სოხუმის "დინამოს" დირექტორი მამუკა ბიძინაშვილი: "როცა საქმე დაფინანსებაზე მიდგება, სულ პრობლემებია..."
გუშინ, 23 სექტემბერს, თემქაზე მდებარე სპორტკომპლექს "შატილში" II ლიგის მატჩი გაიმართა. ერთი შეხედვით, ეს უმნიშვნელო თამაში იმიტომ გამოვარჩიეთ, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, სოხუმური დერბი გაიმართა - მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონის მესამე ტურში ერთმანეთს სოხუმის "ცხუმი" და სოხუმის "დინამო" შეხვდნენ. "ცხუმმა" 3:1 გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, მატჩს ბევრი მაყურებელი არ ჰყოლია და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, დილის 11 საათზე დაიწყო.

სოხუმის "დინამოს" დირექტორი მამუკა ბიძინაშვილი გვიყვება, რა პრობლემებს აწყდებიან.

"მიხარია, რომ პირველი სოხუმური დერბის მონაწილე გუნდს წარმოვადგენ. მე თბილისელი კაცი გახლავართ, მაგრამ კლუბი იმიტომ აღვადგინე, რომ ამ ისტორიულ სახელს გაფრთხილება სჭირდება. სამწუხაროდ, ამას ბევრი ვერ აფასებს. ყველა ამბობს, რომ დაგვეხმარება, გვერდში დაგვიდგება და ასე შემდეგ... მაგრამ დაფინანსებაზე რომ მიდგება საქმე, სულ პრობლემებია.

არადა, სპორტის საპარლამენტო კომიტეტში წერილი რომ შევიტანეთ, მხარი დაგვიჭირეს - 4 ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი სოხუმის "დინამოს" მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს. მათ გარდა, პარლამენტარები, გია ვოლსკი, ირაკლი ტრიპოლსკი, ლევან ბერძენიშვილი, გიგლა აგულაშვილი, რომელიც მერე მინისტრი გახდა, გვეთანხმებიან, რომ კლუბი უნდა დაფინანსდეს.

იმავე აზრზე არიან ვეტერანი ფეხბურთელები ბარქაია, დათუნაშვილი, ხურცილავა, ჩივაძე, გაბელია, მაჩაიძე, შელია... მათ პრემიერს მისწერეს, რომ წლების წინათ, სოხუმის "დინამო" უმაღლეს ლიგას ომის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო ჩამოშორდა.

იმავე პოზიციაზე არიან ფეხბურთის ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მინისტრთა და უზენაესი საბჭოების ხელმძღვანელები. ლერი ხაბელოვმა ისიც გვითხრა, რომ ოლიმპიური კომიტეტი კლუბის დაფინანსებაში მოკრძალებულ წვლილს შეიტანს.

ყველა ხვდება, რომ სოხუმის "დინამოს" არსებობა პოლიტიკურად აუცილებელია. სპორტის მინისტრს შევხვდებით და იმედია, ჩვენს საკითხს დადებითად გადაწყვეტს", - ამბობს ბიძინაშვილი.

მისი თქმით, სოხუმის "დინამო" მძიმე პირობებში ვარჯიშობს:

"კლუბების უმრავლესობას სახელმწიფო აფინანსებს და არა მგონია, ისტორიული კლუბი ამას არ იმსახურებდეს. ჩვენ კი მაისურების ყიდვა და ვარჯიშიც პრობლემა გაგვიხდა. ახლაც ტრიკოტაჟის სტადიონზე ვვარჯიშობთ, სადაც მეტ-ნაკლებად ნორმალური ვარჯიშიც შეუძლებელია.

გვპირდებიან, რომ დიღომში არასტანდარტულ მოედანზე შეგვიშვებენ და ამაზეც თანახმა ვართ, ოღონდ, ვივარჯიშოთ. მილიონებს კი არ ვითხოვთ - ეკიპირება, ბურთები და სავარჯიშო მოედანი გვინდა.

არადა, სოხუმის "დინამო" 1925 წელს დაარსდა, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ბრენდია და ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
საქმე დაიძრა! - სოხუმის "დინამოს" ტკივილი და იმედები
სოხუმის "დინამო" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშებს
ციხიდან პირდაპირ... ფეხბურთში! "ცხუმმა" ყოფილ პატიმარს კონტრაქტი გაუფორმა
სოხუმის "დინამო" "ლაციოსა" და ცსკა-სთან - კიდევ ერთხელ დაფიქსირებული "აფხაზეთი საქართველოა!"
მზიური (გალი)-ცხუმი (სოხუმი) 0:0 - შეხვედრა წარსულთან
დავით ყიფიანის თასი: "ზესტაფონი" მოგებით დაბრუნდა
საქართველოს მეორე ლიგის მატჩში ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს [VIDEO]
თანადგომით გავიმარჯვებთ! - სოხუმის "დინამო" გვერდში მდგომს ეძებს
სოხუმელი სეპარატისტები ე.წ. მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადებიან [VIDEO]
"ცხუმი" ვალს იბრუნებს - როგორ იქცა ყოფილი მსჯავრდებული გუნდის ლიდერად
სოხუმის "ცხუმი": ტერიტორია არის, პრეზიდენტი სტადიონის აშენებაზე ჯერ ფიქრობს...
სოხუმი არაღიარებული ქვეყნების 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...
საფეხბურთო სკოლა და მოედანი - სოხუმის "ცხუმის" მფლობელის გეგმები