უჯდებოდა მისი შენახვა, მაგრამ კასი ახერხებდა მის გადარწმუნებას. მან აღუთქვა ცოლს, რომ კარგი მოკრივეების ჯგუფი შეკრიბა და საქმეებიც აეწყობა. ის უკვე იმედს კარგავდა და სწორედ ამ დროს გამოვჩნდი მე.

მეეჭვება კასს ეფიქრა, რომ უახლოესი ათასი წლის განმავლობაში, ის კიდევ ერთ ჩემპიონს მიიღებდა, თუმცა იმედოვნებდა ამას. მასთან, ძირითადად, უკვე ჩამოყალიბებული მოკრივეები იყვნენ, რომლებსაც სურდათ გოგონებისგან და ქალაქის ცდუნებებისგან თავის დაღწევა. გარდა ამისა, იმ დროს არავის მოსწონდა კასის საკრივო სტილი. ყველას ეგონა, რომ ის დაბერდა.

და შემდეგ გამოვჩნდი მე. არაფერი ვიცოდი, სუფთა ფურცელი ვიყავი. კასი ბედნიერი იყო. არ მესმოდა, რატომ იყო ეს თეთრი ადამიანი ასეთი ბედნიერი ჩემთან. ის მიყურებდა და უბრალოდ, ისტერიულად იცინოდა. შემდეგ ტელეფონზე რეკავდა და სრული აღფრთოვანებით დაპარაკობდა:

- მეხი მეორედ დამეცა! მე მყავს კიდევ ერთი ჩემპიონი მძიმე წონაში!

არადა, ცხოვრებაში სამოყვარულო კრივშიც კი არ მიჩხუბია. არ ვიცი როგორ, მაგრამ მან რაღაცნაირად დაინახა ჩემში ის, რაც საჭირო იყო.

III თავი

არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სამოყვარულო ბრძოლა. ის ბრონქსში პატარა დარბაზში გაიმართა, რომელიც კასის ყოფილ მოკრივეს ნელსონ კუევასს ეკუთვნოდა. დარბაზი იმ შენობის მეორე სართულზე იყო, რომლის გვერდზე მეტროს ხაზი გადიოდა. ეს ხაზი იმდენად ახლოს იყო, რომ თუ ფანჯრიდან ხელს გაყოფდი, შეგეძლო მატარებლისთვის ხელით შეხება. ასეთ საკრივო შეხვედრებს "მოსაწევს " უწოდებდნენ, რადგან ჰაერი ისე იყო გაჟღენთილი სიგარეტის ბოლით, რომ რთული იყო რინგზე შენი მოწინააღმდეგის გარჩევა.

"კურილკები" არასანქცირებული ბრძოლები იყო, ასე რომ, უკანონობასთან გვქონდა საქმე. იქ არ იყვნენ ექიმები, არ იყო სასწრაფო დახმარების მანქანა. თუ ბრბოს შენი გამოსვლა არ მოსწონდა, მაყურებელი არ გისტვენდა, უბრალოდ, ერთმანეთში ჩხუბს იწყებდნენ და ამით გიჩვენებდნენ, როგორ კეთდებოდა ეს. ყველა, ვინც იქ მოდიოდა, უნაკლოდ იყო გამოწყობილი - იმის მიუხედავად, განგსტერები იყვნენ ისინი თუ ნარკოტიკებით მოვაჭრეები. და ყველანი ფსონს ჩადიოდნენ ბრძოლებზე. მახსოვს, ერთ ბიჭს ვკითხე: "თუ მოვიგებ, სოსისს მიყიდი?" ის ვინც შენზე ფსონს ჩადიოდა და მოიგებდი, ჩვეულებრივ, შენთვის საკვებს ყიდულობდა.

უშუალოდ ბრძოლის წინ, ისეთი შეშინებული ვიყავი, რომ კინაღამ გავიქეცი. მახსოვდა მთელი ეს მომზადება, რომელიც კასთან ერთად გავიარე. ყველა სპარინგის გავლის მიუხედავად, მაინც არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული იმისთვის, რომ ვინმეს რინგზე შევხვედრილიყავი. ხომ შეიძლება ცუდად გამოვიდე და წავაგო? მილიონჯერ მიჩხუბია ბრუკლინის ქუჩებში, მაგრამ აქ სულ სხვა გრძნობა იყო. შენ არ იცნობ, ვისთანაც მოგიწევს ჩხუბი. შენ მასთან ურთიერთობა არ გქონია.

ჩემს მწვრთნელთან ტედი ატლასთან ერთად ვიყავი. ვუთხარი, რომ წუთით მაღაზიაში შევიდოდი. ძირს ჩავედი და მეტროში ჩამავალი კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. რაღაც მომენტში გავიფიქრე, რომ შემეძლო უბრალოდ მატარებელში ჩავმჯდრიყავი და ბრაუნსვილში დავბრუნებულიყავი. მაგრამ შემდეგ გამახსენდა კასის დარიგებები, მოვდუნდი, ჩემში სიამაყის გრძნობამ გაიღვიძა, ავდექი და დარბაზში დავბრუნდი. იქ დიდი ხმაური იყო. ვეჩხუბებოდი მოზრდილ პუერტორიკოელ ბიჭს, რომელსაც "აფროს" სტილში დიდი ვარცხნილობა ჰქონდა. ის 18 წლის იყო - ჩემზე ოთხი წლით უფროსი.

ჩვენ დაძაბული ბრძოლა გვქონდა ორი რაუნდი, მესამეში ბაგირებზე მივაგდე და შემდეგ ისეთი ძალით დავარტყი, რომ პირიდან კბილების დამცავი გამოუვარდა და მაყურებლებში მეექვსე რიგში გადავარდა. ის გაითიშა.

ტრანსში ჩავარდი. ეს იყო სიყვარული პირველი ბრძოლიდან. არ ვიცოდი, როგორ ამეღნიშნა ჩემი ტრიუმფი, ამიტომ მეტოქესთან მივედი, წაქცეულს ხელები მაღლა ავწიე და რინგზე გართხმულ ნაბიჭვარზე ფეხებით ავედი.

- ჯანდაბა, ეშმაკმა დალახვროს! რას აკეთებ, რატომ დააბიჯები ფეხი ბიჭს? - დამიყვირა რეფერიმ.

კასი კატსკილში ტელეფონით ანგარიშს ელოდა. ტედიმ დაურეკა და ყველაფერზე მოუყვა. კასი ისე აღელვებული იყო, რომ მისი მეგობარი ლუის ენრიკე, რომელიც ქალაქში მის ნაცვლად გამოგვყვეს, მომდევნო დილას იძულებული იყო ჩემს ბრძოლაზე ხელმეორედ მოეყოლა.

"მოსაწევში" ყოველ კვირას ვბრუნდებოდი. მიდიოდი გასახდელში. ისე სავსე იყო ბიჭებით, რომლებიც ერთმანეთს აკვირდებოდნენ. ატყობინებდი შენ წონას, აგრეთვე რამდენი ბრძოლა გქონდა ჩატარებული. ჩვეულებრივ, ვეუბნებოდი, რომ 14 წელს ვიყავი გადაცილებული. იქ ბევრნი არ იყვნენ 90 კილოგრამზე მეტი წონის 14 წლის ბიჭები, ამიტომაც, ჩემზე უფროს ბიჭებს ვეჩხუბებოდი.

ეს "მოსაწვევები" ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა ბიჭებისთვის. ამ ბრძოლებს ასე ვაფასებდი: დავიბადე ჯოჯოხეთში, და ყოველ ჯერზე, როცა ბრძოლას ვიგებდი, იქიდან გამოსასვლელად ნაბიჯს ვდგამდი. სხვა მოკრივეებს, სავარაუდოდ, არ ჰქონდათ ასეთი საშინელი წარსული; მე რომ ეს "მოსაწევები" არ მქონოდა, ცხადია, სარწყავ არხში მიპოვნიდით.

ერთხელ, ტედიმაც მიიღო მონაწილეობა ამ ბრძოლებში. საღამოს, ნელსონის დარბაზში ვიყავით და ერთმა ბიჭმა ტედის ხელი უბიძგა. ტედიმ სახეში დაარტყა და ნელსონი იძულებული გახდა ჩარეულიყო. მან ერთ-ერთ პრიზს - მოკრივის ქანდაკებას მარმარილოს სადგამით ხელი დასტაცა. და იმ ბიჭს თავში დაუშინა. პოლიცია რომ მოსულიყო, მათ სრული საფუძველი ექნებოდათ ბრალი წარედგინათ მკვლელობის მცდელობაში. ტედი ყოველთვის ჩხუბისთავი იყო. არ ვიცი, მე მიცავდა თუ სხვა ბიჭებს შურდათ, რომ მას საუკეთესო მოკრივე ჰყავდა, მაგრამ ის არ იყო საკმარისად გონიერი იმისთვის, რომ კამათში უკან დაეხია. ერთხელ ოჰაიოში ვიყავით და ტედიმ იქ სხვა მწვრთნელებთან იჩხუბა.

ჩვენ ჩრდილო-აღმოსავლეთით "მოსაწევში" გავემგზავრეთ. იქამდე, სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, კასი მოგვიახლოვდა.

- რამდენიმე ჩემი მეგობარი დააკვირდება ბრძოლებს. ტელეფონთან დაგელოდებით. იმედია, როცა დამირეკავენ, აღფრთოვანებით ილაპარაკებენ შენზე, - თქვა მან.

ამის დავიწყება არ შემეძლო. "აღფრთოვანებით ილაპარაკებენ". მიღებული აღმაფრენა მთელი ექვსი საათი მგზავრობის განმავლობაში გამყვა. ერთი სული მქონდა, როდის მოვხვდებოდი რინგზე და დავიწყებდი ამ ნაბიჭვრების ცემას. ერთი ბიჭი ბრძოლაზე ცოლით და პატარა ბავშვით მოვიდა. საშინელ დღეში ჩავადგე.

კასი ჩემს რიგით მეხუთე ბრძოლას დაესწრო - სკენტონის "მოსაწევში". ვეჩხუბებოდი ბიჭს, რომელსაც ბილი ო'რურკი ერქვა. ის სკენტონის ახალგაზრდული კათოლიკური ცენტრიდან იყო. 17 წლის გახლდათ და მეც გამოვაცხადე, რომ ამავე ასაკის ვიყავი, რადგან ეს სამოყვარულო ბრძოლა იყო. ბრძოლის წინ, კასი ო'რურკს მიუახლოვდა.

- ჩემი მოკრივე - უბრალოდ მკვლელია, - თქვა მან. - არ მინდა, რომ დაზარალდე.

ეს იყო ჩემი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ბოლო პერიოდში. პირველ რაუნდში რამდენჯერმე ჩავაგდე ნოკდაუში, მაგრამ ეს არანორმალური და შეშლილი თეთრი ბიჭი ისევ დგებოდა. თან, არა მხოლოდ დგებოდა, არამედ სვინგებსაც ასრულებდა. რამდენჯერაც წავაქციე, იმდენჯერ გააგრძელა ბრძოლა და კარგადაც მირტყამდა.

თუ პირველ რაუნდში ცუდ დღეში ჩავაგდე, მეორე რაუნდში ნამდვილ მუშტი-კრივს დაემსგავსა. ჩვენ სამი რაუნდი უნდა გვეჩხუბა და ტედიმ გადაწყვიტა ბრმა შემთხვევითობას არ მინდობოდა. მხედველობაში მაქვს მსაჯის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება არასამართლიანი ყოფილიყო.

- მისმინე, შენ გაუთავებლად ყბედობ იმაზე, რომ დიადი გახდები. ლაპარაკობ იმ გიჟ მოკრივეებზე და იმაზე, რომ ერთ-ერთი მათგანი გახდები. სწორედ ახლა შესაფერისი დროა. წინ წადი, ჯებები ურტყი და დარტყმები აიცილე.

სკამიდან წამოვხტი, წინ გავარდი და ორჯერ წავაქციე ო'რურკი მესამე რაუნდში. ის სისხლში იყო შეღებილი. ბრძოლის ბოლოს, მან ბაგირებთან მიმიწყვდია, მაგრამ სამი დარტყმით ვუპასუხე - და ის დაეცა. ბრბო გადაირია. ეს იყო იმ საღამოს კულმინაციური მომენტი.

კასი კმაყოფილი დარჩა ჩემი გამოსვლით, მაგრამ მაინც აღნიშნა:

- კიდევ ერთი რაუნდი და ის ბოლო მოგიღებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იცით, ჩემმა შვილმა მათზე რა მითხრა?" - ნატალი პორტმანმა პსჟ-ზე ისაუბრა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

ტედი ატლასი: უაილდერის მწვრთნელი რომ ვიყო, ჩემს თავს გავიგდებდი

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი