დიმიტრი პაიეს აფეთქება
"ვესტ ჰემმა" პირველი საშინაო მატჩი მოიგო. სლავენ ბილიჩის ბიჭებმა "ნიუკასლი" დაჩაგრეს. სტივ მაკლარენის გუნდი ისევ ძალიან უსუსური გახლდათ და 5 ტურის მერე მოუგებლად რჩება, "სანდერლენდისა" და "სტოკისა" არ იყოს.

"ჩაქუჩებს" დიმიტრი პაიემ მოაგებინა, რომელმაც ანგარიში მშვენიერი კომბინაციის მერე ლამაზი დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე დამატებაზე გაიტანა, მას მერე, რაც, ვიქტორ მოზესმა დიდებული სოლო-რეიდის შემდეგ ხარიხას გაარტყა.

"ჩელსიდან" ნათხოვარმა მოზესმა პირველ გოლშიც მიიღომ მონაწილეობა, რამდენჯერმე საუცხოო ფინტი შემოგვთავაზა და მართალია, თავად ვერ გაიტანა, მაგრამ არაერთამა ავტორიტეტულმა გამოცემამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ მოზესი დაასახელა და არა დუბლის ავტორი პაიე. მნიშვნელოვანი გახლდათ ისიც, რომ მინდორზე რამდენიმე წუთით შევიდა ენდი ქეროლიც, რომელსაც ოვაციებით შეეგებნენ.

"ჩვენ ნამდვილად დავიმსახურეთ ეს 3 ქულა, რადგან თავიდანვე ძალიან კარგად ვთამაშობდით და გოლებიც მშვენიერი გავიტანეთ, თანაც საჭირო დროს. ამაყი ვარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება გხლდათ ბიჭებისთვის, სტადიონზე შეკრებილი ფანები გავახარეთ" - თქვა სლავენ ბილიჩმა.

სტივ მაკლარენი: "ვფიქრობ, ეს ყველასთვის გამოღვიძების მანიშნებელი სიგნალი უნდა იყოს. ცუდად გამოვიყურებოდით და დროა, თამაში გამოვასწოროთ".

"ნიუკასლს" შემდეგი მატჩი "სენტ ჯეიმს პარკზე" "უოტფორდთან" აქვს და ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს თორემ მერე "ჩელსისთან" და "სიტისთან" თამაშებია...

* ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 13 მატჩში (პრემიერლიგასა და ლიგა ერთში) პაიემ 11 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 თავად გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. * "ნიუკასლმა" უკვე მეოთხე შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.

* ჯორდებმა ზედიზედ მე-7 ორშაბათის თამაში წააგეს და უკანასკნელი 4 ისე, რომ ერთი ბურთიც არ გაუტანიათ.

* "კაჭკაჭებს" უკანასკნელ 9 საგარეო პრემიერლიგურ შეხვედრაში მარტო 1 გოლი აქვთ გატანილი და სტუმრად ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 2 ქულა აიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ოფიციალურად: რაფაელ ბენიტესი "ნიუკასლის" მწვრთნელია
გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა
უკრაინის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ბილიჩი დანიშნონ
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
"ვესტ ჰემის" მწვრთნელად დევიდ მოიესს დანიშნავენ?
კრეატივის მეფეები: ევროპის საუკეთესო საგოლე გადაცემების შემქმნელები
"ნიუკასლ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად სტივ მაკლარენი დაინიშნა
"ვესტ ჰემის" მენეჯერი სლავენ ბილიჩი გადააყენეს
"სპორტინგმა" "ვესტ ჰემისგან" ბრაზილიელი შემტევი შეიძინა
ტრანსფერ ONLINE: ფული დააბრუნე, ბიჭო! 30 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
პრემიერლიგა. III ტურის წინ: უეინ რუნის დიდი იმედები
"სტოკის" გაწვრთნას სლავენ ბილიჩს სთავაზობენ
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ზამთრის ტოპ-ტრანსფერები: ჩინური თვე ფრანგული არომატით
სტივ მაკლარენი: "ლივერპულმა" კოუტინიოს შემცვლელად ალექსის სანჩესი უნდა შეიძინოს
სერბთა ალექსანდრე დიდი - ალექსანდრ მიტროვიჩი "ნიუკასლში" ითამაშებს
დიმიტრი პაიეს ლონდონის "ვესტ ჰემში" დაბრუნება სურს
მოიესმა შვიდთვიანი კონტრაქტი, ხოლო ბილიჩმა 2 მილიონი მიიღო
რატომ არ ენდობიან ინგლისურ პრემიერლიგაში ინგლისელ მწვრთნელებს?
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ვესტ ბრომვიჩმა" სლავენ ბილიჩი გადააყენა
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია