"ეს ამბავი რომ გავიგე, ნოდარ ახალკაცს ვუსაყვედურე: ფარსადანოვიჩ, ჩემი დაღუპვა გინდა-მეთქი?!"
ჯონი ჯანელიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ რაინდის ტიტულით დააჯილდოვა. 70 წლის სპეციალისტი საინტერესო ადამიანია, ბევრი გაუკეთებია და გადახდენია თავს. საფეხბურთო სამყარო კი, კარგი მწვრთნელობის გარდა, გონებამახვილობითა და ენამოსწრებულობითაც იცნობს.

ბოლო წლებში დიდ ფეხბურთში აღარ საქმიანობს, ბავშვების აღზრდით იყო დასაქმებული...

ნიჭიერების თაობა

- მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. სპორტის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ წარმადგინა და რაინდის წოდება მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ გადმომცა. გამიხარდა, 70 წლის იუბილე ასე ლამაზად და თბილად რომ მომილოცეს...

ფიზკულტურის ინსტიტუტი 1969 წელს დავამთავრე და ვოვა ელოშვილთან ახალგაზრდების მომზადების ცენტრში დავიწყე მუშაობა, სადაც ჯუმბერ თანანაშვილთან და გია ჩარკვიანთან ერთად ვსაქმიანობდი...

1976-81 წლებში მიხეილ მესხთან "ავაზაზე" გადავედი. უნიჭიერესი ბიჭები თამაშობდნენ მაგარი გუნდი გვყავდა - უმცროსი მიშა მესხი, ხვიჩა ქასრაშვილი, მიშა ტყავაძე, ვაჟა ჟვანია, იაგო ჟორჟიკაშვილი, კობა ახალკაცი, ნოდარ კიკნაძე... ამ გუნდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დავიკავეთ. პატარა მესხი ისეთი ნიჭიერი იყო, რეჟიმი რომ დაეცვა, მამას აჯობებდა. უფრო სწრაფიც იყო, ტექნიკა და მაგარი აზროვნება ჰქონდა... მოკლედ, დიდი ტალანტი იყო...

ამ ბიჭების უმრავლესობა მერე თბილისის "დინამოში" მიიწვიეს და, წესით, მაღალ დონეზე უნდა ეთამაშათ. გული მწყდება, წინა თაობების მიღწევები რომ ვერ გაიმეორეს...

მესხის გაფუჭებული მანქანა

- უფროსი მიშა მესხი? მეცინება, რომ ამბობენ, უხეში იყოო. ამ დროს, ასეთი გულკეთილი და გულჩვილი ადამიანი მეორე არ მინახავს. მაგარი კაცი იყო! მწვრთნელებს მკაცრად სთხოვდა, ნიჭიერ ბავშვს ხელი არ შეუშალოთ, ინდივიდუალურად გასაქანი მიეცით, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთსაც მიაჩვიეთო...

კარგი და სამართლიანი ხელმძღვანელი იყო. ერთ ისტორიას გავიხსენებ, რომელიც მიშა მესხის ბუნებაზე მეტყველებს. ერთხელ, მანქანა მათხოვა და მცირედ დავაზიანე - ერთ პატარა წერტილში საღებავი აძვრა და თუ არ დააკვირდებოდი, ვერც დაინახავდი...

შევწუხდი და უკან რომ დავუბრუნე, ეს ამბავი ვუთხარი. გაბრაზებულმა თქვა - კაცმა მანქანა ვერ უნდა გათხოვოსო?! მალე დიღომში, თავის სახლში წამიყვანა და იქ კარს გასაღებად მანქანით არ მიაწვა? ამით მითხრა, რომ მანქანა ადამიანზე მეტად არ უღირდა...

სხვათა შორის, კარჩაკეტილი იყო და ბევრის მსგავსად, "ცეკაში" ყოველდღე არ დადიდოდა. ან დიღომში იყო, საკუთარ სახლში, ან "ავაზაზე"...

ავაზადან კოლხეთში

- "ავაზაზე" 1981 წლამდე ვმუშაობდი. მანამდე, გუნდმა "სიჭაბუკის თასზე" გაიმარჯვა, კარგი ფეხბურთი აჩვენა და, ეტყობა, ეს გახდა ჩემს თავს მომხდარი ცვლილების მიზეზი...

ერთ მშვენიერ დღეს ორი უცნობი პიროვნება გამომეცხადა - ფოთის რაიკომის მდივანი ბაკურ გულუა გეპატიჟებათ, სურს, "კოლხეთი" გაწვრთნათო. დიდებში გადასვლა რთული იყო და სიმართლე გითხრათ, ამაზე არც ვფიქრობდი. ბავშვებთან გულით ვმუშაობდი და მიხაროდა, ნიჭიერებს რომ ვზრდიდი.

მაგრამ ვიცოდი, რომ გულუა, რომელიც მერე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა, ფეხბურთის ფანატი იყო და რა შესაძლებლობაც ჰქონდა, გუნდსა და ფეხბურთელებს ყველაფერს უკეთებდა...

ამან შემაგულიანა და არც შევმცდარვარ. გულუამ "ფაზისის" სტადიონი გაარემონტა, განათების სისტემა დაამონტაჟა და "კოლხეთს" არაფერს აკლებდა - კარგი ხელფასებიც გვქონდა, შეკრებებიც, სავარჯიშო პირობებიც, დასვენებაც, აღდგენებიც... მსგავს პირობებსა და ხელფასებს დღეს ბევრ გუნდში ინატრებდნენ. სხვათა შორის, მერე გულუა გურიაში რომ გადაიყვანეს, ლანჩხუთის გუნდსაც სერიოზულად ეხმარებოდა...

ფოთის ხელმძღვანელობაში ფეხბურთის კიდევ ბევრი გულშემატკივარი იყო - პეტრე ბერაია, გერონტი კუხალეიშვილი, იგორ მამალაძე, ლეილა კაკულია... ქალბატონი იყო, მაგრამ "კოლხეთის" სიყვარულით ბევრ კაცს სჯობდა...

ყველაზე დიდი სიხარული

- ბევრს აღარ ახსოვს, რომ 1989 წელს "კოლხეთმა" საბჭოთა მეორე ლიგაში წარმატებით ითამაშა და ბუფერულ ზონაში თამაშისა და პირველ ლიგაში გადასვლის შანსი მოიპოვა. მაგრამ საქართველო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გამოვიდა და ბუფერულ ზონაში თამაშზე უარი ვთქვით...

ჩემს გუნდებს ბევრი ტიტული, საპრიზო ადგილი და თასები მოუპოვებიათ. მაგრამ ყველა ტიტულზე მეტად მაინც ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში "დინამოსთან" გამარჯვებამ გამახარა. 30 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის გახსნის დღეს, ჩემი გაწვრთნილი "კოლხეთი" თბილისის "დინამოს" ესტუმრა.

მეშინოდა, დიდი ანგარიშით არ წაგვეგო. "დინამო" საბჭოთა ჩემპიონატში თამაშობდა, ჩვენ კი - მეორე ლიგაში და ცხადია, განსხვავება დიდი იყო. ეს ამბავი რომ გავიგე, ნოდარ ახალკაცს ვუსაყვედურე - ფარსადანოვიჩ, ჩემი დაღუპვა გინდა-მეთქი?!

მაგრამ 1:0 მოვიგეთ და ვერავინ იტყვის, რომ იმ დღეს "კოლხეთი" გადარჩა. ეს გაცილებით მეტი გახლდათ, ვიდრე ჩემპიონატის ერთი რიგითი მოგება. იმ დღეს მთელი ქვეყანა "კოლხეთის" მოგებაზე ლაპარაკობდა, რადგან ეროვნული ჩემპიონატის დაწყება ქვეყნის თავისუფლებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო...

მერე ზედიზედ 5 მატჩი მოვიგეთ და ჩემპიონატში ვლიდერობდით, თუმცა, მალე გუნდიდან წამოსვლა მომიხდა. საქმე ისაა, რომ ფოთის დელეგაცია ამერიკაში გაემგზავრა და მე, როგორც "კოლხეთის" წარმომადგენელი, ჯგუფში ჩამსვეს. მეორედ ამერიკაში წასვლის შანსი როდის მომეცემოდა? მეც გაგანია სეზონში გამგზავრებას სიამოვნებით დავთანხმდი...

ამასობაში გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა: ერთი წააგო, მეორე კი ფრედ დაასრულა და გულშემატკივრები განაწყენდნენ - რა დროს ამერიკაში მოგზაურობა იყოო და მართლებიც იყვნენ.

გუნდში არც დავბრუნებულვარ, მალე კი ზესტაფონის "მარგვეთში" მიმიწვიეს, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადავიყვანეთ...

მე მაინც მჯერა...

- სხვათა შორის, "დინამოს" ერთხელაც მოვუგე. მაშინ გურჯაანის "ერქვანს" ვავარჯიშებდი. არც ბურთები გვქონდა და არც პირობები. თბილისელებთან შეხვედრამდე მთხოვეს, დიდი ანგარიშით მაინც არ წააგოთო. მოხდა სასწაული - მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ანგარიში 1:1-ია და ამ დროს, მოედანზე დავით ყიფიანის შვილი, ნიკუშა ყიფიანი შევუშვი, რომელმაც ნოდარ კიკნაძეს "კედელი" გაუთამაშა და არ გაიტანა?!

2:1 მოვიგეთ და მაშინ სად იყო მობილური ტელეფონები, გურჯაანში ქალაქის ტელეფონით ძლივს დავრეკე, გამარჯვების ამბავი ვაცნობე. არ დაიჯერეს, რას დაგვცინიო?! მერე რომ გადაამოწმეს, სიხარულით გაგიჟდნენ.

დღეს ქართულ ფეხბურთში არც პირობებია და დიდი ხანია, წარმატებებსაც დავავიწყდით. მე მაინც მჯერა, რომ ჩავარდნა მალე დასრულდება და ამ მძიმე მდგომარეობას თავს დავაღწევთ. ისევე, როგორც ბევრ ქართველს, თავადაც "დინამოს" სტადიონთან არაერთი ღამე მაქვს ტროლეიბუსში გათენებული - ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი ასე უყვართ, შეუძლებელია, ეს სახეობა არ განვითარდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tkebuchava temuri
ჯონი გილოცავ გაიხარე
ჯიჯი
გაიხარე რაინდო,კაი საქმის მკეთებელი ღმერთს არასოდეს ავიწყდება,მე სულ არ ვიცოდი თქვენი არსებობის შესახებ,გაიხარეთ,დითხანს სიცოცხლეს გისურვებთ
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
სან მარინოსთან ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგებაა - ირაკლი გოგინაშვილს სხვა ევროპა უნდა
საქართველოს თასი. 1/16 ფინალი: "ვიტ ჯორჯია"-"სამტრედია" და სხვები
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
გია თავაძე: ბევრი გუნდი გვჭირდება, დღეში ერთი ვარჯიში კი ცოტაა
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
რა უთხრა მიშა მესხს რეალის პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
მამუკა მესხი: საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ადგილზე კორპუსების აშენება სურთ!
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
"ᕧᕕᓔ
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
PRO & CONTRA: ᕞ
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ᕚᓔᕕᓐᓜ ᓜᓝᓓᓘᓐ: "ᕓᕘᓜᕐᕛᓝᕓᓐᓜ" ᓮᓣᓠᕪᓘᓚᓐᓕᓐᓡ ᓒᕐᕛᓝ ᓬᓐᓛᓝᓕᓔᓓᕘᕗ