"ჰაინეკენის თასსა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" პლეი ოფში გასული 16 გუნდიდან ცხრა საფრანგეთიდანაა
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ტურნირი დასრულდა და პლეი ოფების ჯერი დადგა. მეოთხედფინალურ წყვილებს თუ თვალს გადავავლებთ, ფრანგული კლუბების აშკარა უპირატესობას შევნიშნავთ. "ჰაინეკენის თასსა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" პლეი ოფში გასული 16 გუნდიდან ცხრა საფრანგეთიდანაა.

"ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალში ქართველ მორაგებთა ერთი გუნდი გავიდა. დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" 30 აპრილს ბარსელონაში "კამპ ნოუზე" ''პერპინიანს" დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში, სან სებატიანის "ანოეტაზე" ითამაშებს "ბიარიცი", რომლის მეტოქე "ტულუზი" იქნება.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" მეოთხედფინალში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდია, "ბრივი", "მონპელიე" და "ჰაინეკენის თასის" ჯგუფურ ტურნირში უარეს მეორე ადგილზე გასული "კლერმონი". მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" სტუმრად ეთამაშება "სტად ფრანსეს", დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" შინ მიიღებს ირლანდიურ "მანსტერს", დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" კი სტუმრად მოუწევს "ლა როშელის" წინააღმდეგობის დაძლევა.

ჰაინეკენის თასი

ლენსტერი-ლესტერი, ბიარიცი-ტულუზი, ნორსჰემპთონი-ალსტერი, პერპინიანი-ტულონი.

ემლინ ჩელენჯ კაპი

სტად ფრანსე-მონპელიე, ბრივი-მანსტერი, ლა როშელი-კლერმონი, ჰარლიქვინზი-ვოსფსი

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად