ექსპერიმენტები ახლა, შესარჩევის მერე - აღარ
* ნაკრებში მიწვევა მიიღო 19 წლის დებიუტანტმა დელე ალიმ.

* ესტონეთთან თამაშის წინ უეინ რუნის ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის პრიზს გადასცემენ.

* როი ჰოჯსონმა ჯეკ გრილიშისთვის ბრძოლა მოიგო.

ინგლისის ნაკრებს 9 ოქტომბერს, "უემბლიზე" ესტონეთის ნაკრებთან მატჩი ელოდება, ხოლო 12-ში ლიტვას ესტუმრება. როი ჰოჯსონმა გულშემატკივრებს რამდენიმე სიახლე შესთავაზა - მიწვევა მიიღო 19 წლის ნახევარმცველმა დელე ალიმ, რომელიც "ტოტენჰემის" შემადგენლობაში დამკვიდრდა და მშვენივრად გამოიყურება.

გარი ლინეკერმა ცოტა ხნის წინათ ისიც კი ივარაუდა, რომ დელე ალი ევრო 2016-ის განაცხადში მოხვდება - ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვსო. საფრანგეთში თამაში ინგლისს გარანტირებული აქვს და ამიტომ ექსპერიმენტების დრო და საშუალება იქნება.

თუმცა როი ჰოჯსონი ამბობს, რომ ფინალურ ეტაპზე თამაშის განაღდება კარგია, მაგრამ დარჩენილ შეხვედრებსა და მომავალ ამხანაგურებს სრული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, რადგან კარგად მომზადებაა საჭიროო. ამავდროულად, ის არ უარყოფს, რომ მცირე ექსპერიმენტებს ადგილი ექნება.

განსაკუთრებული სიახლეები და სიურპრიზები არ არის დაცვის ხაზსა და მეკარეებს შორის. ჯო ჰარტი პირველ ნომრობას კი ინარჩუნებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, ჰოჯსონმა ბატლენდი ათამაშოს, რომელიც "სტოკის" რიგებში ძალიან კარგია. ბენ ფოსტერისა და ფრეიზერ ფორსტერის კოჭლობისას მესამე გოლკიპერის კვოტას ისევ "ბარნლის" კარის დარაჯი ტომ ჰიტონი ავსებს და იგი კვლავაც ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ნაკრებში ქვედა ლიგას, ჩემპიონშიპს წარმოადგენს.

გამორიცხული არ იყო, ჩემპიონშიპიდან ჩარლი ოსტინიც გვეხილა, რომელიც გოლეადორული თვისებების გამოვლენას აგრძელებს და მართალია, "ქუინზ პარკ რეინჯერსი" გადასარევად ვერ გამოიყურება, მაგრამ ის 10 მატჩიდან 7 გოლით ლიგის თანაბომბარდირია. ქპრ-ს სულ 18 ბურთი აქვს გატანილი და აქედან 7 მასზე მოდის (პლუს 1 საგოლე გადაცემა). თუმცა ჰოჯსონმა გადაწყვიტა, რომ ოსტინის ადგილი გუნდში ისევ არ არის.

ველით რუნის ტრიუმფს

ნაკრებს დაუბრუნდნენ "საუთჰემპტონის" რაიან ბერტრანი, "მანჩესტერის" ფილ ჯონსი და "ლივერპულის" ადამ ლალანა. ისინი დაშავებულნი იყვნენ და ამის გამო სექტემბერში სან მარინოსთან და შვეიცარიასთან შეხვედრები გამოტოვეს.

ტრავმა მოიშუშა დანიელ სტარიჯმაც და "ასტონ ვილას" ორი მშვენიერი გოლიც გაუტანა, მაგრამ ჰოჯსონმა გადაწყვიტა, მისთვის ამ ეტაპზე არ დაეძახა და ძალების ბოლომდე აღდგენისა და მწყობრში მშვიდად ჩადგომის საშუალება მიეცა. როგორც ჩანს, ინგლისელთა მწვრთნელს და "ლივერპულის" მხარეს შეეშინდათ, რომ ისედაც ტრავმებისკენ მიდრეკილ თავდამსხმელს რეალურად არაფრისმომცემ თამაშებში მორიგი ტრავმა არ მიეღო.

კიდევ აღსანიშნავია ჯონჯო შელვის კვლავ გამოძახება. "სუონსის" ნახევარმცველმა თავისი ადგილი იმისდა მიუხედავად შეინარჩუნა, რომ იგი და მისი გუნდი ისეთი შთამბეჭდავები ბოლო ტურებში ვეღარ იყვნენ, როგორც სეზონის სტარტზე. ყველაფერ "სიკეთესთან" ერთად, შელვი ფეხს იტკიებს.

ვთქვათ ისიც, რომ ესტონეთთან მატჩის წინ "უემბლიზე" პატარა ცერემონია იქნება, რომლის არსი და მიზანი უეინ რუნის დაჯილდოებაა. კარგად იცით, რომ "შრეკს" უკვე 50 გოლი მოუგროვდა და ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში თვით სერ ბობი ჩარლტონს (49 გოლი) გადაასწრო.

სტოუნსის დანაკლისი

მაჟორული ნოტიდან იმაზე გადავინაცვლოთ, რომ პრობლემებიც არის. ინგლისელთა ერთ-ერთმა ამომავალმა ვარსკვლავმა, 21 წლის ჯონ სტოუნსმა, მოგეხსენებათ, მუხლის ტრავმა მიიღო და ნაკრების მომავალ ორ მატჩს გამოტოვებს. "ევერტონს" ეიმედება, რომ ის პრემიერლიგის მომავალი ტურისთვის მზად იქნება. სათუო გახდა იმავე რუნისა და პირველად გამოძახებული დენი ინგსის თამაშიც.

"ბარნლის" ყოფილ ფორვარდს "ლივერპულის" რიგებში კარგად ათამაშება დაუფასდა და იმედი აქვს, რომ მიკროტრავმა ხელს არ შეუშლის. ჰოჯსონმა ნაკრებში "ტოტენჰემის" ორ ფეხბურთელს უხმო - მცველ კაილ უოკერს და დაზღვევისთვის, შემტევ ნახევარმცველ ანდროს თაუნსენდს.

გრილიშის ბრძოლა მოგებულია

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჯეკ გრილიში. "ასტონ ვილას" ნახევარმცველმა, რომელიც 10 სექტემბერს 20 წლის გახდა, საბოლოოდ ინგლისის ნაკრები აირჩია. იგი ბირმინგემში დაბადებულ-გაზრდილია, მაგრამ წარმოშობით ირლანდიელია და ამ ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

ირლანდიამ მას ივნისში ინგლისთან ამხანაგური შეხვედრისთვის ძირითად გუნდში დაუძახა, მაგრამ გრილიშმა და მისმა ოჯახმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვეს, მოსაფიქრებლად დრო გვჭირდებაო, ირლანდიელებს კი ჰქონდათ იმედი, რომ ჯეკი ისტორიულ სამშობლოს აირჩევდა, მაგრამ გრილიშმა საბოლოო ჯამში არჩევანი მაინც ინგლისზე შეაჩერა.

ჰოჯსონი, ფანებისა არ იყოს, ამ გადაწყვეტილებამ გაახარა, მაგრამ ინგლისელთა მესაჭეს ფეხბურთელი გაუფრთხილებია - ამ წუთისთვის ადგილი არათუ ძირითად შემადგენლობაში, არამედ არც განაცხადში გექნებაო.

