კრიშტიანო რონალდოს დისგან ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის პატარა ვაჟის დედა

კრიშტიანო რონალდოს დისგან ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის პატარა ვაჟის დედა, რომლის ვინაობასაც აქადეც საიდუმლოდ ინახავდნენ და არც ახლა გათქვეს, გარდაცვლილია. 33 წლის კატია ავეირო არც იმას ამბობს როდის და რისგან გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი. მან ჟურნალისტებთან ასე ილაპარაკა:

„პატარას არავინ ურეკავს. მის ცხოვრებაში არ არსებობს ქალი, რომელიც შვილის ამბავს კითხულობს. ამ ბავშვის დედა გარდაცვლილია. მას დედა არ ჰყავს“.

მოგეხსენებათ „რეალის“ ვარსკვლავმა“ შარშან ივლისში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მამა გახდა, ხოლო დედას ვინაობის გამხელა არ სურს. კრიშტიანო რონალდო უმცროსს ფეხბურთელის დედა და ზრდიან - მამის ოჯახში ცხოვრობს. რა არ დაწერა ამ ამბის გახმაურების შემდეგ პორტუგალიურმა პრესამ. ისიც კი თქვეს, რომ თავდამსხმელმა, რომლის შემოსავალი თვეში 1 მილიონ ევრომდეა და პირმშვენიერ რუს (ქალის თეთრეულის მოდელ) ირინა შეიკს ყვარობს, სუროგატ დედას ფული გადაუხადა, რათა მისთვის ბავშვი გაეჩინა.

პორტუგალიური პრესისგან განსხვავებით, ბრიტანული უმცროსი კრიშტიანოს დედას უფრო იოლად ხელმისაწვდომ ადგილებში ეძებდა - ერთ-ერთმა საკვირაო გაზეთმა დაწერა, რომ ქალი 20 წლის ინგლისელი სტუდენტია, რომელიც რონალდოს მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშის დროს ერთი ღამით გადაეყარა. გაზეთი წერდა, რომ მამობის უფლებაში ამ ქალმა პორტუგალიელი ვარსკვლავისგან 10 მილიონი ფუნტი მიიღო, მაგრამ ბავშვის ნახვას ითხოვდა და ფეხბურთელი შიშობდა, რომ პატარას წაართმევდა. თითქოსდა, ამის შესახებ კრიშტიანომ ძმაკაცებთან ილაპარაკა.

კატია ავეირომ ბრიტანული ხმები უარყო და მათ სისულელე უწოდა. მან თქვა, რომ ბავშვის აღზრდა, ძირითადად, მათ 55 წლის დედას დოლორესს აბარია, სუროგატი დედის საკითხს კი კომენტარი არ გაუკეთა.

„ბიჭი ჩვენია - თქვა ვარსკვლავის დამ - არ გეტყვით როგორ მოხვდა ჩვენს ოჯახში, მაგრამ დაბეჯითებით მოგახსენებთ, რომ ჩემის ძმისშვილია და ჩვენი სისხლისაა. ბიჭუნას დედობას დედაჩემი უწევს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მასთან არის“.

ოჯახი ამბობს, რომ კრიშტიანო რონალდო უმცროსი შარშან 17 ივლისს აშშ-ში დაიბადა. აქა-იქ ითქვა, რომ რონალდო მთელ მსოფლიოში ირინასთან ერთად დასეირნობს, შვილს კი ყურადღებას არ აქცევს, რაზეც კატიამ უპასუხა:

„ბავშვი ჩემი ძმის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია“.

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება