ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ესტონეთი-საქართველო 3:0 - ოცნებების სასაფლაო ტალინში [VIDEO+PHOTO]

ესტონეთი-საქართველო 3:0 - ოცნებების სასაფლაო ტალინში [VIDEO+PHOTO]

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო ესტონეთში და მნიშვნელოვნად გააუფერულა ის შთაბეჭდილება, ბოლო შეხვედრებში კარგი თამაშით რომ დაგვიტოვა.

ფაქტია - ოცნება იმის თაობაზე, რომ ესტონეთის დონის გუნდებს უნდა ვუგებდეთ, ტალინში დაიმსხვრა...

სასიამოვნო 10 წუთი

მეტოქემ თავიდანვე ის სათამაშო გზა აირჩია, რომელსაც ველოდით. ბალტიისპირულმა ნაკრებმა პრესინგი შემოგვთავაზა როგორც საკუთარ, ისე ჩვენს მოედანზე. პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ნომრად თამაშს ცდილობს, მაგრამ მაინც ეხამუშება, რადგან წლებმა დაცვაში ჩამჯდარი გუნდის დამღა დაგვასვა და ამის შეცვლას დრო სჭირდება.

არადა, რა სასიამოვნოდ ჩანდა ის 10 წუთი, როცა საქართველოს ნაკრები პირველი ნომერი იყო მინდორზე, როცა ესტონეთი მისსავე ნახევარზე გამოვკეტეთ... მაშინ საქართველოს ნაკრები იყო ის გუნდი, რომელიც მომავალში უნდა იყოს.

თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველოს პირველ ნახევარში თამაში არ გამოუვიდა. ეს, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო. განსაკუთრებით, მინდვრის ცენტრში - იქ ხომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა. ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი რომ ყოფილიყვნენ, სულ სხვა თამაში იქნებოდა...

ახლა კი საქართველოს ნაკრებში დადგა გამოუცდელობისა და შეუთამაშებლობის პრობლემა. რიგი ფეხბურთელები ჯერ არ არიან მზად იმ დიდი დატვირთვებისა და პასუხისმგებლობისთვის, რასაც ნებისმიერი საერთაშორისო მატჩი გულისხმობს.

რასაც ჰქვია ნაღდი საგოლე მომენტი, მხოლოდ ერთი გვქონდა. ესტონეთი შეტევაში უფრო მწვავე იყო. მათგან, განსაკუთრებით, კონსტანტინ ვასილიევი გამოირჩეოდა. პოლონური "იაგელონიას" ცენტრალური ნახევარმცველი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია.

რომ არა გიორგი ლორიასა და ჩვენი მცველების კარგი თამაში, ამავე დროს, ესტონელთა უზუსტობა, პირველ ტაიმში ბალტიისპირელები ანგარიშს აუცილებლად გახსნიდნენ. განსაკუთრებით კარგი შანსი ჰქონდა კამსს, ვინც რაღაც სასწაულით გადააცილა ბურთი ჩვენს კარს.

კოშმარი

კოშმარი! - დიახ, ასე შეგვიძლია ვუწოდოთ იმას, რაც მეორე ტაიმში ვიხილეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კახა ცხადაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების ყველაზე ცუდი მატჩი და ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი რამ აღარ განმეორდება.

რაც ყველაზე მეტადაა გასაკვირი, ესტონეთის ნაკრებმა სათამაშო კლასით დაგვჯაბნა. ამის დასტურად ბალტიისპირელთა მიერ ჩვენს კარში გატანილი გოლები გამოდგება. ტაიმის დასაწყისში შექმნილი ერთადერთი საგოლე მომენტი კი თავის დასამშვიდებლად ვერაფრით გამოდგება.

საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელს თითქოს სიმძიმეები ეკიდა ფეხზე. ეს მაშინ, როცა ესტონელები "დაფრინავდნენ". თვალსაჩინო იყო მათი უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაში. მეტოქე თამაშის სურვილით იწვოდა, მაშინ, როცა ჩვენებს თამაშის სურვილი არ ეტყობოდათ.

ჩვენი დაცვა კი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო "მარტივ მამრავლებად" დაიშალა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მხოლოდ დებიუტებითღა გავიხარეთ. საქართველოს ნაკრების მაისურა პირველად მოირგეს ნახევარმცველებმა - ლუკა ჰუფნაგელმა და ზაქარია ბეგლარიშვილმა.

მთავარი პრობლემა

შედეგი, თავისთავად, ძალიან ცუდია. ვერაფრით დაარქმევ რიგით მარცხს იმ წაგებას, როცა ესტონეთის დონის გუნდთან ნადგურდები. ამაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს შემადგენლობის სიღრმე.

გუშინ, არაერთი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნაში, ჩვენ ვნახეთ ის მოთამაშეები, რომელთაც ეროვნულ გუნდში თამაშის ამბიცია აქვთ. ვნახეთ და პირდაპირ უნდა დავწეროთ - მათი უმრავლესობა ამ დროისთვის არ არის მზად ქვეყნის მთავარ კრებულში სათამაშოდ.

არადა, მუნდიალის შესარჩევ ციკლში ცხადაძის გუნდს შემადგენლობის სიღრმე ძალიან სჭირდება. სხვანაირად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება უელსთან, ავსტრიასთან, ირლანდიასა და სერბეთთან ბრძოლა. და ნურც მოლდოვას ამოვაგდებთ სათვალავიდან.

საკამათო არავისთვისაა - ჩვენი მომავალი მეტოქეები კადრების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან და მათ თითო პოზიციაზე ორი სრულფასოვანი მოთამაშე ჰყავთ. ჩვენთან ასე არ არის.

ჩვენ ვაკრიტიკებთ მარჯვენა მცველს, უჩა ლობჟანიძეს, რეალურად კი მისი დონის მარჯვენა მცველი არ გვყავს. ვაკრიტიკებთ ჯანოს და ოქრიაშვილს მაშინ, როცა არ გვყავს მათი შემცვლელები. ვაკრიტიკებთ ლევან მჭედლიძეს და თავდასხმაში მისი უღლის გამწევი არ ჩანს.

გნებავთ, კენჭი დაარქვით და გნებავთ, ლოდი - პირველ რიგში, ჩემს ბოსტანში ვისვრი და მერე ზოგადად - ქართული მედიის. ნაწილობრივ ჩვენი შექმნილიცაა ის მოლოდინი, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს სანაკრებო შანსები სჭირდება და მერე ის "გაფრინდება".

არა, ბატონებო - გნებავთ, საქართველოს ჩემპიონატში და გნებავთ, უცხოურ კლუბში ერთი-ორი კარგი მატჩი არ არის საკმარისი, რომ სანაკრებო დონე დააკმაყოფილო.

იხილეთ ფოტოგალერეა

პრესტიჟის მატჩი

ახლა საქართველოს ნაკრებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტირანაში, 16 ნოემბერს გასამართავ ამხანაგურ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთთან.

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ბევრი რამ. მათ შორის ის, რომ ესტონური ფიასკო ერთი, გამონაკლისი შემთხვევა იყო; რომ ბოლო დროის მონაპოვარი წყალში არ ჩაყრილა; რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ!

ესტონეთის ნაკრებიდან ერთი გოლი პიკმა გაგვიტანა. ახლა საქართველოს ნაკრებში პიკის საათის დრო არაა! არადა, ტალინში ასე იყო...

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

11.11.15. ტალინი. "ლე კოკ არენა". 2 000 მაყურებელი

ესტონეთი-საქართველო 3:0

გოლები: 1:0 პურიე (60), 2:0 პიკი (65), 3:0 გუსევი (88)

საქართველო (5-2-2-1): ლორია - კაკაბაძე, გრიგალავა (68. ჰუფნაგელი), კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (68. ფოფხაძე) - კანკავა, ცინცაძე (72. დაუშვილი) - კობახიძე (46. ჭანტურია), ყაზაიშვილი (78. ბეგლარიშვილი) - ვაწაძე (46. ცხადაძე).

სათადარიგოები: რევიშვილი, მაკარიძე, გველესიანი, გელაშვილი, ფალავანდიშვილი.

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

ესტონეთი (4-5-1): აკსალუ - იაგერი, ბარანოვი, კალვანი, პიკი (66. გუსევი) - კამსი (54. პური), დმიტრიევი (81. ლინდპერე), ვასილიევი (90. ფროლოვი), მეტსი, კალასტე - პურიე (73. საპინენი).

სათადარიგოები: ლონდაკი, ბარენგრუბი, იურგენსონი, ალიკუ, ლუტსი, ზენიოვი.

მწვრთნელი: მაგნუს პერსონი

არბიტრი: რაიმონდ კრანგლი (ჩრ. ირლანდია).

მატჩის სტენოგრამა

5' - ყაზაიშვილი კარგ პასს უკეთებს ვაწაძეს, ვისაც ესტონელთა კარში დარტყმა აგვიანდება.

7' - ვასილიევი შორიდან თავზე უგდებს ბურთს კარიდან წინ გამოსულ ლორიას. უშედეგოდ.

11' - კობახიძე სახიფათოდ აწვდის საჯარიმოში. ბურთს ესტონელთა მეკარე აკსალუ ეუფლება.

15' - კობახიძე შორიდან ურტყამს. ბურთს აკსალუ იგერიებს.

16' - გურამ კაშიას თავური და აკსალუ "ცხრიანიდან" ხსნის ბურთს.

18' - გრიგალავა სახიფათოდ აწვდის ესტონელთა საჯარიმოში. კალასტე ბურთს კუთხურზე იგერიებს.

18' - ესტონელთა კონტრშეტევა. კამსს ვერ გააქვს. გადაგვარჩინეს ჯერ ლორიამ და მერე ნავალოვსკიმ.

20' - ყაზაიშვილის დარტყმულს მეკარე ეუფლება.

28' - ვასილიევის შორეული ჯარიმა. ლორია ბურთს ხელებში აფიქსირებს.

37' - ვასილიევის პასის შემდეგ კამსს და პურიეს ვერ გააქვთ. ორჯერვე სასწაულით გადავრჩით.

41' - ვასილიევის ჯარიმა. ლორიამ თითქოს კარი "დაკარგა", მაგრამ ბოლოს მაინც მოიგერია ბურთი.

45' - საქართველოს ნაკრების მრავალსვლიანი კომბინაცია. ნავალოვსკის აკსალუმ აჯობა.

47' - ჭანტურიას დიდებული პასი და ცხადაძის თავური. ესტონეთის ნაკრები აკსალუმ გადაარჩინა.

60' - ვასილიევი ქართველთა საჯარიმოში აწვდის. კაშია ცდება. ბურთი პურიეს მისდის, ერთი მოძრაობით ატყუებს კანკავასა და ამისულაშვილს - 1:0.

65' - კალასტეს დაბალი, გასწვრივი პასი პიკს, რომელიც ერთი შეხებით ურტყამს ახლო კუთხეში - 2:0.

72' - ყაზაიშვილის დარტყმა ესტონელთა კარს სცდება.

88' - ვასილიევის პასის შემდეგ შეცვლაზე შესული გუსევი მცველების უყურადღებობით სარგებლობს და საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს - 3:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• luk

ბრძოლაში წაგებულ თამაშზე ოდესმე რამე გვითქვია? უბრალოდ დაგვნანებია რო აი ვიბრძოლეთ და წავაგეთ. რო არ კი არა ვერ იბრძოლებ,თანაც ესტონეთთან ეგაა რო გულს გვტკენს,მოიცა რახან ამხანაგურია ბოლომდე არ უნდა დავიხარჯო? აბა როგორ გავიგებთ მაშონ მაგალითად გერმანიასთან როგორ ითამაშებს ესა თუ ის ფეხბურთელი თუ ბოლომდე არ დაიხარჯა? მერე რა რო წავაგეთო,ეგაა ზუსტად ფსიქოლოგია,ამხანაგური გინდა რო გარისკო,ახალი რამე მოსინჯი,თავზე ხელი აიღო სალტოები აკეთო , ამხანაგურშოც თუ დაცვაში ჩამიჯექი,ოფიციალურში რაღას ველოდო? ფეხბურთში და საერთოდ სპორტში როცა ხედავ რო მეტოქე გჯობია თავხედურად უნდა ეთამაშო. თუ ვალის მოხდის მიზნით ჩამოდიხართ თქვე დალოცვილებო მოიმიზეზეთ ოქრიაშვილივით ოჯახური პრობლემები და დარჩით სახში,არ გადაგვაყოლეს!...

• vova

777 რას იზავ?! ეს არის დღევანდელი ქართული ფეხბურთი ტუ არ ეხვეწე და არ მითითე არ იციან სად უნდა გაიქცენ და სად რომელი ფეხი მოიქნიონ!

• MARADONA

ერთი და იგივე ბლაბლაბლა. გული მერევა უკვე.ეს უნდა გამოვიყენოთ მომავლისთვის ,ეს ამხანაგური იყო,ეს გვაკლდა ის გვაკლდა.ქეცბაიაზე რომ კრუნჩხვები ემართება ბევრს,ეს ხომ მოკლედ მოურინიოს გადაასწრებს რა. როცა მასალა ბრაკია ხარისხიან სახლს ვერ ააშენებ. ქეცბაია ნორმალური მწვრთნელია. შეიძლება საუკეთესოც კი საქართველოს მაშტაბებით.. მისი დანაშაული ის არის რომ ამ .... და .... გაწვრთნას დათანხმდა. არაპროფესიონალიზმი 99 პროცენტის.უკლასობა. ჭყპყ გუდების სათადარიგოებში ჯდომა. აი ეს არის მიზეზები და არა რაღაც იდიოტური რამეებუი. უპირატესობას მოედანე ქმნის კარგი ტექნიკის და კარგი ფიზიკური მომზადების მქონე ფეხბურთელები. ლოთები და ნარკამანები ფეხბურთს ვერ თამაშობენ!!!

• 777

დავაკვირდი იმას, რომ ცხადაძე მთელი თამიშის განმავლობაში, განუწყვეტლივ იძლეოდა მითითებებს, რომ იტყვიან წიოდა და ყვიროდა. იმ ფეხბურთელების ადგილას ნამდვილად არ ვისურვებდი ჩემს თავს. კარგად როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთელმა, როცა მწვრთნელი გკარნახობს მარჯვენა ფეხი უნდა მოიქნიო თუ მარცხენა. ასეთი ქცევა ძალიან მოქმედებს ფეხბურთელზე და თამაშის ხარისხზეც.

• KGH

ისიანს მიაქციოს ყურადღება ცხადაძემ (სიონში თმაშობს) ლობჟანიძის ერთ ხაზზე ტროლეიბუსივით სირბილს ნამდვილად აჯობებს

• toka77

ბაჩანა დატოვე სახლში კიდევ.. დავიგალე ამ ნეპოტიზმით. აცადეთ ვაწაძეს

• toka77

რატომ არ აქვეყნებთ. იმ ორ ... კომენტატორების შესახებ. რასაც გინდათ იმას აქვეყნებთ. ხომ არ ვაგინებ გავაკრიტიკე რომ ეგეთები არ უნდა უძღვებოდნენ მატჩებს. ქეცბას გინების მეტს რომ არაფერს აკეთებენ. გამოაქვეყნეთ ნუ ბლოკააავთ.

• Megatron

საერთოდ უნდა გამოვიდეთ ფიფა-უეფადან და სამოყვეარულო დონეზე დარჩეს ფეხბურთი ამ ქვეყანაში. ამდენ სირცხვილსაც ავირიდებთ თავიდან ..... სანამ რეჟიმის და დისციპლინის მნიშვნელობას არ გაიგებენ სათითაოდ , იქამდე მუდამ ასეთი შედეგები იქნება .

• გამოსავალი!!!

გამოსავალი: 1. საქართველოს ჩემპიონატი 10 გუნდამდე უნდა დავიდეს; 2. სახელმწიფო ინვესტიცია უნდა ჩადოს ფეღბურთის განვითარებაში და ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს იმ 10 გუნდს ვინც უმაღლეს ლიგაში ითამაშებს; 3. წახალისებული უნდა იქნას ყველა ბიზნესმენი ვინც კლუბების მეპატრონეები არიან ან გაუწევენ სპონსორობას; 4. ყველა ქართველი ფეღბურთელი ვინც ე.წ. „ჭ“ კლასის გუნდებში თამაშობენ ან სათადარიგო სკამებზე ატარებენ ძირითად დროს უნდა დავაბრუნეთ ქართვულ კლუბებში; 5. მაყურებლის სტადიონზე დასაბრუნებლათ უნდა გაკეთდეს ყველაფერი (რეკლამა, სხვადასხვა ღონისძიებები, სამხედროების მიპატიჟება სტადიონებზე და ა.შ.); 6. მწვრთნელების გადამზადება.

• თემო

ესტონეთი გვეთამასა 4-5-1 სქემით, ჩვენ 5-2-2-1 და მე ვფიქრობ, რომ თავშივე წავაგეთ..მე უფრო ის მიკვირს, რატომ არაფერი არ შეცვალა მწვრთნლმა (მწვრთნელებმა) პირველი საშინელი ტაიმის შემდეგ? ხომ ხელისგულზე იდო, რომ წაგება არ აგვცდებოდა? და კიდევ მთავარი.. რიტორიკულია მაგრამ მაინც...ბოლოს როდის ნახეთ ( ერთი ჰა ორი 10 თამაშში არა რაა) ჩვენი მეხბურთელების მიერ მოტყუებული მცველი? (აკი მატავი იყო ჩვენი კოზირი? ზედმეტიც კი) მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ცხადაძემ აქცენტი ალბანეთზე გააკეთა და "წაავარჯისა" ბიჭები ყრუ დაცვაზე ((( ... აქედან რაც გამოვიდა ვნახეთ (ორი ნახევარმცველით რომ 5-ს ვერ გავულკლავდებოდით ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო. აკი შეტევა ყველაზე უკეთესი დაცვააო? ეხლა იმის შესახებ, საერთოდ გვეშველება თუ არა! 1.ფეხბურთელები ქუჩაში და სოფლებში იზრდებოდა - ეგ მოკვდა თუ მოკლეს. 2. ათობით საბავშვო კლუბები თუ სექციებია სადაც არც და ვერც გაიზრდება ფეხბურთელი, რადგან "მწვრთნელები" ბავშვებს ხელებში ( უფრო სწორია მათ მშობლებს) შეჩერებიან და ბიზნესად აქვთ გადაქცეული, თუმცა ის არ ესმით, რომ ბიზნესმენი უნდა იყოს მინიმუმ წესიერი თუ უნდა წარმატებულიმ იყოს (არაფერს ვამბობ განათლებაზე, შრომისმოყვარეობაზე და ა.შ. 3. ორი ათეული წელია ფერხბურთში "თამაშობენ" ადამიანები, რომლებსაც ამბიციის და პატუივმოყვარეობის გარდა არაფერი ამოძრავებთ. 4. ფეხბურთს მართავს ყოვლად უწესო და უპრინციპო ადამიანები (გაიხსენეთ ნემსაძის შემთხვევა, თუნდაც სულ ცინცხალი - აღმასკომის საქციელი, როცა ერთს უჭერდნენ ღიად მხარს და ეხლა "გადმობარგებაზე" უხერხულობაც არ შექმნიათ) ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა გუშინდელმა დღემ ერთზე მიმანიშნა..მეეჭვება კობიაშვილმა შეძლოს.. კარგი ფეხბურთელი იყო - კი ბატონო, მაგრამ ეგ საკმარისი იქნება დაანგრიოს ის რაც დასანგრევია?

• glaxuna

ეს შ ი შ ე ბ ი რა აქვთ ამ ფეხბურთელებს ასეთი...რისი გ ე შ ი ნ ი ა თ?! ქართველს ო მ შ ი წასვლა არ ეშინია,და ფეხბურთის მოედანზე გასვლის... მეტოქის დანახვისთანავე შ ე შ დ ე ბ ი ა ნ,მერე შემობრუნდებიან და ან უკან გააკეთებენ პასს,ან ბურთს მოიშორებენ აქეთ-იქეთ, ან თავისი ბურთიანად უკან წამოვლენ... ბურთიან მეტოქეს მინიმუმ 3 მეტრიან სივრცეს აძლევენ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში, ა რ გინდათ ბურთის დანახვაც კი,არათუ მიღებაც და საერთოდ თ ა მ ა შ ი?! მაშინ რ ი ს თ ვ ი ს გადიხართ მოედანზე?! ვ ე ფ ხ ვ ე ბ ი ვ ი თ უნდა დაფრინავდნენ აღტაცებით და მუდამ ბურთის დაუფლებისათვის შეუპოვარი ბრძოლით,აგრესია და ნებისმიერი მეტოქე არა მარტო ფიზიკური წნეხის,ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უნდა მოაქციო თუ სტრატეგიაში,ტექნიკაში,ორგანიზებულობაში,თვით ფიზიკაშიც გჯობნიან.. ესენი ი თ ი შ ე ბ ი ა ნ პატარა ბავშვებივით... და გ ვ ა რ ც ხ ვ ე ნ თ თქვენი მუდამ მ შ ი შ ა რ ა თამაშით,რა არ გ ე ს მ ი თ?! კაცობა და ჟ ი რ კ ა საერთოდ აღარა გაქვთ?! თუ ბოლო-ბოლო რ ა შ ი ა საქმე,ვერასოდეს ვერ უნდა ამოიხსნას ?! მ ო ა შ ო რ ე თ მშიშარა ადამიანები სპორტის სამყაროს და ფეხბურთს... მწვრთნელებიან -სპორტსმენებიანად! მოკლედ რ ი ს თ ვ ი ს იყვნენ მოედანზე,ე ს ე ც აღარც იცოდნენ,ისე დაიბნენ შ ი შ ი ს ა გ ა ნ...

• amxanaguri iyo

ამხანაგურ მატჩს, თუნდაც წაგებულს, ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა მოჰყვეს.

• madredista

"ჩვენი მცველების კარგი თამაში" დიდი ბოდიში მაგრამ უყურეთ თამაშს? ეს იყო კარგი თამაში? სირცხვილია!!! ცენტრალური მცველები უნდა გადახალისდეს!!!

• koachich

იმაზე რატომ არ წერთ არაფერს რომ მწვრთნელი თავის შვილს ტენის ნაკრებში? ნომრალურია ეს? თამაშI რომ იცოდე კიდევ ხო მარა აშკარად არ არის სანაკრებო დონის

• ქომაგი

ამ თამაშმა ძალიან ცუდ ხასიათზე დამაყენა და რა იმედიც მქონდა ეგეც საბოლოოდ მომიკლა, თითქოს სათქმელიც არაფერი დარჩა და გამოჩნდა ყველაფერი! ერთი კი არის მწვრთნელს აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა, ძალიან მარტივი რამეცაა თუ ფიზიკაში უჭირს ფეხბურთელს რაც არ უნდა ძლიერი იყოს მაინც შეცდომებს დაუშვებს, დაიგვიანებს, სისწრაფე არ ეყოფა, ზუსტ პასს ვერ გააკეთებს და ა.შ. თუ კარგად დავაკვირდებით ფიზიკაში ყველა სპორტის სახეობაში გვიჭირს, წარმატებულებშიც კი (მაგ. ძიუდო, რაგბი, კალათბურთი) ბევრად ადვილად შესამჩნევია ჩვენების დაღლა. საქართველოში არ არის კვალიფიციური ფიზიკური მომზადების მწვრთნელები, მეორეც სავარაუდოდ აქ საქმე არის გენეტიკაშიც , ალბათ აღარ არის ამ რეგიონში დაბადებული ადამიანი ამ კომპონენტში ძლიერი. ამ საკითხებზე უნდა მოხდეს დაფიქრება, საჭიროა სკოლაში პირველი კლასიდანვე დაიწყოს ამ მხრივ მუშაობა და თუ სპორტში არ წავა სამომავლოდ ბავშვი ჯანმრთელობას მაინც გაიკაჟებს, საჭიროა ფიზიკური მომზადების მწვრთნელების გაშვება ტრენინგ–სწავლებაზე საზღვარგარეთ თან დიდი რაოდენობით და შემდეგ ამ ხალხის დასაქმება ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში და სპორტულ გუნდებში, რეგიონებში ამ მხრივ ზალიან ცუდი სიტუაციაა და არც თბილისშია სახარბიელო (ბავშვთა საფეხბურტო გუნდებს საერთოდ არ ყავთ ფიზიკური მომზადების სპეციალისტები). კარგი მაგალიათია აშშ საკალათბურთო სკოლები, სადაც NBA_ზე სახელოვანი მწვრთნელები სკოლებში არიან თავმოყრილნი და მომავალზე უფრო მეტი დრო და ენერგია იხარჯება. ასევე აუცილებლად საჭიროა შესაბამისი სამედიცინო სპეციალისტები, სპორტული შეჯიბრებისას უკვე ნათლად ჩანს (გამონაკლისებიც არსებობს) რომ ქართველები ძალიან ჩამორჩებიან ფიზიკურ მონაცემებში (სიმაღლე, კუნთოვანი მასა, აგებულება) უცხოეთში ამ საკითხზეც საკმაოდ მუშაობენ და ხდება ბავშვის სწორად ზრდა–განვითარება. კიდევ უფრო საყოველთაო უნდა გახდეს სპორტის ყველა სახეობა, სავალდებულოც უნდა იყოს ყველა ბავშვმა იაროს რომელიმე სპორტულ წრეზე, ფსიქოლოგიაც სწორად განუვითარდებაც ბავშვებს, უფრო ჯანმრთელებიც გაიზრდებიან და სპორტშიც მეტი სასელექციო არეალი იქნება. საბოლოოდ შევაჯამებ: საჭიროა დავისახოთ მინიმუმ 10-15 წლიანი სპორტული განვითაერების პროგრამა ქვეყანაში, ამისათვის უნდა გადავამზადოთ არსებული მწვრთნელები და მსურველები, მოვიწვიოთ სერიოზული სპეციალისტები, ყველა ქალაქში იყოს შესაძლებლობა ბავშვმა იაროს სპორტზე, ყველა სკოლაში გაიზარდოს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის საათების რაოდენობა (როგორც თეორიული სწავლება ასევე ფიზიკური დატვირთვაც და ფსიქოლოგიური მუშაობაც) ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. საუკეთესო მაგალიათია რაგბის წარმატება, ამ სპორტში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა განვითარების პროგრამა, ჩაიდო შესაბამისი თანხა, იყო მონდომება და შედეგიც სახეზეა.

• dadu

ჩემი აზრით საერთოდ არ არის საგანგაშო ამ ეტაპზე თუნდაც ესტონეთთან 3-0 წაგება. ჩემი აზრით ცხადაძემ ეს თამაში ფეხბურთელების გამოსაცდელად გამოიყენა და შედეგზე დიდად არ უფიქრია (ცემი აზრით სწორედაც ქნა) ჩვენ გყვავს 8-10 საშუალო დონის მოთამაშე რომელსაც მთელი შესარჩევი ვერ დაეყრდნობი. აუცილებელია სხვებიც გამოჩნდნენ და შეთამაშდნენ ნაკრებთან. გარდა ამისა ამ თამაშმა ბევრი საკმაოდ ბევრი პრობლემა თვალწინ დაგვიდო და იმედია დავინახავთ და გამოვასწორებთ. (ფიზიკა, ტაქტიკა, ნაწილობრივ ტექნიკა, და ფსიქოლოგია) მოკლედ საკმაოდ ბევრია იმისთვის სამუშაო რომ თუნდაც ესტონეთის დონემდე ავიდეთ (მრცხვენია ამას რომ ვამბობ მაგრამ ასეა) მათ უკვე დაამტკიცეს საქმით თავიანთი დონე.

• karthveli

მე ორჯელ მაქვს ნაყურებელი ესტნეტისა და საქარტველოს სეჰვედრა და ესტონეტმა ორჯელვე მოუგო.მე მგონია საქარტველოსი დგემდე ცმაკაცობისა და ნაცნობობის პოლიტიკაა,ტორემ ქარტველებსი ტერტმეტი კაცი ვერ მოიცებნა?და ყველაზე მტავარი ტრენერიდან უნდა დაიწყონ!!!!

• nodari

"ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ბევრი რამ. მათ შორის ის, რომ ესტონური ფიასკო ერთი, გამონაკლისი შემთხვევა იყო; რომ ბოლო დროის მონაპოვარი წყალში არ ჩაყრილა; რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ!" - ამის მართლა გჯერავთ რაც დაწერეთ? :D

• toka77

..... ვეთანხმები ქეცბას ნაკრებმა დაცვიტთ უნდა ითამაშოს ნიჩიებზე მოგება ადრეა ჩვენთვის ჯერ.

• Nick

პირადად მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენების უმეტესობა, 100% თუ არა, მხოლოდ გრანდებთან იხარჯება ბოლომდე! ეგეც იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცეებმა შეამჩნიონ და წაიყვანონ კარგ კლუბებში სათამაშოდ... გულ დასაწყვეტია... :X

• ანატოლი

ალბანეტიც მოიგებს ცხადადზე სუსტი სელეკციონერია.

• chokhela

ჩემი აზრით ცხადაძეს მომენტი ქონდა გამოეცადა ყველა ვისაც შანსი ქონდა ნაკრებში დამკვიდრებისა. ვნახოთ შემდეგში რა იქნება.

• ilia

მთავარი ფსიქოლოგიაა, როგორ გაგვიბედეს ეტყობა საქართველო გერმანიის თამაში არ ჰქონდათ ნახული

• pizunda

,,თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველოს პირველ ნახევარში თამაში არ გამოუვიდა. ეს, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო. განსაკუთრებით, მინდვრის ცენტრში - იქ ხომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა. ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი რომ ყოფილიყვნენ, სულ სხვა თამაში იქნებოდა..." პოლონეთნაც ჯანო და ოქრი გვაკლდნენ არა? სირცხვილია უბრალოდ! ბაჩანა ცხადაძეზე რატომ სიტყვას არ ძრავთ? ქეცბაიას რომ საკუთარი შვილი გამოეძახებინა პირდაპირი ტექსტით დედის გინებას დაუწყებდით, კახას კი პატიობთ ,,რატომღაც", ობიექტურები თქვენ ჩვენო:))

• gori

თამაშისთვის არ მიყურებია და, გოლები ვინ გაიტანა მაინტერესებს,სამივე ლევანდოვსკიმ გაიტანაა?:D

• Kurdobadze

იყო დრო, როცა ქართველები ევროპის და საკავშირო თასებს ეთამაშებოდნენ, ესტონეთის საუკეთესო გუნდი საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის ერთ-ერთ ზონაში ცხრილის მეორე ნახევარში დაბორიალობდა. ისე სხვათა შორის დინამოს ყველაზე დიდი ანგრიშით მოგება მოსკოვეის ლოკომოტივთან ერთად სწორედ ტალინის კალევთან აქვს (9-2)

• ალეკო

რა დრო იყო ესტონეთს სსრ კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგის ერთ-ერთ ზონაში ყავდა გუნდი და იქაც აუტსაიდერი გახლდათ, ჩვენ კი ევროპიოს თასს ვიგებდით

• ddd

ფიზიკურ მომზადება ალბათ ყველაზე ადვილია სხვასთან შედარებით, უნდა არბენინო ესენი ჯორივით დღეში 8 საათი, ვინც ვერ გაუძლებს გაუშვი გუნდიდან მე შენ გეტყვი რომელიმე ექსტრა კლასის ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც თამაშის შექმნა შეუძლია. ესტონეთთან რომ 3:0 აგებ რისი პრეტენზია უნდა გქონდეს?

• Lasha

ცხადაძეს არაფერს ვერჩი. დამისახელეთ კომპონენტი, რომელშიც ესტონელებს ვაჯობეთ... პირწმინდად დაგვაჯბნეს ფიზიკურად, ინდივიდუალიზმში, ტაქტიკაში, ორგანიზებულობაში, ფანტაზიაში. ყველაფერში. ანანიძის და ოქრიაშვილის არყოფნა აქ არაფერს შუაშია. რომც ყოფილიყვნენ, არ მგონია, ბევრი მოეხერხებინათ. ისევ ქეცბაიას სიტყვები მახსენდება, მესებს ვერ დავბადავო. მესები კი არა ის ფეხბურთელებიც არ გვყავს, 0-1-ზე ან 0-2-ზე მეტოქე თავის საჯარიმოსთან რომ შეაწუხონ. თამაშს აგებენ და ელოდებიან, როდის გადმოვა ესტონეთი ჩვენს ნახევარზე... ოქრიაშვილსაც და ყველა ფეხბურთელის პირად ცხოვრებასაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ განა რა ისეთი ოჯახური მიზეზი ჰქონდა, რომ ვერ ჩამოვიდა?! თან მერამდენედ უკვე?!

• daviti

ესაა კაი სროლა ვიცითო?

• კახაბერი

თარგამაძე ტყუილად არ წაიყვანა. ფორმაშია და ჰაერივით ჭირდება ეგეთი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი ნაკრებს. დათო ეხლა ერთერთი საჭირო ფეხბურთელი იქნება ამ ნაკრებისთვის.სისწრაფეებია გუნდში საჭირო

• კახაბერი

ფიზიკაში ფეხბურთელები 0 ები არიან. ესტონეთმა გვასწავლა რითი უნდა მოიგო თუ კლასი არ გყოფნის. ფიზიკა ფიზიკაააა

• ლევანი

მომეწონა ის, რომ სტატიის ავტორი თავის თავსაც აკრიტიკებს... მე უჩას არ ვიცავ, პირიქით - ნაკრების სხვა წევრთაგან განსხვავებით, სწორედ ლობჟანიძის თამაშით ვრჩებოდი ხოლმე უკმაყოფილო, მაგრამ მოდი ვაღიაროთ - უჩა ხომ დაბალი დონეა, მაგრამ კაკაბაძე3 აზრზე არაა რა ხდება... უჩამ იცის, რომ მარჯვენა მცველია, უბრალოდ თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას.. აი, ოთარი კი, უბრალოდ ტყემალზეა... ახლა იმას მივუბრუნდები რაც თავში ვთქვი.. კაკააბზე რომ ნაკრებშია, ამაში დიდი წვლილი ამ წერილის ავტორსაც მიუძღვის თავისი ძველი სტატიებით, როცა უჩას შემცვლელად კაკაბაძეს სახავდა. მიიწვიეს ოთარი, მაგრამ დავინახეთ მწარე რეალობა... და სასიხარულოა, რომ ავტორი სინანულს გამოთქვამს და აკრიტიკებს თავის თავს იმ ფუჭი იმედებისთვის, რასაც მისი მხრიდან კაკაბაძისთვის გაწეული "კარგი პრესა" ჰქვია...

• gizog

ამ თამაშში ფიასკო, ვფიქრობ მწვრთნელის ბრალია, თუ მან მსგავსი უმსგავსოება ერთხელაც, რომ გაიმეოროს (ერთხელ შეცდომა ყველას მოსდის) კვალიფიციური მწვრთნელი იქნება სასწრაფოდ მოსაძებნი. ელემენტერულად, მწვრთნელმა უნდა იცოდეს როგორ გამოსცადოს ახალი ფეხბურთელები ძირითად გუნდში.

• merabi

ფედერაციას ვთხოვთ, ნაკრების თამაშები დაგეგმოს სან-მარინოსთან,ანდორასთან, გიბრალტართან და კიდევ ერთ-ორ ნაკრებთან.ლუქსემბურგთან და ლიხტენშტეინთან არ ვურჩევ, შეიძლება მოგვიგონ.არ გეცოდებით ან თქვენი თავი არ გეცოდებათ? ინფარქტამდე ცოტა მიკლია

• mitro

ე ბიჯო კახაძეს მიაქციეთ ყურადღება, იქნება და კაცი სასწაულებს სჩადის ნახეთ სინჯეთ და მერე თუ არ გამოვა რამე ან გაჩერდება და ბოდიშს მოიხდით ან თქვენ მოიხდით ბოდიშს თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ამდენი ხანი რო ყურადღებას არ აქცევდით, ვისაც რა შეუძლია იმით დავეხმაროთ ბიძია თორე ხო ხედავთ რა დღეში ვართ...

• ალეკსანდრე

საკარტველოს ჩემპიონატის დონე ტუ არ ამაგლდა სულ ასეტ დგეში ვიკნებიტ, კველამ ვიციტ ეს,ჯერი ფედერაციაზეა, და რა ტკმა უნდა ბავსვტა ფეხბურტი, დავიტანჯე გუშინ , ბოლომდე ვერ ვუკურე

• guns

მწარე სიმართლე წერა აქ

• გუჯა კახაძე

ქართულ ფეხბურთში ტრადიცია ჩამოყალიბდა - ევროსარბიელზე მატჩის პირველ ტაიმში რაღაცას ვახერხებთ, მეორე ტაიმს დაღლილები ვიწყებთ, დარჩენილი 15 წუთი კი ისეთი ძალაგამოცლილები ვართ, რომ ყველა „ცალკარას“ გვეთამაშება. ეს პრობლემა ვერც უცხოეთიდან მოწვეულმა ფიზმომზადების მწვრთნელებმა მოაგვარეს. ამ პრობლემის მოგვარება ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.

• giorgi

Xalxo erti mogebit da erti wagebit prognozebs rogor aketebt?

• otar

ამ კაკაბაძეს ჩაწყობილი აქვს ნაკრებში ადგილი ?

• irakli apkhaidze

ხო მიხვდით რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება არ შეიძლება (1-2 გამონაკლისის გარდა)?...

• Mtieli

როგორ მწარედ მაცინებს ამ ჟურნალისტების ლაპარაკი.. კიდევ გჯერად რამის?? გირჩევნიათ, წახვიდეთ და ტოტალიზატორში ალბანეთის ნაკრებზე დადოთ :( ცოტა ფულს მაინც იშოვით. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ფიზიკურად სუსტები არიან და ამის გამოსწორება ძალიან ძნელია.

• babu

ზალიან უსუსურები და საცოდავები ხართ ან ამ კობიაშვილმა ან მუჯირმა რაუნდა უშველონ ფეხბურთს ფეხბურთელი არარსებობს დგეს საქართველოში ბრექით რომ მოხვედით ეხლა ერთ ადგილას დაგადებენ თან ცხადაძესაც მოგაკოლებენ თქვენ ითვალეთ მაქ პოვრები რამდენი იკო ვაი მართლა თქვენს პატრონ კალაძეს გაუშვით აუცილებლად

• merabi

რატომ არ ათამაშა"დილას"პერსპექტიული ფეხბურთელი ფალავანდიშვილი,ის დიდ სამსახურს გაუწევდა საქართველოს ნაკრებს/მგონი წაყვანილი ჰყავდა ესტონეთში/.პატარპატარა შეცდომები ცხადაძესაც მოსდის,მეორე ტაიმში გაკეთებული შეცვლები არაეფექტური გამოდგა.

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ

რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა

მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?

ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა

საქართველოს ნაკრები ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

"ფრაიბურგმა" ლუკას ჰუფნაგელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ლუკას ჰუფნაგელი ტურის ცენტრალური მატჩისთვის "ფრაიბურგის" სასტარტოში დააწინაურეს

კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის

ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]

[ლეგიონის უქმეები] 70 ლეგიონერის... ერთი გოლი [VIDEO]

ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინეთში გუნდი გამოიცვალა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ლეგიონი გუშინ: აკაკი გოგიამ მეორე ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა [VIDEO]