ზედიზედ მეორე წელიწადია, გორის ინვალიდ-ამპუტანტთა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ხდება
ინვალიდ-ამპუტანტთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი სხვადასხვა სოციალურ და სპორტულ აქტივობაში ჩართვა საშური და კეთილშობილური საქმეა.

ქართველი ამპუტანტი ინვალიდები დიდი ხანი არაა, რაც ფეხბურთში საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ცდილობენ. მესამე წელია ქვეყნის ჩემპიონატი, თასის გათამაშება და სხვა ამხანაგური შეხვედრები ტარდება, რეგიონებში ახალი გუნდებიც ყალიბდება...

გორში ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი - "დილა" 2012 წელს აფხაზეთიდან დევნილი ბაჩო ფიფიას ინიციატივით (ის ახლაც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა) და შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტ გია რევაზიშვილის დახმარებით ჩამოყალიბდა.

ზედიზედ მეორე წელიწადია, გორის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ხდება. შარშან ამ გუნდს "ქართლი-ლიბერთი" ერქვა, წლეულს უკვე "დილაა". ბოლოს, ქვეყნის ჩემპიონატი სექტემბერში გაიმართა და ამჯერად მასში ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

"შარშან და წლეულსაც თბილისის გუნდმა გვაჯობა, რომელიც "დილას", პირველ ყოვლისა, გამოცდილებით აღემატება. თუმცა გორელებიც თანდათან ვძლიერდებით. ამჟამად, 11 ფეხბურთელი გვყავს და უკვე გადაწყვეტილია გორის რაიონში მცხოვრები 4 მოთამაშის დამატება.

ფეხბურთელები, ძირითადად, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანი ინვალიდები არიან. ორმა მოთამაშემ ავღანეთში მიიღო დაზიანება და ფეხი ამპუტირებული აქვთ. მათი აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება მეტად მნიშვნელოვანი საქმეა.

საინტერესოა, რომ ბევრ მოთამაშეს, თავდაპირველად, უჭირდა გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა და მაყურებლების თანდასწრებით თამაში, მაგრამ ახლა ასეთი ვითარება აღარ არის.

თუმცა აქვე წუხილით მინდა აღვნიშნო, რომ მაყურებელი ბევრი არც მოდის თამაშებზე. არადა, ჩვენთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია", - გვითხრა კლუბის პიარ-მენეჯერმა სულხან ქურდაძემ.

როგორც შევიტყვეთ, ბოლოს (სექტემბერში) გამართულ ქვეყნის ჩემპიონატში, ორგანიზატორთა მხრიდან მიწვევის მიუხედავად, არათუ რომელიმე სამინისტროდან, თვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდანაც კი არავინ მისულა მატჩების სანახავად...

"დილას" პრეზიდენტი გელა ნადიბაიძეა, მწვრთნელი კი - ნიგერიელი რიშარ ოიებადე, რომელიც გორში ცხოვრობს და მეუღლეც აქაური ჰყავს.

ამპუტანტ-ფეხბურთელთა გუნდს, როგორც გორის მერია, ისე რაიონის მუნიციპალიტეტიც უდგანან მხარში. მერიისგან პირველ წელს 12, წლეულს 40 ათასი ლარი ჰქონდათ გამოყოფილი, ხოლო გაისად ამ თანხის გაზრდაც იგეგმება. გორის რაიონის მუნიციპალიტეტი გუნდს აუცილებელი ინვენტარითაც ეხმარება.

"გუნდი ჭალის დასახლებაში არსებულ მინი-მოედანზე ვარჯიშობს, თუმცა არენა პატარაა და იქ გასახდელიც არ არის. პრობლემაა ტრანსპორტის მხრივაც. ქვეყნის ჩემპიონატის გარდა, ვცდილობთ, საფეხბურთო პრაქტიკის თვალსაზრისით, სულ უფრო მეტი ამხანაგური შეხვედრები გვქონდეს და ამიტომაც ვეთამაშებით სხვადასხვა უწყების თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

დიდად მადლობელნი ვართ ინვალიდ-ამპუტანტთა ლიგის პრეზიდენტ რუსლან ბაქრაძის, რომლის მონდომებით შეჯიბრებები უფრო სრულყოფილი ხდება და დონეც მატულობს", - გვითხრა სულხან ქურდაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxa qristesi
რიშარი არა,რიჩარდი-კაცური კაცი,წარმატებები ბიჭებს
kaxa qristesi
რიშარი არა,რიჩარდი-კაცური კაცი,წარმატებები ბიჭებს
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს - "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელის უცნაური ამბავი
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"