გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა ( 2.38 მილიონი) "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა მიიღო, რომელიც ვარსკვლავთა მატჩში ზედიზედ 13-ედ მიიღებს მონაწილეობას
NBA-მ ''ყველა ვარსკვლავის'' მატჩისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების გუნდების სასტარტო შემადგენლობები გამოაცხადა. მატჩი 2011 წლის 20 თებერვალს ლოს ანჯელესში შედგება.

სასტარტო შემადგენლობები გულშემატკივართა ხმის მიცემით დგინდება. ყველაზე მეტი ხმა ( 2.38 მილიონი) "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა მიიღო, რომელიც ვარსკვლავთა მატჩში ზედიზედ 13-ედ მიიღებს მონაწილეობას. ბრაიანტის გარდა, დასავლეთ კონფერენციის ნაკრებში ითამაშებენ მცველი კრის პოლი "ნიუ ორლეან ჰორნეთსიდან", ასევე ფორვარდები კარმელო ენტონი "ენვერ ნაგეთსიდან" და კევინ დიურანტი "ოკლაჰომა სიტი ტანდერიდან".

დასავლეთ კონფერენციის ნაკრებში გულშემატკივრებმა ასევე აირჩიეს "ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრი იაო მინი, მაგრამ ის ტრავმის გამო ვარსკვლავთა მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და მას სხვა მოთამაშე შეცვლის.

აღმოსავლეთის ნაკრებში 2.1 მილიონი ხმა მიიღო "ორლანდი მეჯიქის" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა. გუნდის შემადგენლობაში მოხვდა "მაიამი ჰიტის" ორი მოთამაშე - ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და მცველი დუეინ უეიდი. ამას გარდა, აღმოსავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი ამარ სტადემაირი და "ჩიკაგო ბულზის" მცველი დერიკ როუზი.

შვიდ-შვიდი სარეზერვო მოთამაშე თითოეული გუნდის შემადგენლობაში NBA-ს კლუბების მწვრთნელების ხმის მიცემით გაირკვევა. გუნდების შემადგენლობა მთლიანად 3 თებერვალს გახდება ცნობილი.

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს