ბრემენის „ვერდერი“ ბუნდესლიგაში სულს ღაფავს, მაგრამ კლუბის ბოსი კლაუს ალოფსი მთავარ მწვრთნელ თომას შააფს მაინც არ ათავისუფლებს

ბრემენის „ვერდერი“ სულს ღაფავს, მაგრამ კლუბის ბოსი კლაუს ალოფსი მთავარ მწვრთნელ თომას შააფს მაინც არ ათავისუფლებს. „მუსიკოსების“ შეფი წლებია თომასს ენდობა, „ვერდერი“ უკვე თომასის სახელთან ასოცირდება და ეს გუნდი სხვა მწვრთნელის ხელში ვერავის წარმოუდგენია, მაგრამ განა სადამდე უნდა დაეცეს „ვერდერი“ იმისათვის, რომ ალოფსმა ასეთი ნაბიჯი გადადგას?

ალბათ მეორე ბუნდესლიგაში უნდა გავვარდეთ იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს, გუნდში რაღაც შეიცვალოსო, ამბობენ გერმანელი მიმომხილველები და ცხადია, „რაღაცის შეცვლაში“ პირველყოვლისა სწორედ მწვრთნელის შეცვლას გულისხმობენ - „აბა მთელ გუნდს ხომ არ გავყრით“ პრინციპით. საინტერესოა ისიც, რომ „ვერდერის“ ფანები შააფის წინააღმდეგ ჯერ არ ამხედრებულან. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: ბრემენულ კლუბში ძალიან კომიკური ვითარებაა და ფანების გარკვეულ ნაწილს უკვე ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული - ალოფსი შააფს მაინც არ შეცვლის, თვითონ ალოფსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და მორჩა, „ვერდერი“ ცოტა ხანში საშუალო დონის გუნდიც კი აღარ იქნებაო.

„თომას შააფის გათავისუფლებას არა თუ არ ვაპირებთ, არამედ ამაზე არც არავინ ფიქრობს, - აცხადებს ალოფსი და იქვე დასძენს, - ჩვენ ასი პროცენტით ვენდობით სპეციალისტს, რომელმაც თავისი შესაძლებლობები „ვერდერში“ წლების მანძილზე დაამტკიცა და არაფრისდიდებით არ გავათავისუფლებთ კლუბის წინაშე ასეთ ღვაწლმოსილ მწვრთნელს მხოლოდ იმიტომ, რომ ორ ან სამკვირიანი ფსიქილოგიური მუხტი მივიღოთ.“

ბუნდესლიგაში 19 ტურია გამართული და „მუსიკოსებს“ აქედან მხოლოდ ექვსი აქვთ მოგებული. გასულ უქმეებზე „კიოლნთან“ განცდილი სამარცხვინო კრახი კი (0:3) სულაც კრიზისის ზენიტი გახლდათ, პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ „ვერდერი“ დღეისათვის „სულით ხორცამდე“ დაცემულ-განადგურებულია, რადგან „კიოლნთან“ 0:3-ს ასე უბრალოდ არავინ აგებს. შააფის ბიჭები იმ შეხვედრაში მართლაც ისე გაისარჯნენ, როგორც მეორე ბუნდესლიგაში დასაქვეითებელ გუნდს შეეფერება - როგორც ბერლინის „ჰერტა“ თამაშობდა შარშან ამ დროს.

„სხვების არ ვიცი, პირადად მე კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფეხბურთელების აბსოლუტურ უმეტესობას „კიოლნთან“ წარმატების მიღწევა არ სურდა. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს თანაგუნდელებს მოედანზე არაფერი გამოსდიოდათ და ნაცვლად მცდელობისა, უბრალოდ იდგნენ“, - ეს „მუსიკოსთა“ კარის დარაჯ ტიმ ვიზეს სიტყვებია, რომელიც დასძენს, რომ ბრემენელების უმთავრესი მიზანი ამიერიდან მხოლოდ პირველი ბუნდესლიგიდან არგავარდნა უნდა იყოს.

ორშაბათს შააფმა და ალოფსმა ფეხბურთელები კიდევ ერთხელ (ვინ მოთვლის, მერამდენედ მიმდინარე სეზონში) შეკრიბეს და შეეცადენ, მათთვის საჭირო ლექცია წაეკითხათ. შეხვედრამ სამ საათს გასტანა და იქ გამოთქმული მოსაზრებების შინაარსი, ცხადია, არავინ იცის. სამაგიეროდ, ცნობილი, გადაწყვეტილი და უკვე ოფიციალურად დადასტურებულია ის, რომ ბრემენელები აღარავის ყიდვას არ აპირებენ და პროგრამა მინიმუმის შესრულება არსებული კადრებით სურთ.

„არავის ყიდვას არ ვაპირებთ. ვფიქრობ, არსებულ შემადგენლობასაც ძალუძს თუნდაც იმ მიზნის მიღწევა, რასაც ელიტაში ადგილის შენარჩუნება ჰქვია, სამომავლო გეგმებზე კი უკვე ვმუშაობთ და ზაფხულში მოსალოდნელ ტრანსფერებზე, უმჯობესია, ზაფხულში ვისაუბროთ“, - ამბობს ალოფსი.

ზემოთაც ვთქვით, რომ ბრემენელი ქომაგები შააფს ნაკლებად, თითქმის არ უჩივიან. სამაგიეროდ, „მუსიკოსთა“ ქომაგების საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ალოფსის წინააღმდეგია და მის წასვლას მოითხოვს, თუმცა კლაუსი თავისი ნებით გადადგომას, რა თქმა უნდა, არ აპირებს, გაშვებას კი არ უპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში „ვერდერი“ რეგულარულად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაში და სხვათა შორის, არცთუ ურიგოდ. ბრემენულმა კლუბმა ბოლო შვიდიდან მხოლოდ ერთხელ არ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ შააფის მუშაობის პერიოდში, არავის უნახავს ისეთი საძაგელი და არატიპური „ვერდერი“, როგორიც წელსაა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ 11 წელია, რაც თომას შააფი „ვერდერს“ თავკაცობს.

კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს