ვითიბი ლიგა. რეგულარული სეზონი. IV ტური

უცხო თვალით

"ვითიბი ლიგაზე ჩატარებულ სამ საწყის მატჩში "ვითამ" დიდი სხვაობით წააგო შეჯიბრების ფავორიტებთან, თუმცა მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე მომავალს ოპტიმიზმით უყურებდა. მისი თქმით, ლიდერებთან ბრძოლა მის ახლად შეკრებილ გუნდს ღირებულ გამოცდილებას შესძენდა.

"ნიჟნი ნოვგოროდთან" კარგად გამოჩნდა, რომ ვითიბი ლიგის ქართველი დებიუტანტი ლიგას უშინაურდება და პროგრესირებს".

ბრჭყალებში ჩასმული ეს აბზაცი შეჯიბრების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ნოვგოროდელებთან 22 ქულის სხვაობით წავაგეთ და სერიოზულ პროგრესზე მსჯელობა ჯერ ადრეა, მაგრამ ვინც მატჩს მიადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ ვითელები, თამაშის მიხედვით, გაცილებით დაბალი სხვაობით წაგებას იმსახურებდნენ.

სხვათა შორის, ეს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის უკრაინელმა ლეგიონერმა კონსტანტინ ანიკიენკომაც აღნიშნა.

მესამე პერიოდის შემდეგ ვითელები მეტოქეს 11 ქულით ჩამორჩებოდნენ (63:74). ეს კი ის სხვაობა არ არის, რომლის აღმოფხვრაც 10 წუთში წარმოუდგენელია, თუმცა...

წინადადება მომდევნო ქვეთავში უნდა გავაგრძელოთ.

სამიანები

...თუმცა აინარს ბაგაცკისის გუნდების მეოთხე პერიოდში დაჯაბნა ძალიან რთული საქმეა, რაშიც საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა მატჩებისასაც არაერთხელ დავრწმუნებულვართ და შარშან ევროლიგის შეხვედრებშიც. "ნიჟნი ნოვგოროდი" ხომ ლევან ფაცაციასთან ერთად გასულ სეზონში ევროლიგაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ევროგრანდებს - ტოპ-16-შიც ითამაშა.

ლატვიელი მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს, ხშირი ცვლილებების წყალობით გადამწყვეტი მომენტისთვის "დამრტყმელი ძალა" საღად შემოინახოს. ასე იყო გუშინაც.

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ ნამატჩევს ხაზი გაუსვა ერთ კომპონენტს, რომელშიც მეტოქეს მხოლოდ სამით ჩამოვრჩით - მოხსნები. ნოვგოროდელებმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი 36-ჯერ მოხსნეს, ვითელებმა - 33-ჯერ. ეს სხვაობა, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს.

აი, სამქულიანებში 15:8 უკვე მატჩის გადამწყვეტი შეფარდებაა. "ნიჟნი ნოვგოროდმა" 15 სამიანი გამოიყენა, "ვითამ" - 8. მარტივი არითმეტიკა მოვიშველიოთ: 15-8=7. ახლა ვიანგარიშოთ, რამდენი ქულაა 7 სამიანი - 21. "ვითამ" 22 ქულის სხვაობით წააგო (78:100).

ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ - გადამწყვეტი სწორედ ნოვგოროდელთა მიერ რეალიზებული სამქულიანები აღმოჩნდა.

ქართულ გუნდს დაცვაშიც ეტყობა პროგრესი, მაგრამ სხვა ზონებთან ერთად დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს პერიმეტრს, საიდანაც რუსები 50-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნიდნენ.

საინტერესო სიტუაციაში აღმოვჩნდი მატჩის მსვლელობისას. აქამდე არაერთხელ მაქვს ნანახი ბაბურინის, ხვოსტოვის, ანტონოვის თამაში. ჰოდა, პერიმეტრზე მარტო რომ დარჩებოდნენ, ძალაუნებურად წამოვიძახებდი - კარგად ისვრიან, მათი დატოვება არ შეიძლება-მეთქი. გვერდით მჯდომმა გამოცდილმა სპეციალისტმა ზურაბ სამხარაძემ ერთხელაც ღიმილით მითხრა - რომელი არ ესვრის კარგად?

მართალიცაა, ანტონოვსა და ხვოსტოვს თავი რომ დავანებოთ, მაქსიმ გრიგორიევმა 6 სამქულიანი ჩაგვიგდო. არადა, პერიმეტრიდან მხოლოდ 8-ჯერ სტყორცნა.

ნამატჩევს

პაველ გოოგე ("ვითას" მწვრთნელი):

"აქამდე არაფერი მითქვამს, თუმცა დღეს ნამდვილად გაწბილებული ვარ. არა იმდენად ჩვენ მიერ ნათამაშებ კალათბურთზე, რამდენადაც კალათბურთელთა თვითკონტროლზე.

იყო ეპიზოდები, კარგად გამოვიყურებოდით, მეტოქესაც ძალიან უჭირდა ჩვენთან თამაში, მაგრამ საჩუქრების გამო "ნოვგოროდს" დაწინაურების საშუალებას ვაძლევდით. სიტყვა "საჩუქარში" ვგულისხმობ მეტოქისთვის მიცემულ შანსებს: 31-დან 16 შემთხვევაში ჩვენ მიერ ბოძებული საჩუქრებით რომ იხეირებს, იმ გუნდის დამარცხება ძალიან ძნელია".

აინარს ბაგაცკისი ("ნიჟნი ნოვგოროდის" მწვრთნელი):

"ნამდვილად არ ვნერვიულობდი. მართალია, იყო მომენტები, როცა მატჩის კონტროლი გაგვიჭირდა, მაგრამ ვფიქრობდი გუნდის თამაშის გაუმჯობესებაზე, რადგან წარმატების მომტანი სწორედ ხარისხიანი გარჯაა".

ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი. IV ტური

18 ოქტომბერი. თბილისი, სპორტის სასახლე. 1200 მაყურებელი

ვითა-ნიჟნი ნოვგოროდი 78:100

22:31, 17:19, 24:24, 15:16

ვითა: მაისურაძე, ჩლაიძე (5ქ), ბოქოლიშვილი (2ქ, 5პ), შენგელია (12ქ), კარტერი (18ქ, 7მ), ჰენრი (17ქ, 5მ, 5პ), ანიკიენკო (2ქ), ლიპოვოი (11ქ), ტერნერი (11ქ, 5მ).

ნიჟნი ნოვგოროდი: რადი (26ქ, 6მ, 5პ), გრიგორიევი (23ქ), ბაბურინი, ვიქტოროვი, ილიევი (4ქ), ანტონოვი (14ქ, 5მ), მაჰალბაშიჩი (12ქ, 5მ), ხვოსტოვი (8ქ, 9პ), ბერზინსი (3ქ), სტრებკოვი (6ქ), პოპოვი (4ქ), კირდიაჩკინი.

მსაჯები: ერსან კარტალი (თურქეთი), ევგენი მიხეევი (ყაზახეთი), სტანისლავ კუჩერა (ჩეხეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
კალათბურთის განვითარების პროგრამით სამეგრელომ და აჭარამ ინვენტარის მორიგი შევსება მიიღო
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია: იგორ კოკოშკოვის წასვლა არ გამიხარდება
პაველ გოოგე: სიტუაცია სპორტის სასახლეში სინათლის ჩაქრობამაც დაამძიმა [VIDEO]
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
დღეს სუპერლიგის მომავალი სეზონის "ახალწვეული" გამოვლინდება
[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე
ნიმბურკი-ვითა 111:51 - მიზეზის ძიება რთული არ არის
ვითიბი ლიგის კვირის მოთამაშედ "ვითას" ლეგიონერი დანიელ ბეჟარანო დასახელდა
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
"ვითას" პრეზიდენტი: რაც ჩვენ გადავიტანეთ, ადამიანი ვერ გაუძლებდა
თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს
თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა
ვითა-ავტოდორი 59:111 - სიახლის მოლოდინში
ევრობასკეტი 2015: ლატვია პირველი მეოთხედფინალისტია
"კაკტუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა, "ვითა" A ლიგაში დარჩა
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ
ვითა-მინსკი 81:80 - წივწივაძემ "ვითას" ისტორიული გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
ბექა წივწივაძე: ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი
ყოველგვარი პროგრესულის მტერია შტამპი - ზურაბ სამხარაძე ბავშვთა კალათბურთზე
"საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ამ შემთხვევაში დავამარცხებთ" - უკრაინელთა მწვრთნელი
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი
ლევან ფაცაცია და "ნიჟნი ნოვგოროდი" კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ
როგორი უნდა იყოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი? [დასასრული]
ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ
ვითა-უნიქსი 76:104 - ლენგფორდის სოლო [VIDEO]
რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი? ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
ვითა-ლოკომოტივი 63:76 - ღონე და გამოცდილება [VIDEO]
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
"ვითას" მწვრთნელი: განაცხადისთვის კალათბურთელებს ძლივს ვაგროვებთ [VIDEO]
"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!
"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!
"ვითას" 19 წლის მცველი ვითიბი ლიგის 5 "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს" შორის მოხვდა