ფინანსური პრობლემების გამო გუნდიდან წასული მთავარი მწვრთნელი ფოთში დაბრუნებას და ვითარების გარკვევას აპირებს
ბესიკ შეროზიამ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის მიწურულს შეწყვიტა, მაგრამ კლუბთან კავშირი არ გაუწყვეტია. სეზონის პირველი ნახევარი ფოთელებმა ზაზა ინიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაამთავრეს და ზამთრის შეკრებაზეც გუნდს დღემდე იგი უძღვება.

ამის მიუხედავად, შეროზიას ძველ თანამდებობაზე დაბრუნება გამორიცხული მაინც არ არის. დღეისთვის იგი შინ, ზუგდიდშია, მაგრამ ხვალ ფოთში ჩასვლასა და კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრას აპირებს, რაც ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი კვლავ შეროზია იქნება.

"დაზუსტებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ალბათ, ამ შემოთავაზებას დავთანხმდები. ყველამ კარგად იცის, რომ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება ერთი წამითაც არ მინდოდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ მაიძულა - დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. ახლა კი მეუბნებიან, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. თუ მართლა ასე მოხდა, უბედნიერესი კაცი ვიქნები და გუნდისთვის ენერგიას არ დავიშურებ. ფოთს ფეხბურთის საუკუნოვანი ტრადიციები აქვს და სირცხვილი იქნება, ამ ქალაქს უმაღლეს ლიგაში ღირსეული წარმომადგენელი არ ჰყავდეს", - გვითხრა შეროზიამ.

ხვალ არა მხოლოდ მისი დაბრუნების საკითხი, სხვა საინტერესო სიახლეებიც გაირკვევა - თუ კლუბის ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა, იმის მიუხედავად, რომ სეზონის განახლებამდე მცირე დროა დარჩენილი, "კოლხეთი" შინ შეკრებასაც გაივლის და ახალი ფეხბურთელებითაც გაძლიერდება.

ბოლო საკონტროლო მატჩი ფოთელებმა ერევნის "ულისთან" ჩაატარეს და 2:2 ითამაშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება