"ოქროს ბიჭები" უეფას ვერდიქტს ელიან
17 სექტემბერს, მალტაზე მიმდინარე უეფას კონგრესი კოსოვოს საკუთარ რიგებში მიღების საკითხს განიხილავს. როგორც წერენ, დიდი ალბათობით, ევროპულ საფეხბურთო ოჯახს ახალი წევრი შეემატება. ალბათ უპრიანია, ახლოს გავიცნოთ კოსოვოს ნაკრები. მითუმეტეს, ის არ არის ისეთი სუსტი, როგორებიც ხშირად არიან ახალბედები.

ისტორია

კოსოვოელები იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ცდილობენ საერთაშორისო საფეხბურთო აღიარების მოპოვებას, მაგრამ ბოლო დრომდე, ანუ იქამდე, სანამ ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ქვეყნების უმეტესობამ არ აღიარა, არაფერი გამოუვიდათ.

2012 წელს კოსოვური წარმოშობის რამდენიმე ალბანელმა ფეხბურთელმა, რომლებმაც არაერთი მატჩი ჩაატარეს შვეიცარიისა და ალბანეთის ნაკრებებში, სპეციალური წერილი მისწერეს ფიფას პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს. ისინი სთხოვდნენ მსოფლიოს ფეხბურთის პირველკაცს, კოსოვო ფიფას წევრად მიეღოთ.

ესენი იყვნენ ლორიკ კანა, ჯერდან შაჩირი, გრანიტ ჯაკა და ვალონ ბეჰრამი. თითოეულ მათგანს გარკვეული ავტორიტეტი ჰქონდა საერთაშორისო მასშტაბით მოპოვებული.

ბლატერმა იმ მომენტში ბოლომდე ვერ გარისკა, მაგრამ კოსოვოს ნაკრებს საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება კი მისცა. 2014 წლის 5 მარტს კოსოვო დაუპირისპირდა ჰაიტის უპირველეს გუნდს და ეს იყო ფიფას მიერ აღიარებული პირველი ოფიციალური შეხვედრა. ფრე - 0:0.

ამის შემდეგ კოსოვომ 1:5 წააგო თურქეთთან, 1:3 დათმო შეხვედრა სენეგალთან და ბოლოს ისტორიულ გამარჯვებასაც მიაღწია.

2014 წლის 7 სექტემბერი კოსოვოს ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ამ დღეს გუნდმა ქვეყნის დედაქალაქ პრიშტინაში უმასპინძლა ომანს და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა მოწინააღმდეგე. ერთადერთი გოლი კოსოვოელთა შემადგენლობაში ბუნიაკუმ გაიტანა.

ცნობისათვის, პირველი, არაოფიციალური მატჩი კოსოვოს ნაკრებმა ჯერ კიდევ 1993 წელს გამართა მოძმე ალბანეთთან, მაგრამ შეხვედრა ფიფას მიერ არ იყო აღიარებული. ის მატჩი ალბანელებმა 3:1 მოიგეს.

ლიდერები

კოსოვოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, კირკიტა ქომაგს აუცილებლად რომ ეცოდინება. მაგალითად, კოსოვოელთა ძირითადი გოლკიპერია სამირ უიკანი, ვისაც არაერთი მატჩი ჩაუტარებია ალბანეთის უპირველესი გუნდის შემადგენლობაში. სხვათა შორის, უიკანის თბილისშიც აქვს ნათამაშები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ის ახლა იტალიური "ჯენოას" კარს დარაჯობს.

დაცვაში გამოირჩევიან ფანოლ პერდედაი (ფრანკფურტი), ლორეტ სადიკუ (მერსინი), ილირ ბერიშა (გეფლე) და ბაირამ იაშკანიცა (სკენდერბეუ).

სპეციალისტთა აღიარებით, კოსოვოს ნაკრების ყველაზე ძლიერი რგოლი ნახევარდაცვაა. აქ გამოირჩევიან გუნდის კაპიტანი ანელ რასკაი (სანდნესი), ენის ალუში (ზანკტ პაული), იმრან ბუნიაკუ (გრასჰოპერსი), ბერსანტ ცელინა (მანჩესტერ სიტი, სარეზერვო გუნდი), ბესარ ჰალიმი (ფრანკფურტი), ვალმირ სულეიმანი (ბერლინ უნიონი), მარგიმ ბრაჰიმი (ვოლენი), ჰაკურან კრეიზუ (ლუცერნი), მილოტ რაშიცა (ვიტესი).

თავდასხმის ხაზის ლიდერია ალბერტ ბუნიაკუ (სენტ გალენი). შეტევაში ასევე სიტყვა ეთქმით ფლამურ კასტრატის (სტრომგოდსეტი), ელტონ ფეიზულაჰუს (ბეიჯინგ გუონი), ელბასან რაშანის (ბრონდბიუ) და დონის ადვიაის (შტურმი)

პერსპექტივა

კოსოვოს ფეხბურთის მესვეურები არ აპირებენ მათ ხელთ არსებული კადრებით დაკმაყოფილებას. როგორც კი უეფა კოსოვოს მიიღებს თავის რიგებში, მათ განზრახული აქვთ, ისტორიული სამშობლოს სახელით თამაში შესთავაზონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (ძირითადად - შვეიცარიაში) მოთამაშე კოსოვოელ ფეხბურთელებს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ შემთხვევაში კოსოვოს ნაკრების ძალა მნიშვნელოვნად მოიმატებს....

მწვრთნელი

ალბერტ ბუნიაკი კოსოვოს ნაკრების რიგით მეხუთე მთავარი მწვრთნელია. მის მოსვლამდე "ოქროს ბიჭებს" (კოსოვოს ნაკრების მეტსახელია) წვრთნიდნენ აიეტ შოშოლი, მუარემ საიტი, ედმონდ რუგოვა და კუიტიმ შალა.

ალბერტ ბუნიაკი 1971 წელს, კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში დაიბადა. ის 38 წლის იყო, როცა ეროვნული გუნდი ჩაიბარა და იქაური ფეხბურთის ისტორიაში ქვეყნის მთავარი გუნდის უმრწმესი დამრიგებელი გახდა.

მას შვედეთის მოქალაქეობაც აქვს. კოსოვოს ნაკრებში გამწვრთნელებამდე ბუნიაკი შვედური "კალმარის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ნაკრები მატჩებს ძირითადად ორ სპორტულ არენაზე მართავს - პრიშტინას მუნიციპალურ სტადიონზე (ტევადობა - 16 000) და ადემ იაშარის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, რომელიც 18 200 ქომაგს იტევს.

გუნდი ამჟამად "ნაიკის" ეკიპირებით თამაშობს. საშინაო ფერები ლურჯია, საგარეო - თეთრი ლურჯი ზოლებით. გუნდის საუკეთესო ბომბარდირია ალბერტ ბუნიაკუ. ყველაზე მეტი შეხვედრაკი ამ ეტაპზე კრისტიან ნუშიმ ჩაატარა (5).

კოსოვო 2018 მუნდიალზე?

... კოსოვოელები უეფას ვერდიქტს დიდი იმედით ელიან. ეს იმის მოუხედავად, რომ მიშელ პლატინიმ არცთუ დიდი ხნის წინ თქვა - კოსოვოს, ალბათ, 2016 წელს მივიღებთო.

17-ში შესაძლოა, ყინული მართლა დაიძრას, თუმცა სრულუფლებიანი წევრი კოსოვო უეფას მარტის კონგრესზე ადრე ვერ გახდება. ამის მიუხედავად კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან ეროლ სალიჰუს დიდი იმედი აქვს, რომ მისი ქვეყანა მალე ფიფას წევრიც გახდება და მეტიც - 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშებს!

მართალია, ჯგუფები უკვე დაკომპლექტებულია, მაგრამ სალიჰუს ეიმედება, რომ ფიფა 2 ხუთგუნდიანი ჯგუფიდან ერთ-ერთში გაანაწილებს კოსოვოს ნაკრებს. ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

n
ღმერთმა არ ქნას რომ მიიღონ უარესად წაახალისებენ სეპარატისტულ რეგიონებს
ვინც არ იცის
ადნან იანუზაი არის კოსოვოელი და თუ კოსოვოს დაუშვებენ და მისი სურვილცი იქნება შეუძლია ბელგიის ნაცვლად კოსოსვოს სახელით ითამაშოს. 2018 წლის კენჭისყრა კი იყო მაგრამ ტექსტში წერია რისი იმედი აქვთ კოსოვოლებეს, ანუ 5 გუნდიანში დაგვამატონო. მე არა მგონია დაამატონ
ჩიკო
საქარტველოზე კაი სასტავი კი ყავს
7777
რა 2018 წლის მუნდიალი, კენჭისყრა უკვე იყო შესარჩევის

ჩემ კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ? რა არ მოგწონთ ტექსტში?

სურათზე ცენტრში იანუზაი რატომ არის? რაიმე შეხება აქვს კოსოვოსთან? როგორც ვიცი ბელგიის ნაკრები აირჩია და იქ ითამაშებს. (ინგლისშიც შეეძლო)
აღიარებაც ასეთი უნდა - კაპაძე 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელთა ათეულშია
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
იტალია. სერია A. XXVI ტური: "იუვემ" "სან სიროც" დაიპყრო [VIDEO]
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
მილანის "ინტერში" ჯერდან შაჩირი ზედმეტია
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"ლივერპული" ჯერდან შაჩირის სანაცვლოდ 10 მილიონ ფუნტს გადაიხდის
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 27 ივლისი
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
იტალიის თასი. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა იძალეს
როდესაც ტრენდის გუნდთან გაიგივება არ უნდათ - ხვიჩა სასტუმროში გადავიდა
როდესაც ტრენდის გუნდთან გაიგივება არ უნდათ - ხვიჩა სასტუმროში გადავიდა
დრიბლინგი: უკვდავი ფრანჩესკო და რუმენიგესავით შაჩირი
ომი და ფეხბურთი - ვალონ ბეჰრამის სევდიანი ტატუ
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 7 ივლისი
"ოსიმენი და კვარაცხელია "ნაპოლიდან" უნდა წავიდნენ" - განაცხადა გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა
საჩივარი არ დაკმაყოფილდა - რუსები საერთაშორისო ტურნირებიდან კვლავ მოკვეთილები იქნებიან