"ზესტაფონი" ესპანეთში პირველ ამხანაგურ შეხვედრას ხვალ ევროპის ლიგაში ”იუვენტუსის” ჯგუფში ჩამტოვებელ პოზნანის ”ლეხთან” გამართავს

"ზესტაფონი" ესპანურ ესტეპონაშია და პირველი ვარჯიშებიც ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი ყოველდღიურად ორ წვრთნას ჩაატარებს, გამონაკლისი მხოლოდ ის დღეები იქნება, როცა ფეროელები მატჩებს გამართავენ.

გეგუჩაძის განკარგულებაში მყოფი 24-ივე ფეხბურთელი ვარჯიშობს, მაგრამ გიორგი ხიდეშელი ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ზესტაფონელთა ცენტრალურ მცველს მიკროტრავმა აქვს და მწყობრში მალე ჩადგება.

ესპანურ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონატის ლიდერები პირველ ამხანაგურ შეხვედრას ხვალ ჩაატარებენ. მათი მოწინააღმდეგე ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში გასული და ჯგუფში ”იუვენტუსის" ჩამტოვებელი პოზნანის ”ლეხი" იქნება. ისიც გეხსომებათ, სეზონის სტარტზე პოლონელებმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან თერთმეტმეტრიანების სერიით ქართველებით სავსე ბაქოს ”ინტერი" რომ გამოთიშეს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ევროასპარეზისგან განსხვავებით, სახელოვანი ხოსე მარია ბაკეროს გუნდი პოლონეთის ჩემპიონატში ვერ ყოჩაღობს და ამჟამად მხოლოდ მე-10 ადგილზეა.

”ზესტაფონმა" ვარჯიში ესტეპონას სპორტკომპლექსშიც მოასწრო და მარბელას საფეხბურთო ცენტრის გაზონიც მოსინჯა. სწორედ იქ გაიმართება ”მარბელას თასის" გათამაშება, სადაც ქართველებიც იასპარეზებენ. უკვე გაირკვა ”ზესტაფონის" მეტოქე ამ ტურნირის მეოთხედფინალში. გეგუჩაძის შეგირდები 2 თებერვალს ურთიერთობას პრაღის ”სპარტასთან" გაარკვევენ. ”სპარტა" ჩეხეთის პირველობაზე მეორე საფეხურზეა, გუნდს ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი იოჟეფ ხოვანეცი წვრთნის.

"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა