გაიცანით მწვრთნელვაჭარა

თურმე ჩარლი ადამის ნებისმიერი ტრანსფერიდან იან ჰოლოუეის წილი ერგება. მიხვდით ხომ, რაზეც არის ლაპარაკი? საქმე „ბლექპულის“ შოტლანდიელ ნახევარმცველსა და მწვრთნელს ეხება. წილის ამბავი თავად ჰოლოუეიმ დაადასტურა, თუმცა არ უთქვამს ნახევარმცველის გაყიდვის შემთხვევაში კერძოდ რა ლუკმა ერგება. თითქოს, ამ ამბავში სკანდალური და წარმოუდგენელი არაფერია, მაგრამ მეორე მხრივ ის ნათელს ჰფენს თუ რატომ არ უნდა „ბლექპულის“ თავკაცს, ადამის იაფად გაყიდვა. მყიდველები, მოგეხსენებათ, მრავლად არიან, მაგრამ 12 მილიონ ფუნტს - სწორედ ამ თანხას ითხოვს ჰოლოუეი - არავინ იხდის. ჰოლოუეიმ თქვა:

„რა არის გასაკვირი? მე წილში ვუზივარ ყველა ფეხბურთელს, რომელსაც ვწვრთნი. ჩვენი კლუბის თავმჯდომარე ხედავს, რამდენ ფეხბურთელს ვზრდი, როგორ ვეხმარები მათ გზაზე დადგომაში და როგორ ვყიდი მათ. მან ჩემი ბიზნესის შესახებ ყველაფერი იცის და ის მოსწონს, თუმცა ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს იყოს. მე „ბლექპულის“ პრემიერლიგაში დატოვება გაცილებით მეტ შემოსავალს მომიტანს“.

აღსანიშნავია, რომ „ბლექპულმა“ უკვე უარი თქვა თავისი კაპიტნის გაყიდვით მცირე მოგების ნახვაზე. 25 წლის ადამი, რომელიც 2009 წლის აგვისტოში 500 ათასი ფუნტი ღირდა („რეინჯერსისგან“ ჰოლოუეიმ ფეხბურთელი სწორედ ამ თანხად გადაიყვანა) არ მიჰყიდეს „ბირმინგემსა“ და „ასტონ ვილას“. შემდეგ, „დახლთან“ „ლივერპული“ მივიდა და „ბლექპულს“ 4 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ მწვრთნელმა ამ თანხას შეურაცხმყოფელად მცირე უწოდა. ჰოლოუეიმ, რომელსაც გვარის მიხედვით მეტსახელად ოლის ეძახიან განაგრძო:

„ამის შემდეგ თუ გაზეთებში წავიკითხავ, რომ ადამის ტრანსფერიდან 20-30 პროცენტს ველოდები და ყველაფერს ამ თანხის მისაღებად ვაკეთებ, ძალიან მეწყინება, რადგან ეს რიცხვები სინამდვილისგან მეტისმეტად შორს არის. ეს სრული სისულელეა“.

ფიფას წეს-კანონებში კი ერთი სიტყვითაც არ წერია, რომ ფეხბურთის მწვრთნელს მოთამაშეებით ვაჭრობა და მათი გაყიდვით სარფის ნახვა ეკრძალება. როდესაც იან ჰოლუეის ამბავი გაცხადდა, ჟურნალისტებმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში გადარეკეს, რათა იქ გაერკვიათ

რა არის და რა არ არის ნებადართული. ასოციაციის პრეს-მდივანმა განაცხადა:

„ასეთი საქმიანობა ჩვენს წესებს არ ეწინააღმდეგება“.

და კიდევ, ოლი დარწმუნებულია, რომ „ბლექპულის“ თავმჯდომარე კარლ ოისტონს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მწვრთნელმა დასძინა:

„თავად განსაჯეთ, ჩვენ „რეინჯერსისგან“ ძალიან ნიჭიერი ბიჭი ვიყიდეთ და მისი წყალობით „ჩემპიონშიპის“ მე-16 ადგილიდან პრემიერლიგის მე-12 ადგილზე ავედით. ეს ძალიან ბრძნული ტრანსფერი იყო“.

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს