"ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველმა კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება ჯერჯერობით ვერც ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს შეძლო
ირაკლი კლიმიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში რუსულ "კრასნოდარში" ისინჯებოდა და თითქოს პრემიერლიგაში ახალ გადასულ კლუბში დამკვიდრების შანსიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ტრანსფერი არ შედგა და ქართველმა ნახევარმცველმა კლუბი უკვე დატოვა. კლიმიაშვილმა ”კრასნოდარის" შემადგენლობაში ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგასა" და მოსკოვის ”დინამოს" წინააღმდეგ.

ჯერ უცნობია, ირაკლი ახლავე დაუბრუნდება ”ვიტ ჯორჯიას" თუ სეზონის განახლებამდე კიდევ სადმე შეეცდება დამკვიდრებას. ”კრასნოდარი" შეკრებაზე თურქულ ბელექშია და კლიმიაშვილიც იქ გასინჯეს, ”ვიტ ჯორჯია" კი სიდეშია და არ არის გამორიცხული, იგი ”ვეტერინარებს" იქვე დაუბრუნდეს.

”ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა თავის ფეხბურთელებს სინჯებზე წასვლისას არასოდეს აბრკოლებს და კლიმიაშვილის სხვაგან გადასვლა ჯერაც არ უნდა გამოვრიცხოთ. ირაკლის კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და მისი გაყიდვა ”ვიტ ჯორჯიას" ინტერესებში შედის.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულში რამდენიმე მატჩის ჩამტარებელი კლიმიაშვილი ყოველი სატრანსფერო ფანჯრისას ცდილობს კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას, მაგრამ საწადელს ჯერ ვერ მიაღწია. იმედია, სურვილს მალე აისრულებს.

ninia
11111111111
ninia
კლიმო ჯერ ფეხბურთის თამაში ისწავლე და მერე იჩალიჩე.
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