თბილისის მსოფლიოს თასზე დიდი სპორტიდან სახელოვან ქართველ ძიუდოისტებს, ზურაბ ზვიადაურსა და ნესტორ ხერგიანს გააცილებენ
თბილისის მსოფლიოს თასზე დიდი სპორტიდან საზეიმოდ გააცილებენ სახელოვან ქართველ ძიუდოისტებს, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს (90) და ევროპის ორგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან ნესტორ ხერგიანს (60). ამაზე ლაპარაკი დიდი ხნის წინ დაიწყო, ახლანდელი ტურნირის მოახლოების პარალელურად კი კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ საბოლოოდ ამ დღეებში გადაწყდა. მისასალმებელია, რომ საქართველოში ასეთი ტრადიცია მკვიდრდება და სახელოვან სპორტსმენებს საკადრის პატივს მიაგებენ.

ზურაბ ზვიადაური 1981 წლის 2 ივლისს დაიბადა ახმეტაში. ძიუდოში ვარჯიშიც იქ დაიწყო ტარიელ შათირიშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა მერე გუგულა აბრამიშვილთან გადაინაცვლა და პირველ სერიოზულ წარმატებებსაც მასთან მიაღწია. მისმა ტალანტმა ფრთები განსაკუთრებით მას შემდეგ გაშალა, რაც თბილისში, ეროვნული ნაკრების თავკაც შოთა ხაბარელთან გადმოინაცვლა სავარჯიშოდ - სწორედ აქ გახდა დამოუკიდებელი ქართული სპორტის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი (2004 წელი, ათენი), მსოფლიოს ორგზის ვეცხლის მედალოსანი (2001, 2003 წლები), ევროპის მესამე პრიზიორი (2002 წელი), ორჯერ მოიგო ევროპის გუნდური პირველობა (2002, 2003 წლები) და არაერთგზის გაიმარჯვა სხვადასხვა რანგის პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებში, ხოლო სხვა სინჯის მედლებზე არაფერს ვამბობთ.

ტრავმების გამო მან ნაადრევად დაანება თავი დიდ სპორტს - 2009 წელს, როცა 28 წლისა იყო. ეს ოფიციალურად, თორემ ფაქტობრივად, კარგა ხნის დანებებული ჰქონდა - მხოლოდ 2008 წელს ოთხი სხვადასხვა ოპერაცია გაიკეთა გერმანიასა თუ საქართველოში. ის გამორჩეულად კაშკაშა ვარსკვლავია არა მხოლოდ ქართული ძიუდოს, მთლიანად - ქართული სპორტის ისტორიაში. ასეთი ტალანტები იშვიათად იბადებიან, თუმცა ბუნებით არ იყო მშრომელი, აკლდა პროფესიონალიზმი, რამაც მის კარიერასაც დაასვა დაღი. მისი ნიჭის პატრონს ოლიმპიადაც უნდა მოეგო მეორედ და არც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონის გვირგვინი უნდა დარჩენოდა აუხდენელ ოცნებად.

არადა, მსოფლიოს პირველობის ფინალში ორჯერ იჭიდავა - 2001 წელს მიუნხენში 20 წლის ბიჭი წელმტკივანი გავიდა ფრანგ ფრედერიკ დემონფოკონთან საჭიდაოდ და იქ მართლაც განწირული იყო მარცხისთვის, 2003-ში კი ოსაკაში კორეელ ჰე ტაე ჰვანგს დიდი უპირატესობით უგებდა, მაგრამ ლამაზი ჭიდაობის ტრფიალმა მისთვის ჩვეულ შემტევ სტილს არც მაშინ უღალატა და შეტევაში თავდაუზოგავად ჩართულს წამიერი მოდუნება წაგებად დაუჯდა. სპორტიდან წასვლის შემდეგ მან მწვრთნელობა დაიწყო და კვლავაც ქართულ ძიუდოში რჩება.

ნესტორ ხერგიანი 1975 წლის 20 ივლისს დაიბადა მესტიაში. მან სპორტში ვარჯიში სამბოში დაიწყო, რამდენიმე წელიწადში კი ძიუდოში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ანზორ მარგველანი ავარჯიშებდა, მერე - შოთა ხაბარელი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხერგიანმა ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა პირველხარისხოვან შეჯიბრებებში - ევროპის პირველობებზე ორჯერ ოქრო და შვიდჯერ - ბრინჯაო, მსოფლიოზე თითო ვერცხლ-ბრინჯაო, ოლიმპიადაზე კი ერთი ვერცხლი ირგუნა.

12 მედალი ამ რანგის შეჯიბრებებში დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ ათლეტს არ მოუგია. ამას თუ სამბოში მოპოვებულ მედლებსაც დავამატებთ, სია კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოვა.

ის სპორტიდან შარშან წავიდა, როცა ძიუდოს ნაკრების ხელმძღვანელობა შეიცვალა, ახალმა თავკაცმა კი გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. 34 წლის ხერგიანმა კიდევ ერთხელ სცადა ბედი სამბოში და ევროპის ჩემპიონიც გახდა. ევროპული ძიუდოს მწვერვალის დაპყრობის შემდეგ მას მსოფლიოსა და ოლიმპიური მწვერვალების დალაშქვრის შანსიც მიეცა, მაგრამ ხელი მოეცარა - 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე მსოფლიოსა და იმხანად ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტადაჰირო ნომურასთან დამარცხდა, 2007 წელს კი ბრაზილიაში მსოფლიოს ფინალი ჰოლანდიელ რუბენ ჰოუკესთან დათმო.

სპორტიდან წასვლის შემდეგ მან მწვრთნელად დაიწყო მუშაობა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებში და ამჟამადაც იქ აგრძელებს მუშაობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში