ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ექვსი ერის გათამაშებისთვის ემზადება

ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ექვსი ერის გათამაშებისთვის ემზადება. "სკოტები" პირველ შეხვედრას 5 თებერვალს პარიზში გამართავენ საფრანგეთის ნაკრებთან.

"ნარშავების" ინგლისელ თავკაცს ენდი რობინსონს "ლე ბლეს" დამარცხების იმედი აქვს. შოტლანდიელებმა პარიზში უკანასკნელად 12 წლის წინ მოიგეს, იქამდე კი ფრანგთა მიწაზე 42 წელიწადი არ მოეგოთ. ინგლისელი თავკაცის მისვლით შოტლანდიის ნაკრებმა მცირე, მაგრამ პროგრესი მაინც განიცადა.

რობინსონის ბიჭებმა ბოლო ექვს თამაშში ხუთი შეხვედრა მოიგეს. წარმატებების სერია, რომელმაც სათავე შარშანდელი ექვსი ერის გათამაშებაში აიღო და ივნისის ტესტებზე გაგრძელდა, ნოემბერში ახალი ზელანდიის ნაკრებთან მარცხით დასრულდა.

არგენტინის, ირლანდიისა და სამოას ნაკრებებთან მიღწეულმა წარმატებამ ენდის იმედი ჩაუსახა, რომ პარიზში გამარჯვების მიღწევა შეიძლება.

"პირველი თამაში, ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ, ყოველთვის ძნელია. პრობლემა ისაა, რომ მოთამაშეები რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ იკრიბებიან და შეთამაშება, რგოლებს შორის კავშირის აღდგენა უჭირთ. საჭიროა, სასწრაფოდ მოძებნო თამაშის რიტმი, დაალაგო დაცვა, რათა მეტოქის შეტევების მოგერიება შეძლო. ამასთან, შეტევის ორგანიზებაზეც უნდა იფიქრო, რაც არანაკლებ რთულია.

არ ვიცი რა მოხდა ავსტრალიასთან მატჩში, რატომ წააგეს ფრანგებმა ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით (16:59). ამბობენ, რომ "ლე ბლეს" კრიზისი დაეწყო, მაგრამ ეს ასე არ არის. ფრანგებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. არც ის დაგავიწყდეთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა შარშან დიდი სლემი შეასრულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი ვიღონოთ, რათა პარიზში წარმატებას მივაღწიოთ", - თქვა ენდი რობინსონმა.

რობინსონმა შოტლანდიის ნაკრები უმძიმეს პერიოდში ჩაიბარა. მას "ნარშავებში" საკმაოდ მწირი პოტენციალის მოთამაშეები დახვდა. მას შემდეგ, მართალია გუნდი პროგრესს განიცდის, თუმცა ისეთი არაფერი ხდება, რომ სარაგბო სამეცნიერო ლიტერატურა ხელახლა გადაწერონ.

შოტლანდიის ნაკრების ძლიერ მხარედ ისევ რჩება შერკინება. რობინსონმა ძველ, ნაცად მოთამაშეებთან ერთად შედარებით ახალი, სკამაოდ ღონიერი და კარგად განსწავლული მორაგბეები, ჯონ ველში, რობ ჰარლი და ჯეკ ქეთბერი იხმო. სამივე მათგანმა მწვრთნელის სიმპათია ჯერ კიდევ ნოემბრის ტესტებისას დაიმსახურა და დღემდე ინარჩუნებენ ბრწყინვალე სათამაში ფორმას.

რობინსონს გაცილებით მეტი თავსატეხი აქვს უკანა ხაზში. ტრავმების გამო გუნდს დააკლდებიან: გრემ მორისონი, კრის კაზიტერი, ფილ გოდმენი, ალასდაირ დიკინსონი და ჯიმ ჰემილთონი. შოტლანდიელებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნდა ნიკ დე ლუკა.

შოტლანდიელებს ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში "გლაზგოს" მეორეხაზელი ალისტერ კელოკი უკაპიტნებს. ამ 29 წლის მორაგბის მეთაურობით "ნარშავებმა" ივნისის ტესტებისას არგენტინა ტრიუმფით მოიარეს. რობინსონს სჯერა, რომ ტრავმამოშუშებული კელოკი გუნდის ჭეშმარიტი ლიდერია და "სკოტებს" გამარჯვებისკენ გაუძღვება.

"კელოკის ლიდერის ხასიათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, არგენტინაში, გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებაში. დაშავებული მუხლის მოშუშების შემდეგ დაბრუნებულმა კლუბში არაერთხელ წარმოაჩინა თავისი ხასიათი და ბრწყინვალე თამაშის უნარი. ვფიქრობ, კელოკს რეალურად შესწევს ძალა გუნდი სწორი გზით ატაროს", - იმედოვნებს რობინსონი.

შოტლანდიის ნაკრები

შერკინება: ჯონ ბარკლი, ჯონი ბითი, კელი ბრაუნი, ჯოფ გროსი, როს ფორდი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, რობერტ ჰარლი, ნათან ჰინესი, ალან იაკობსენი, ალისტერ კელოკი, სკოტ ლაუსონი, მური ლოუ, სკოტ მაკლოიდი, ევან მურეი, როს რენი, რიჩი ვერნონი, ჯონ ველში.

უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, მაიკ ბლერი, ჯეკ კუთბერტი, საიმონ დანიელი, ნიკ დე ლუკა, მაქს ევანსი, ალექს გროვი, რუარიდ ჯექსონი, გრეგ ლაიდლოუ, რორი ლამონტი, შონ ლამონტი, რორი ლაუსონი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, ჰუგო საუთვილი, ნიკი ვოლკერი.

7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში
მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს
თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება
ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება
პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!