საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური
2015 წელს "დილამ" საკუთარ მოედანზე მესამე ოფიციალური მატჩი წააგო და ორჯერ ამ მარცხს ინციდენტი მოჰყვა გუნდის წევრებსა და გულშემატკივარს შორის. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები შინ "პარტიზანთან" რომ დამარცხდნენ, გამწყრალი გულშემატკივრის გინებას ოთარ მარცვალაძე და გიორგი ნავალოვსკი გამოეხმაურნენ. ის შელაპარაკება ფეხბურთელებს ყვითელ ბარათებად დაუჯდათ.

ამჯერად, "დილა"-"შუქურას" შეხვედრის მიწურულს სტადიონის ტრიბუნიდან უჩა სოსიაშვილის მიმართ უხამს შეძახილებს მასპინძელთა მწვრთნელი გამოეხმაურა და არბიტრისგან წითელი ბარათი იხილა.

გვესმის, რომ ქომაგს თავისი საყვარელი გუნდის წაგება არ უნდა, მაგრამ ამავე გუნდის (ანუ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და მისი მწვრთნელის) მიმართ მეტი რიდი და პატივისცემა რომ მართებს, უდავოა. არც ის დაგვავიწყდეს, დიდი დრო რომ არაა გასული იქიდან, გორული კლუბი წაუგებელი კი არა, მოუგებელი სერიების მთელ ჯაჭვს რომ აწყობდა...

არადა, პირველ ტაიმში "დილას" მარცხს არაფერი მოასწავებდა. მასპინძლები გარკვეულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაც მე-17 წუთზე გოლშიც ასახეს. მარჯვენა ფლანგიდან ერთობ აქტიური გიორგი ერისთავის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ნავალოვსკიმ თავით დაუგდო მარცვალაძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან ადვილად გაიტანა - 1:0.

მარცვალაძეს 28-ე წუთზეც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ დავით ხურცილავას ჩაწოდებულს ხეირიანად ვერ დაუხვედრა ფეხი.

ცოტა ხანში "შუქურა" ისევ გადარჩა - მარცვალაძე, ამჯერად, ერისთავის მახვილგონივრული პასით მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ... წინ გამოსულ აზამათ ჯიოევს ვერ აჯობა.

ხისტი თამაშის გამო (ყვითელი ბარათების სიმრავლე ამის დასტურია) ხშირი იყო ჯარიმები და მატჩის დასაწყისში "შუქურას" ორი სახიფათო "სტანდარტულის" შესრულებაც მოუწია. ორივე ჯარიმა გიორგი ჩელებაძემ დაარტყა, ოღონდ ისე, რომ ოლექსეი შევჩენკოს კარს ხიფათი არ დამუქრებია.

ფიცხელმა პაექრობამ მე-13 წუთზე დააზარალა გიორგი პაპავა, რომელმაც მატჩი ვეღარ გააგრძელა და შესაცვლელი გახდა. დაცვის ცენტრში მისი პოზიცია გიგა სამხარაძემ დაიკავა, მოედანზე შესული ირაკლი ძარია კი მწვრთნელმა შუა ხაზში გაამწესა.

ტაიმის მეორე ნაწილში გორელები მაინცდამაინც აღარ აწუხებდნენ ჯიოევს, მაგრამ არც მოწინააღმდეგეს აძლევდნენ უფლებას, რომ ხიფათი შეექმნა მათ კართან.

მეორე ნახევარში "შუქურამ" ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სტუმრებმა ზედიზედ რამდენიმე შეტევა განახორციელეს და ერთხელაც, კუთხურისას, ალან ბაგაევის თავური კარის ხაზიდან ნავალოვსკიმ გამოიტანა. თუმცა ამ საქმეში მან ხელიც დაიხმარა და მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, თავად ნავალოვსკის კი წითელი ბარათი უჩვენა. ჩელებაძემ ზუსტად შეასრულა მისია - 1:1.

ამის შემდეგ ქობულეთელებს სითამამე მოემატათ და მალე რევაზ გეწაძეს ახლო მანძილიდან მიეცა კარის აღების საშუალება, მაგრამ მიზანს ააცილა.

უმცირესობაში დარჩენილი "დილა" გადაწყობასა და შეტევითი პოტენციალის გაზრდას ითხოვდა. სოსიაშვილმაც თავისი ერთ-ერთი კოზირის გამოყენება გადაწყვიტა და სათადარიგოთა სკამიდან ირაკლი მოდებაძეს უხმო, თუმცა, ვიდრე ეს უკანასკნელი თამაშში ჩაერთვებოდა, მოედანზე ახალშესულმა მერაბ ურიდიამ, გეწაძის პასით, ლამაზი გოლი გაიტანა - 1:2.

ურიდიას მალევე შეეძლო დუბლის შესრულება, როცა საჯარიმოში შეჭრილმა ლევან გეგეჭკორმა გვერდი აუარა მეურვეს და მას მისცა დარტყმის საშუალება - მერაბმა ორიოდ მეტრიდან ხელსაყრელი მომენტი გაფლანგა.

მანვე 87-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეაღწია და შორეულ ძელს სანტიმეტრებში ააცილა ბურთი.

მასპინძელი მცველები ხშირად ცდებოდნენ, ხოლო შემტევები ხეირიანი კომბინაციების გათამაშებას ვერ ახერხებდნენ.

სამაგიეროდ, ურიდიამ სულ დაკარგა ჩემპიონის რიდი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გეგეჭკორს პასი ამჯერად უკვე დაუფასა - 1:3.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური

01.11. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

დილა-შუქურა 1:3

გოლები: 1:0 მარცვალაძე (18. ნავალოვსკის პასით), 1:1 ჩელებაძე (65-პენ), 1:2 ურიდია (74. გეწაძის პასით), 1:3 ურიდია (90+2. გეგეჭკორის პასით)

დილა (4-5-1): შევჩენკო - კვირკველია, პაპავა (16. ძარია), კვახაძე, ხურცილავა - სამხარაძე (87. ილურიძე), ფალავანდიშვილი, ნავალოვსკი, ერისთავი (74. მოდებაძე), გოგუა - მარცვალაძე.

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, გვალია, მაშუკოვი

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

შუქურა (4-5-1): ჯიოევი - ჭეიშვილი, ბაგაევი, ბაჯელიძე, ჩალაძე - გეგეჭკორი, თარხნიშვილი, პუკანიჩი, ჩელებაძე, გეწაძე (87. ინგოროყვა) - კერძევაძე (46. ურიდია).

სათადარიგოები: თ. კაკალაძე, ცხოვრებოვი, ტაკიძე, ლობჯანიძე, მ. კაკალაძე.

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

გაფრთხილება: კვირკველია (8), ჩელებაძე (27), პუკანიჩი (40), ბაგაევი (53), ბაჯელიძე (68), ჩალაძე (78), მარცვალაძე (86)

გაძევება: ნავალოვსკი (64), სოსიაშვილი (90+3)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

მომდევნო, XI ტური

6 ნოემბერი, პარასკევი

ლოკომოტივი-ზუგდიდი

7 ნოემბერი, შაბათი

შუქურა-დინამო (ბთ)

საპოვნელა-დილა

8 ნოემბერი, კვირა

სამტრედია-ჩიხურა

გურია-ცხინვალი

სიონი-ტორპედო

დინამო (თბ)-კოლხეთი

საბურთალო-მერანი.

ბომბარდირები:

ო. მარცვალაძე (დილა) 9

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

დ. ტატანაშვილი (სიონი) 7.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
ამ სჰემადგენლობიტ რაც დგეს დილასჰია საქარტველოსჰი ვერც ერტი გუნდი ვერ უნდა გიგებდეს ვერც სინ და ვერ გარეტ, რაგაც ხდება ცუდი დზალიან და ყველამ ტავის გულსი ცაიხედოს, ხალხია ცოდო და გულსემატკივარი
Dragonfly
გაგიჩნდათ სალაპარაკო ხო "ვაი" ფეხბურთის მცოდნეებო და გულშემატკივრებო? იმიტომ მიდის ჩვენი საქმე კარგად მხოლოდ ბოღმა და შური რომ გვამოძრავებს და გვალაპარაკებს.უმადურობაც დიდი ცოდვაა
gb
04:36 წუთის შემდეგ ვიდეოს ვერ ხსნის
borjgalo
დინამოს შეეშვით და ამ დაქცეულ ჩმეპიონატს მიხედეთ თუ გული შეგტკივათ რამეზე. ვაი-ჟურნალისტებს - დაკვეთით რო წერენ სტატიებს!.. ამ თამაშში რაც მოხდა ვერც ერთმა ჟურნალისტმა ამოიკითხა ვითომ? ! სენსაციური მასალის მომზადების მუღამი მაინც არ გაქვთ? ჟურნალისტურ გამოძიებაზე მაინც არ გსმენიათ რამე?
borjgalo
ჩაწყობილი თამაშის სუნი უდის... თან ჯუღელი გორის დილაში იყო და შუქურაში გადავიდა. ჩელეც იძახდა, ევროპის ზონაში უნდა მოვხვდეთ და ვიღაც რუსი ბიზნესმენი გვაფინანსებსო.თან რა ც ჩელეს პირველ ლიგაში თამაშები აქვს ჩაწყობილი
Dragonfly
აქ კარგი ადგილი მოუძებნიათ ვირთხებს საკბენად როგორც ჩანს.ვაი თქვენს პატრონს.
მურთაზი
იქნებ ჭირდებოდათ დილას წაგება?
FC DT
მერაბი,იქნებ კარგად გაგერკვია რა ხდება და მერე გამოგეთქვა აზრი... დინამოს რომ არ უკბინოთ ისე არ შეიძლება? ჩიხურამ ითხოვა მოედნის საფარის ცუდი მდგომარეობის გამო რომ თბილისში ჩატარებულიყო ეს თამაში.... შენ გგონია დინამოს მოსწონს ეს სიტუაცია? მეორე წრეში შეიძლება 4 თამაში ზედიზედ მოგვიწიოს? ჩვენ გვინდა? სანამ რამეს დაწერ დაფიქრდი აბა ცოტა
dito
saqartveloshi gundebis 50 procenti yomarobs totalizatorze... sharshan kargad vnaxet batumis da goris nayidi tamashebii..es ari chempionati. es jurnalistebi arapers ambobs am dros yvelaperi iciann da zgaprebs yvebian aq. aman mougo iman mougo da rogor aketeben tamashebs imaze dums yvela jurnalisti
gia
gorma gayida tamashiiii//// chelebadze da jugeli chalichobs yvelapers martvilshic iyides. ai es ari qartuli pexburti. pederacias dzinavs am dros..sharshandel valebs ubruneben shuquras. gorma kide imdeni tamashi gaaketa sharshan yvela gundis vali aqvs 3 qula. jer sadaxart bevr tamashs waagebs gori..
ვანგოგი
''პატივცემულო'' უჩა. სასაცილო ხარ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს დილასთვის ჩემპიონობა მოიპოვეს. მართლაც როგორ მძიმე პერიოდში და შენ დაშალე გუნდი... სარკეში ჩაიხედე ხოლმე გირჩევ. აქამდე ინერციით მიდიოდა დილა წინა და აწი... გაუშვი და გაანთხოვრე ისე ფეხბურთელები ვინს დილა ჩემპიონი გახადა... გულშემატკოვარი მეცოდება. და შენ უკვე სიტყვებს ვერ ვპუოლობ. ჩაიხედე ხო მართლა ხშირ ხშირად სარკეში
ვაკო
მერაბ ეგ საშინაო თამაშები მერე გასვლა არ იქნება მეორე წრეში ზედიზედ სათამაშო? აღმოაჩინე რა შენც დიდი კომპრომატი! შსს რო გკრიშავდათ მაშინ არ დაგინახავს არა არაფერი უსამართლო
ლაშა
მიუხედავად ჩემი უჩა სოსიაშვილისადმი/მთ.მწვრთნელი/დიდი პატივისცემისა,მატჩი "შუქურასთან"მან წააგო.მეორე ტაიმში რამოდენიმე ფეხბურთელი დაიღალა,ძლივს დადიოდნენ.მაყურებლის მოთხოვნაზე,რომ შეცვლები გაეკეთებინა,ალბათ ჯიბრზე,თავის დროზე არ გააკეთა და მიიღო ის,რაც მიიღო.ტრამვირებული პაპავას/მცველი/ ნაცვლად არ შემოიყვანა "ზამენაში" მყოფი საკმაოდ სტაბილურად მოთამაშე ქარქუზაშვილი/არ სწყალობს გორელებს/,შემოიყვანა ნახევარმცველი ძარია და გაურკვეველი გადაადგილებები გააკეთა,რაც სავალალო შედეგით დამთავრდა გორელთათვის.და საერთოდ ლამის ნახევარი ჩემპიონატი მიიწურა და მან გუნდი ვერ ჩამოაყალიბა.დღეს ერთ ფეხბურთელს ათამაშებს,ხვალ მეორეს და ასე შემდეგ...ეს ფეხბურთელები შემდეგ თამაშებზე 18 კაცშიც აღარ ხვდებიან.არადა ასეთი დონის ფეხბურთელებით,გორის"დილას" რომ ჰყავს წაგება შეუძლებელია,მითუმეტეს საკუთარ მოედანზე.მდგომარეობა სასწრაფოდ გამოსასწორებელია"დილაში"ფინანსურით დაწყებული, დამთავრებული მათი სათამაშო მდგომარეობით. სოსიაშვილს კი ის ურჩევნია,რომ მაყურებელთან კამათის ნაცვლად გუნდს მიხედოს.
MERABI
საქ.ფეხბურთის ფედერაციის სოშეჯიბრო კომიტეტის პასუხი გვაინტერესებს,რატომ არის ფედერაციის სათაყვანებელი გუნდი დინამო თბ.საშინაო თაამაშებს შინ ატარებს ზედიზედ 4 თამაშს ცხინვალთან,ჩიხურასთან,კოლხეთთან,სამტრედიასტან ,როცა ამ თამაშების გარდა საერთო ჯამში 6 თამაში გამოსდის პირველ წრეში./იგულისხმება ლოკომოტივი საბურტალო/სხვა გუნდები კი ერთს შინ ატარებს ერთს გასვლას.
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
უმაღლესი ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სავარაუდო ტრანსფერები: კომახიძე "რუბინშია", გეგეჭკორს "ზენიტი" ელოდება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება
გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა
კაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი რუსეთის პრემიერლიგაში?!
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
საბურთალო-შუქურა 3:2 - ფაქტობრივად, დარჩნენ... [VIDEO]
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
ქობულეთის "შუქურაში" აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებს ელოდებიან
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ურიდიას გოლს "კოსმიური" უწოდეს [VIDEO]
გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
თემურ შალამბერიძე: შეიძლება, თავიდან გაგვიჭირდეს...
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გორის "დილას" ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი დატოვებენ?
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა