ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველ თავდამსხმელს ნაკრებში გამოძახებისთვის სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით სჭირდება
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ "სპორტბოქსთან" ინტერვიუში ახალწვეულები დაახასიათა და აღნიშნა, რომ გია გრიგალავასა და მათე ვაწაძის დამატების მიუხედავად, საკადრო პრობლემები ბოლომდე არ მოგვარებულა.

"გრიგალავას "მოსკვასა" და "როსტოვში" თამაშით კარგად ვიცნობ. ეს ახალგაზრდა დიდი პოტენციალის მცველია, იცის ფეხბურთი და მისი მეიმედება. რაც შეეხება ვაწაძეს, ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი თბილისის "დინამოდან" გადმოვიდა და მასაც დიდ იმედებს ვუკავშირებ. რა თქმა უნდა, პირველ ტურებში მათეს გაუჭირდება და რუსეთის პრემიერლიგასთან ადაპტაციისთვის გარკვეული დროც დასჭირდება, მაგრამ მას პოტენციალი უდავოდ აქვს.

თუმცა საკადრო პრობლემები ჯერ კიდევ არ მოგვიგვარებია. კონკურენცია განსაკუთრებით საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გვჭირდება, რადგან აქ, ფაქტობრივად, მხოლოდ გოგიტა გოგუა გვყავს", - ამბობს თეთრაძე.

"ვოლგას" მწვრთნელს მათესი კი ეიმედება, მაგრამ, არ არის გამორიცხული, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ნიჟნი ნოვგოროდის კლუბი დროებით დატოვოს და სხვას შეუერთდეს. "ვოლგას" თავდასხმაში არ უჭირს, ვაწაძესთან ერთად, ნიჟნი ნოვგოროდელებმა გამოცდილი ანტონ ხაზოვი და მერსუდინ ახმეტოვიჩიც შეიძინეს, რომელთაც რუსულ პრემიერლიგაში თამაშის გვარიანი გამოცდილება გააჩნიათ. მათ გარდა თეთრაძეს უპირველესად ოთარ მარცვალაძის იმედი აქვს, რომელიც გასულ წელს პირველი დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

როგორც გვითხრეს, მათეს სწორედ ეს აფიქრებს: თეთრაძე მას რუსულ ფეხბურთთან კარგად შეჩვეულ ფორვარდებზე წინ დააყენებს? "ვოლგას" მწვრთნელი ინტერვიუში ამბობს კიდეც, ვაწაძეს თავიდან გაუჭირდება და ადაპტაციისთვის გარკვეულ დრო დასჭირდებაო.

სწორედ ეს "გარკვეული დროა", რომლის გამოც მათე იჯარით სხვა კლუბში თამაშზე ზრუნავს და მართალიც არის - როგორც იქნა, მომჯობინდა, ეროვნულ ნაკრებში იწვევენ და თუ სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, ნაკრებში არ გამოიძახებენ.

რომელია ის კლუბი, სადაც, შესაძლოა, მათე გაანათხოვრონ? საქართველოში, კერძოდ, თბილისის "დინამოში" ვაწაძის დაბრუნება გამორიცხულია. როგორც გვითხრეს, არის შანსი, ქართველი თავდამსხმელი მახაჩყალის "ანჟიში" გაუშვან, რომელსაც წინა ხაზში პრობლემები აქვს.

თუმცა, ვერც იმას დავიჩემებთ, რომ მათემ სწორედ ამის გამო არ ითამაშა "ვოლგას" შემადგენლობაში პირველი საკონტროლო შეხვედრაში "კრასნოდართან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა