მცირე კრიზისი "მესტალიაზე", "ატლეტიკო" კი იგებს
19 სექტემბერს ესპანეთის ლა ლიგის IV ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" "გრანადა" მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა - 1:0. გამარჯვების გოლი ქარიმ ბენზემას ანგარიშზეა, რომელმაც ისკოს პასით გაიტანა.

კეილორ ნავასმა პირველი ოთხი სასტარტო ტური კარი მშრალად შეინახა, მან "რეალის" ძველი მეკარის, მიგელ ანხელის რეკორდი გაიმეორა (1975 წ).

რაფა ბენიტესი (რეალი): "ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, ძალიან ორგანიზებული გუნდია "გრანადა", რომელიც კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს. ჩვენ კი ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ".

ხოსე რამონ სანდოვალი (გრანადა): "მე მხოლოდ მოგება მაკმაყოფილებს. არავის სჯეროდა ჩვენი, "რეალიც" ზემოდან გვიყურებდა, მათ ოფიციალურ საიტზე ბჭობდნენ, გაგვიტანდნენ თუ ვერა ცხრა გოლს. ახლა კი, მარცხის მიუხედავად, ჩემი ბიჭებით ამაყი ვარ".

იხილეთ ვიდეო

"ბეტისთან" "ღამურებმა" ნახევარი თამაში რიცხობრივ უპირატესობაში ჩაატარეს, მაგრამ ამით ნუნუ ესპირიტო სანტუს გუნდმა ხეირი ვერ ნახა - 0:0.

"ეიბართან" მატჩის გმირები არგენტინელი ანხელ კორეა და ფერნანდო ტორესი გახდნენ, მათ ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია, ორივე მოედანზე შეცვლაზე შევიდა, "ატლეტიკომ" კი სტუმრად ისეთივე ანგარიშით მოიგო, როგორც ეს "გალათასარაისთან" შეძლო სტამბოლში - 2:0.

იხილეთ ვიდეო

"ანოეტაზე", თითქოს, ყველაფერი კარგად დაიწყო "რეალ სოსიედადისთვის", როცა იმანოლ აგირეჩემ ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში, მაგრამ ყველაფერი ცუდად დასრულდა, პარაგვაელმა ერნან პერესმა თავურით ლამის დახვრიტა ოიერ ოლასაბალის კარი - 3:2 სტუმარი "ესპანიოლის" სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში საკვანძო ეპიზოდი პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა, როცა მეკარე რულიმ სტუმართა ტალანტი მარკო ასენსიო წააქცია, ბასკებმა პენალტიც მიიღეს და კაცნაკლულნიც დარჩნენ.

მოკლედ, დევიდ მოეიესის თავზე შავმა ღრუბლებმა მოიყარეს თავი.

რეალი-გრანადა 1:0

გოლი: 1:0 ბენზემა (55)

ვალენსია-ბეტისი 0:0

გაძევება: სებალიოსი (48. ბეტისი)

ეიბარი-ატლეტიკო 0:2

გოლები: 0:1 ა. კორეა (62), 0:2 ფ. ტორესი (77)

სოსიედადი-ესპანიოლი 2:3

გოლები: 1:0 აგირეჩე (20), 1:1 მორენო (44-პენ), 1:2 როკო (71), 2:2 ჟონათასი (86), 2:3 ე. პერესი (90)

1. რეალი - 10 ქულა; 2. ატლეტიკო - 9; 3. ბარსელონა - 9; 4. სელტა - 7; 5. ვილიარეალი - 7.

ჰაი დედასა - მბაპეს მშობელი "რეალში" 8 ფეხბურთელზე მეტს გამოიმუშავებს
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ლა ლიგა. XX ტური: "ვილიარეალმა" "რეალის" გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ზიდანი: ვწუხვარ, რომ სანაკრებო მატჩების გამო ფეხბურთელები ვერ დაისვენებენ
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
ლა ლიგა. მე-2 ტური: ასენსიომ "რეალი" "ვალენსიასთან" მარცხს გადაარჩინა
ბაპტისტაო: "რეალის" მადრიდში დამარცხება გვაქვს გადაწყვეტილი
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
ესპანური გამოცემა "ბეტისს" გურამ კაშიას კანდიდატურას სთავაზობს
ლა ლიგა. XXII ტური: "ბარსელონამ" "ატლეტიკო" დაამარცხა [VIDEO]
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
ლა ლიგა. IX ტური: "რეალი" ერთპიროვნული ლიდერია [VIDEO]
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
დანი სებალიოსი - ფეხბურთელი, რომელმაც ხამესი შეიწირა...
"ესპანიოლმა" "რეალი" 2007 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა [VIDEO]
ზინედინ ზიდანი: არ დაგვიმსახურებია წაგება
ჰაი დედასა - მბაპეს მშობელი "რეალში" 8 ფეხბურთელზე მეტს გამოიმუშავებს
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
დიეგო სიმეონე: 20 წაუგებელი მატჩის შემდეგ დამარცხება წინგადადგმული ნაბიჯია
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
ლა ლიგა. XVI ტური: გარი ნევილის "ვალენსიამ" კვლავ ვერ მოიგო
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი