მოჭადრაკე ვაჟთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალში ეროვნულმა ოსტატმა დავით ზარქუამ დიდოსტატ ლევან ფანცულიას სძლია
გუშინ თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდა მოჭადრაკე ვაჟთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც თავიდან სხვადასხვა ქალაქის 16 წარმომადგენელი ჩაება ნოკაუტსისტემით. ფინალში, როგორც გაუწყეთ, დიდოსტატი ლევან ფანცულაია და ეროვნული ოსტატი დავით ზარქუა გავიდნენ.

ოთხი კლასიკური პარტიის ყაიმით დამთავრების შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა ტაიბრეიკებში უნდა გამოვლენილიყო. ორი 25-წუთიანი პარტიაც ყაიმით დამთავრდა, ხუთწუთიან ბლიცებში კი ზარქუამ 2:0 აჯობა მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა. მესამე ადგილისთვის პაექრობაში ლუკა პაიჭაძემ გიგა ყუფარაძე დაჯაბნა.

ამდენად, საბოლოოდ გაირკვა არა მარტო მედლების, არამედ ფულადი პრიზების მფლობელთა ვინაობაც. ოქროს მედალთან ერთად მთავარი ჯილდო 4000 ლარი ზარქუას ხვდა. მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ფანცულაიას და პაიჭაძეს, შესაბამისად, 3500 და 3000 ლარი ერგოთ, ყუფარაძეს 2000 ლარი, ხოლო V-VIII ადგილოსნებს: კონსტანტინე შანავას, თამაზ გელაშვილს, თორნიკე სანიკიძესა და გიორგი მარგველაშვილს 500-500 ლარი გადაეცათ.

გამარჯვებულები და პრიზიორები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დაააჯილდოვეს.

”ჩემს საჭადრაკო კარიერაში ეს არის უბედნიერესი დღე, - სიხარულს ვერ მალავდა დავით ზარქუა. - ასეთ დაძაბულ და უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ ტურნირში თუ გავიმარჯვებდი და ჩემპიონობას მოვიპოვებდი, ნამდვილად არ მეგონა. ვეცდები, საერთაშორისო ტურნირებშიც წარმატებით ვითამაშო და უახლოეს მომავალში დიდოსტატობას მივაღწიო.

გია გალდავა: საქართველოში ყოველთვის იყო ჭადრაკის პრიორიტეტი და დღესაც ასეა. სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს ბრძენთა თამაშს და თანადგომას არ აკლებს. სასიამოვნოა, რომ ბოლო დროს წინა პლანზე ახალგაზრდები გამოვიდნენ. ეს ნაკრებში მოსახვედრად კონკურენციას გაზრდის. როგორც ქალთა, ისე ვაჟთა შორის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს წარმატებას ვულოცავ. სახელმწიფო მათ როგორც ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე ამ შეჯიბრებებისთვის მოსამზადებელ ტურნირებზე გასამგზავრებლად დააფინანსებს. იმედია, ისინი საერთაშორისო სარბიელზეც გვასახელებენ.

გია გიორგაძე: ვაჟთა წლევანდელი ჩემპიონატი დიდოსტატებისა და სპეციალისტების თხოვნით ნოკაუტსისტემით ჩავატარეთ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატები და თასის გათამაშებაც სწორედ ამ სისტემით იმართება. ამდენად, ეს შეჯიბრება ჩვენებისთვის კარგი რეპეტიციაც იქნება.

ჩემპიონატმა რამდენიმე ახალგაზრდა მოჭადრაკე გამოავლინა. დავით ზარქუას მივულოცავ ჩემპიონობას. ის რეიტინგით მე-16 იყო, მაგრამ ბრძოლისუნარიანობითა და ჟინით გამოირჩეოდა, ამიტომ წარმატებასაც მიაღწია. მჯერა, რომ ჩვენს ამქარს მალე კიდევ ერთი ძლიერი დიდოსტატი შეემატება. ზარქუამ ფანცულაიასთან ერთად ნაკრებში დაიბევა ადგილი და, იმედია, ისინი წლევანდელ გუნდურ შეჯიბრებებში გვასახელებენ.

- ქალთა ჩემპიონატზე რას გვეტყვით?

- ანაკლიაში შეჯიბრება შესანიშნავად იყო ორგანიზებული. მაია ლომინეიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღირსია, იყოს საქართველოს ნაკრების წევრი. იგივე ითქმის ბელა ხოტენაშვილსა და ნინო ხურციძეზე. მართალი გითხრათ, მეტს მოველოდი ნაზი პაიკიძისგან, რომელიც ტურნირის რეიტინგფავორიტი იყო, თუმცა მთლად ურიგოდ არ უასპარეზია, - ოცწლიანთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ფედერაცია მასთან მომავალში განაგრძობს მუშაობას.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ანაკლიაში გამართულ შეჯიბრებას ესწრებოდნენ ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ სტურუა და კაპიტანი ნინო გურიელი, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ მოჭადრაკეთა პარტიებს და შეჯიბრებების შემდეგ საქმიან რჩევა-დარიგებებს აძლევდნენ მათ.

ჩემპიონატმა დადებითად იმოქმედა რეგიონის საჭადრაკო ცხოვრებაზე - იქაურ მწვრთნელებს ამ დღეებში ხელფასები გაეზარდათ, ადგილობრივი ხელისუფლება საჭადრაკო კლუბის გარემონტებას შეგვპირდა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემპიონატის მასპინძლებსა და ორგანიზატორებს, რომლებმაც ასპარეზობის მონაწილეებს პაექრობისა და აქტიური დასვენების შესანიშნავი პირობები შეუქმნეს.

- მოჭადრაკე ქალთა ჩემპიონატი წლეულს თურქეთში უნდა გამართულიყო..

- დიახ, მაგრამ ევროპის საჭადრაკო კავშირმა მას ეს უფლება ჩამოართვა - კონტრაქტი გაუუქმა ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო. კერძოდ, თურქებმა დეპოზიტის თანხა არ გადაიხადეს, საპრიზო ფონდის საგარანტოს წერილი ვერ წარადგინეს. იყო სხვა წვრილმანი დარღვევებიც. ჩემპიონატის სამასპინძლოდ ახალი ტენდერი გამოცხადდა.

2011 წელი საქართველოში მოჭადრაკე ქალთა წლად გვაქვს გამოცხადებული, რადგან რამდენიმე ტიტულოვან დიდოსტატს საიუბილეო თარიღები უსრულდება. გადავწყვიტეთ, შანსი გამოვიყენოთ - ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ და იგი ჩვენს მანდილოსნებს მივუძღვნათ. ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივას მხარი დაუჭირეს სპორტის სამინისტრომ და თბილისის მერიამ, რომლებმაც თანადგომა აღგვითქვეს. ჩვენმა გენერალურმა სპონსორმა ”სოკარი ენერჯი ჯორჯიამ" ევროპის ჩემპიონატის ძირითადი დამფინანსებლის როლი იკისრა - საპრიზო თანხის (100 000 ევრო) ნახევარს გაიღებს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველა პირობა შეიქმნა ქალთა ევროპის ჩემპიონატის თბილისში გასამართავად. ამის თაობაზე უკვე ველაპარაკე ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ სილვიო დანაილოვს და სათანადო საბუთებიც გავუგზავნე, ისიც დავძინეთ, რომ შეჯიბრების მასპინძლობას მაისამდე ვერ შევძლებთ. იმედია, ევროპის საჭადრაკო კავშირი მხარს დაგვიჭერს.

kopala
ყველაფერში ვეთანხმები ბატონ გია გიორგაძეს გარდა იმისა,რომ პაიკიძე მგონი მე-9 ადგილზე გავიდა და რომ აჯობა არაბიძეს და დანელიას ესაა საუკეთესო შედეგი და წარმატებული?
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..