კლოპი, მიჩელი, დონადონი და დიდი სემი ავანსცენაზე

* სამი თვის გასვლის შემდეგ ტოპ-5 ლიგაში სულ რაღაც 13 სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდა. აქედან სამი - ბოლო ორ დღეში.

* ყველაზე უცნაური "კარპის" მწვრთნელ ფაბრიციო კასტორის მოხსნა და ერთ თვეში ისევ დანიშვნა იყო.

* მოხსნილთაგან ბოლო თანამდებობაზე ყველაზე დიდხანს ლუსიენ ფავრი იყო - შვეიცარიელი 3,5 წელი წვრთნიდა "გლადბახს".

ჟოზე მოურინიოს თავზე დამოკლეს მახვილია აღმართული და ერთი რომან აბრამოვიჩმა უწყის, როდის განგმირავს განსაკუთრებულს ის. წესით, დროა კიდევაც; რაფა ბენიტესი როცა იგებდა, მაშინ აკრიტიკებდნენ მას და ახლა "რეალმა" წაგებაც დაიწყო და... სინიშა მიხაილოვიჩს დღეებს უთვლიან "მილანში".

მოკლედ, წინ საინტერესო ამბები გველის. იქამდე კი ტოპ-5 ლიგაში სულ 13 ცვლილება განხორციელდა, ზოგიც საკმაოდ ხმაურიანი, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედის" ექსთავკაცის "რეალ სოსიედადიდან" გაგდება იყო დანიშვნიდან ერთი წლის თავზე...

ლა ლიგა

(3 ცვლილება)

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, დევიდ მოიესი მხოლოდ მესამე მწვრთნელია, ვინც წლევანდელ ლა ლიგაში მოხსნეს. პირველად მოთმინების ფიალა კანარის კუნძულებზე აევსოთ, სადაც "ლას პალმასის" მწვრთნელის სავარძელი დაკარგა პაკო ერერამ. 19 ოქტომბერს მე-19 ადგილზე მყოფ "ლას პალმასში" პაკოს ნაცვლად კიკე სეტიენი მივიდა. პაკო ერერა გამოცდილი კატალონიელი სპეციალისტია. ის გარკვეულ ხანს რაფა ბენიტესის ასისტენტი და სკაუტი იყო "ლივერპულში". სწორედ მან გადაიყვანა "ლას პალმასი" პრიმერაში, მაგრამ მერე აღარ დაუფასდა. არც კიკე სეტიენია ახალგაზრდა და გამოუცდელი, თუმცა კანტაბრიელს ეკვატორული გვინეის გაწვრთნით თუ გავიხსენებთ.

ზუსტად ერთ კვირაში მწვრთნელი ვალენსიაშიც შეიცვალა - "ლევანტეს" ხელმძღვანელობამ 49 წლის ლუკას ალკარასს "სოსიედადთან" განადგურება და ბოლო ადგილი არ ეპატია და ზუსტად დანიშვნიდან ერთი წლის თავზე მოხსნეს.

მეორე დღეს მის ნაცვლად "ლევანტეში" 45 წლის რუბი მივიდა. რუბი გემახსოვრებათ, აწ გარდაცვლილი ტიტო ვილანოვას სამწვრთნელო შტაბიდან "ბარსელონაში".

9 ნოემბერს ზუსტად ალკარასივით მოექცნენ დევიდ მოიესს, რომელიც "რეალ სოსიედადს" 2014 წლის 10 ნოემბრიდან წვრთნიდა, მაგრამ წარმატებას გუნდთან ერთად ვერ მიაღწია. მე-16 ადგილზე გაჩხერილი ბასკური კლუბი კი ეუსებიო საკრისტანმა ჩაიბარა.

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ახლა 51 წლისაა. ის იყო ფრანკ რაიკაარდის სტაფში "ბარსელონაში". ის წლები "ბარსას" მეორე გუნდს წვრთნიდა, რომელიც სეგუნდა ლიგიდან გავარდა.

სერია A

(4 ცვლილება)

მწვრთნელი სულ ოთხ გუნდს შეეცვალა, თან იტალიურ უცნაურობას ვერ ავცდით. 61 წლის ფაბრიციო კასტორიმ "კარპი" ისტორიაში პირველად გადაიყვანა სერია A-ში, იქ კი სექტემბრის ბოლოსვე მოხსნეს, რადგან კლუბი ბოლო ადგილზე იყო.

მის ნაცვლად უფრო ცნობილი სპეციალისტი ჯუზეპე სანინო მიიყვანეს, მაგრამ ზუსტად ერთ თვეში ისიც მოხსნეს. აქედან დაიწყო უცნაურობა, რომელსაც იტალიაში პირველად არ ჰქონია ადგილი - "კარპიში" ისევ კასტორი დანიშნეს.

ოქტომბრის ბოლოს მე-18 ადგილზე მყოფმა "ბოლონიამ" მოხსნა 55 წლის დელიო როსი. "ლაციოსა" და "პალერმოს" ყოფილი მწვრთნელი ბევრს მხოლოდ იმიტომ ახსოვს, რომ სათადარიგოთა სკამზევე სცემა ადემ ლიაიჩს, როცა "ფიორენტინას" წვრთნიდა. აბა, დელიო როსიმ რომ "ლაციოსთან" ერთად 2009 წელს იტალიის თასი მოიგო, ბევრს არ ემახსოვრება.

"ბოლონიაში" როსი რობერტო დონადონიმ შეცვალა, წარსულში ბრწყინვალე ფეხბურთელმა, რომელმაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრები ჩაიბარა და მას მერე მოხსნეს, რაც ევრო 2008-ზე მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან პენალტების სერია წააგო. დონადონი ბოლოს გაკოტრებულ "პარმას" წვრთნიდა, იმ ხელფასის დიდი ნაწილი მას ჯერაც ვერ აუღია და ვეღარც აიღებს.

და სულ ბოლო მსხვერპლებიც - გუშინ "სამპდორიას" ხელმძღვანელობამ მოხსნა წარსულში "ინტერის" სახელოვანი გოლკიპერი ვალტერ ძენგა და ახალ მწვრთნელს ეძებს. მთავარი კანდიდატი კი ვინჩენცო მონტელაა.

"პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ მოგებული მატჩის შემდეგ გააგდო მწვრთნელი ჯუზეპე იაკინი და მაშინვე დავიდე ბალარდინი დანიშნა. ძამპარინისგან გვიკვირს - მან იაკინი 25 თვის განმავლობაში გააჩერა პოსტზე...

ბუნდესლიგა

(2 ცვლილება)

ორი ცვლილება იყო გერმანულ ბუნდესლიგაშიც - შვეიცარიელი ლუსიენ ფავრი მართლაც კარგი სპეციალისტია, მაგრამ 20 სექტემბერს ის გადადგა, რადგან მისმა "გლადბახმა" სტარტზე ხუთი მატჩი წააგო.

მის ნაცვლად ყველასთვის უცნობი ანდრე შუბერტი მიიყვანეს და 44 წლის სპეციალისტმა სასწაული მოახდინა, "გლადბახმა" ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა. შუბერტი აქამდე გერმანიის 15-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა! სხვათა შორის, შუბერტი ახლაც მოვალეობის შემსრულებელია და არა მთავარი მწვრთნელი.

ოქტომბრის ბოლოს "ჰოფენჰაიმში" მარკუს გისდოლი მოხსნეს და მშველელად ჰოლანდიელი ჰუბ სტევენსი მიიყვანეს. 61 წლის სპეციალისტმა, რომელმაც "შალკეს" უეფას თასი მოაგებინა, უნდა უშველოს "ჰოფეს", რომ "სოფლის გუნდი" ბუნდესლიგიდან არ გავარდეს და მერე წავა.

ახალი სეზონიდან გუნდს სათავეში იულიან ნაგელსმანი ჩაუდგება, რომელიც 28 წლისაა და ის ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდება. ნაგელსმანს რეკორდს ხელს მხოლოდ სტევენსი თუ შეუშლის, თუ გუნდს ვერ გადაარჩენს და "ჰოფენჰაიმი" გავარდება...

პრემიერლიგა

(3 ცვლილება)

"ნისლიან ალბიონზე" უკვე სამი ცვლილება მოხდა - ოქტომბრის დასაწყისში ერთდროულად გადადგა დიკ ადვოკაატი "სანდერლენდის" მწვრთნელობიდან და მოხსნეს "ლივერპულის" თავკაცი ბრენდან როჯერსი.

ადვოკაატი დიდმა სემმა, სემ ელარდაისმა შეცვალა და მან უნდა იხსნას "შავი კატები" გავარდნისგან. აი, "ლივერპულში" კი იურგენ კლოპი მივიდა და 48 წლის გერმანელი დღესაც ყურადღების ცენტრშია. გერმანიის ორგზის საუკეთესო მწვრთნელს ურიგოდ არ დაუწყია მუშაობა "წითლებში".

დაბოლოს, "ასტონ ვილამ" ტიმ შერვუდი მოხსნა, რომელიც ურიგო ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ მწვრთნელად ჯერ ვერ ვარგობს. ის ფრანგმა რემი გარდმა შეცვალა, "ლიონის" ექსთავკაცმა.

ლიგა 1

(1 ცვლილება)

ტოპ-5 ლიგაში ყველაზე ადრე სამსახური მარსელო ბიელსამ დაკარგა - "ელ ლოკო" "მარსელიდან" 9 აგვისტოს გაუშვეს. გუნდი რამდენიმე დღით ფრანკ პასიმ ჩაიბარა, თუმცა მალე "მარსელში" მიჩელი მივიდა.

"რეალისა" და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა მწვრთნელობაში "ოლიმპიაკოსთან" ერთად საბერძნეთის ჩემპიონატის სამჯერ მოგებას თუ დაიკვეხნის, მაგრამ ბერძნულ სუპერლიგას ხომ ძირითადად, ისედაც "ოლიმპიაკოსი" იგებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
იტალიელი მწვრთნელები ფოკუსში: ჰკითხეთ კლაუდიო რანიერის!
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ფილიპო ინძაგის დღეს "ბოლონიას" ჩააბარებენ
ჩასათვლელი იყო თუ არა დეულოფეუს გოლი?
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს
თემურ ქეცბაიას შანსები "ნიუკასლის" მწვრთნელობაზე მკვეთრად გაიზარდა
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᕘ. ᓚᓘᓒᓐ 1. XXXVIII ᕢᓣᓠᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓤᓠᓗᓮᓘᓚᓘ "ᓚᓘᓚᓘ"
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
"გიჟი", რომელიც უფეხბურთოდ ვერ ძლებს - ბიელსამ 11-წლამდელთა გუნდი ავარჯიშა [PHOTO]
"ნიუკასლის" ფანების ფავორიტად აქამდე თემურ ქეცბაია რჩება
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
ისევ ნაკრებში - 67 წლის ბიელსამ ახალი სამსახური იშოვნა
კლოპი სამწვრთნელო კარიერის განახლებას გეგმავს - გერმანელს 2 ვარიანტი აქვს
მარსელო ბიელსა სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება, ამჯერად ევროპის გარეთ
"ლესტერის" მწვრთნელი: პრემიერლიგის ისტორიის საუკეთესო 2 გუნდთან წავაგეთ
პრემიერლიგის აუტსაიდერის ბოლო ცდა
ოფიციალურად - "ლივერპულის" მწვრთნელად სლოტი დანიშნეს
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ქართველი "ნიუკასლში" ახალ სიოს მოიტანდაო... თემურ ქეცბაიამ აპოელ-ი იუარა
მარსელო ბიელსა, შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს
ნაპოლი-ბოლონია. გამოხმაურება: "ნაპოლი" გვიან გაცოცხლდა
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას - კლოპის აგენტმა განმარტა
ოლიმპიაკოსი-იუნაიტედი 2:0 - ცუდი "წლის მატჩი" [VIDEO]
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
ემანუელე ჯაკერინი: კონტე დონადონიმ უნდა შეცვალოს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"ბარსელონამ" ხავის შესაძლო შემცვლელი ლა ლიგაში შეარჩია
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
გატუზოს ნაცვლად "მილანის" მწვრთნელად შეიძლება დონადონი დანიშნონ
ამ გუნდს არაფერი დაეწუნება: წინ ქეცბაია, შუაში მიჩელი, დაცვაში დე ბური, კარში პრიუდომი
13 თვის შემდეგ - ბიელსამ ახალი სამსახური იპოვა
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია: დიახ, ანტონიო კონტე ევრო 2016-ის შემდეგ წავა
ნაკრები და კლუბიც - კლოპი შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
"დეილი მეილი": ასეთი მწვრთნელი უნდა გაუშვა