დაბოლოს, არც ქომაგებისთვის და არც ვინმე სხვისთვის დამატებითი განმარტება არ არის საჭირო იმის თაობაზე, თუ რატომ არ არის ფაბიან დელფი. "ვილადან" "სიტიში" გადასული ფეხბურთელი, რომელსაც ჰოჯსონი კარგი თვალით უყურებს და მისდამი სიმპათიითაა განწყობილი, ტრავმირებული გახლდათ, მერე დაბრუნდა და ისევ დაშავდა. ეს "ქალაქელების" შემადგენლობაში დამკვიდრებაში მას ხელს შეუშლის და შესაბამისად, ინგლისის ნაკრებზეც ჯერ ადრეა ლაპარაკი.

ტრიუმფული სვლა

ინგლისელებს თავიანთ ქვეჯგუფში 8 შეხვედრიდან 8 მოგება აქვთ, ბურთების სხვაობით - 26:3. ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიასკოს შემდგომ ინგლისმა 12 შეხვედრა გამართა და აქედან 10 მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა - იტალიასთან და ირლანდიასთან. ამ 12 მატჩიდან 8-ში ნაკრებმა კარი მშრალად შეინახა.

ჰოჯსონის კომენტარები

სტარიჯის შესახებ

"ის ნოემბერში ჩვენთან ერთად უნდა იყოს, ასე რომ, ოქტომბერში არ უნდა შევაწუხოთ. ამ საკითხზე სპეციალური შეკრება გვქონდა და ასე გადავწყვიტეთ. სტარიჯის გარეშე მომავალი ორი შეხვედრის ჩატარება უმტკივნეულოდ შეგვიძლია. სამაგიეროდ, იმედი გვაქვს, რომ ერთი თვის მერე დანიელი სრულად მომჯობინებული და ფორმაში მყოფი დაგვიბრუნდება".

ალის შესახებ

"მას "ტოტენჰემში" დებიუტი აგვისტოში ჰქონდა და ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. ყველანი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. დელე შესანიშნავად გამოიყურება და იგი აშკარად დიდი ტალანტია. საფრანგეთამდე ერთი წელია და ეს კარგი შანსია მის უკეთ გასაცნობად. თავად ფეხბურთელიც გამოცდილებას მიიღებს".

გრილიშის შესახებ

"მართლაც ძალიან გახარებული ვარ, რომ ჯეკმა მომავალი ინგლისის ნაკრებს დაუკავშირა. ვფიქრობ, მას აქვს იმის შნო და პოტენციალი, რომ ინგლისის ნაკრებში დამკვიდრდეს, მაგრამ იქამდე ჯერ დიდი დროა. გრილიშმა საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაოს და კვირიდან კვირამდე ითამაშოს პრემიერლიგაში და "ასტონ ვილას" სარგებელი მოუტანოს. უდავო ტალანტზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს მინდორზე უნდა დამტკიცდეს. მე მას ველაპარაკე და ავუხსენი, გავაფრთხილე, რომ არჩევანს ვუწონებ, ოღონდ გამოძახება გარანტირებული არ ექნება".

ინგსის შესახებ

"დენი ის ფეხბურთელია, რომელსაც თვალი დიდი ხნის წინ დავადგით და წინა სეზონში "ბარნლის" რიგებში მას ყურადღებით ვაკვირდებოდი. თუმცა მისი მოწვევისგან ახალგაზრდული ნაკრების ფაქტორის გამოც ვიკავებდით თავს. ახლა კი ის ჩვენთან ერთად არის, თანაც "ლივერპულის" რიგებში სისტემატურად თამაში და გოლების გატანაც დაიწყო. მას ნაკრებში დამკვიდრების შანსი ეძლევა".

მომავალ მატჩებსა და სავარაუდო ექსპერიმენტზე

"ჩემი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა დარჩენილი ორივე შეხვედრა მოვიგოთ, მაგრამ ლიტვასთან მატჩში გარკვეულ ექსპერიმენტებსა და ცვლილებებს ვგეგმავ. ამან შესაძლოა, იმის შანსი შეგვიმციროს, რომ შესარჩევი ციკლი ლამაზად, 10-დან 10 მოგებით დავასრულოთ, მაგრამ მზად ვარ, ეს რისკი გავწიო.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ნოემბერსა და მარტში მსურს, ნაკლები ცვლილება და ცდები ჩავატაროთ და აქცენტი იმ შემადგენლობასა და სისტემებზე გავაკეთოთ, რომლებსაც ივნისში გამოვიყენებთ. ცხადია, ცვლილებები მერეც არ არის გამორიცხული, მაგრამ ბირთვი იგივე უნდა იყოს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების მერე ერთგვარი ექსპერიმენტები ფინალურ ეტაპზე ძვირად დაგვიჯდა და იგივე აღარ უნდა განმეორდეს".

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ჯო ჰარტი (სიტი), ჯეკ ბატლენდი (სტოკი), ტომ ჰიტონი (ბარნლი)

მცველები: გარი კეჰილი (ჩელსი), რაიან ბერტრანი (საუთჰემპტონი), ნათანიელ კლაინი (ლივერპული), კირან გიბსი (არსენალი), ფილ ჯაგიელკა (ევერტონი), ფილ ჯონსი (მანჩესტერი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), კაილ უოკერი (ტოტენჰემი)

ნახევარმცველები: დელე ალი (ტოტენჰემი), მაიკლ კერიკი (მანჩესტერი), როს ბარკლი (ევერტონი), ადამ ლალანა (ლივერპული), ჯეიმს მილნერი (ლივერპული), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი), ჯონჯო შელვი (სუონსი), ანდროს თაუნსენდი (ტოტენჰემი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი)

თავდამსხმელები: დენი ინგსი (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), უეინ რუნი (მანჩესტერი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), თეო უოლკოტი (არსენალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"არსენალი" დიოკერეშის შეძენას აპირებს
პსჟ-ისთან მარცხის შემდეგ "არსენალმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"6 წლის ასაკში ჩემზე სექსუალურად იძალადეს, 7 წლის ასაკში მოწევა დავიწყე, 8 წლის ასაკში კი ..." - დელე ალის ისტორიამ გარი ნევილი შოკში ჩააგდო
დენი ინგსი დევიდ მოიესის ყურადღებით მოიხიბლა
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
"არსენალმა" "ჩელსიდან" სტერლინგი დაიმატა
დელე ალიმ გვარდიოლას შვილთან რომანი გააბა
დევიდ მოიესს დენი ინგსის გადაბირება სურს
რუნი სამწვრთნელო საქმიანობის დაბრუნებასთან ახლოსაა
რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "ევერტონს" სიამოვნებით გავწვრთნიდი
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
ტრანსფერ ONLINE. ჭორები და ტრანსფერები. 8 ივლისი
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.
ბრენდან როჯერსი ბალანსის ძიებაში
დელე ალი მედშემოწმებას "ბეშიქთაშში" გადის
რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან დაითხოვონ
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
მოლაპარაკება არ შედგა - კიეზას და სტერლინგის გაცვლა გამოირიცხა
"იუვენტუსს" რაჰიმ სტერლინგის დამატება სურს - "ჩელსი" ინგლისელის გასაყიდად მზადაა
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
U21. ევროპის ჩემპიონატი: ინგლისი ევროს ჰარი კეინით შეუტევს
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
"არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი - მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
"შესანიშნავი მწვრთნელია" - რუნიმ ტენ ჰაგი დაიცვა
გაბრიელ ჟეზუსის შემდეგ "სიტის" კიდევ ერთი ფორვარდი ტოვებს
დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...
"ჩელსიმ" ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა - ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა
ჯო ჰარტი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდეს
რუნი "პლიმუთს" აღარ გაწვრთნის
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
ფაბრეგასის "კომოს" ზამთარში შესაძლოა, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი შეუერთდეს
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
ლონდონის "ჩელსი" ახალ მეკარეს ეძებს
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
"კრისტალ პალასი" "ლილის" მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის
"მანჩესტერ იუნაიტედი" დენი ინგსს აკვირდება
დელე ალი კარიერას თურქეთში განაგრძობს