გრენობლის ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი (25 ათასი დოლარი) ქართული ტრიოსთვის წარმატებულად მიმდინარეობს.

გრენობლის ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი (25 ათასი დოლარი) ქართული ტრიოსთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენებურებმა ჯერ საკვალიფიკაციო ბატალიები გადალახეს, შემდეგ კი ძირითადი ბადის პირველი წრეში მოგებებით დაიწყეს.

22 წლის თათია მიქაძემ (292) ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია მოახდინა - მან მე-6 ნომრად განთესილ იტალიელ ანა ფლორისს (165) მოუგო - 7:6 (1), 3:6, 6:3. მერვედფინალში გასვლისთვის თათიამ 8 სარეიტინგო ქულა გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ, წესით, თათიას გრენობლის ტურნირის ძირითად ბადეში არ უნდა ეასპარეზა, რადგან ფინალურ საკვალიფიკაციო წრეში დამარცხდა, თუმცა თამაშის უფლება მან "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით მოიპოვა და რეიტინგში 130 საფეხურით წინ მდგომი ჩოგბურთელიც გამოთიშა.

მიქაძეს არც მაკა ჩახნაშვილი (257) ჩამორჩა, რომელმაც ფრანგ ფლორენს ჰარინგს (878) აჯობა, რომელიც "უაილდ ქარდით" იყო გრენობლში მიწვეული, მაკამ ორ სეტში მოიგო - 6:1, 6:4. სოფიო შაფათავა (281) მასპინძელ ჟული კოინს (203) ეთამაშება.

წყვილთა ბადეში შაფათავასა და მიქაძის წყვილი ვერ გაუმკლავდა კეტი ო'ბრაიენისა (დიდი ბრიტანეთი, 173) და ლიანა-გაბრიელა უნგურის (რუმინეთი, 160) დუეტს - 4:6, 7:6 (8), 12:14.

სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს