სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეს სწამს, რომ ქართულ ფეხბურთს სიჭინავას პრეზიდენტობის ვადაში ეშველება
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაურს ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარების, ყრილობის შედეგების შეფასება და იმ ხმების კომენტარი ვთხოვეთ, რომელთა თანახმადაც, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მის კანდიდატურასც განიხილავდნენ.

- როგორ შეაფასებთ ფედერაციის პრეზიდენტად ზვიად სიჭინავას არჩევას?

- სიჭინავას პრეზიდენტობის ერთწლიანი ვადის შემდეგ მისი მუშაობის დადებითი შეფასება მივიღეთ. მიცემული ხმების რაოდენობიდანაც ჩანს, რომ ფედერაციის ყველა სუბიექტი ქართულ ფეხბურთში განვითარებული პროცესებით კმაყოფილია. რა თქმა უნდა, შედეგს გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების თამაშების შედეგებით აფასებს, მაგრამ უფრო ღრმად თუ შევყვებით, ძალიან ბევრ პრობლემას აღმოვაჩენთ, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ერთ წელიწადში ყველა მათგანს, ცხადია, ვერ ეშველებოდა. თუმცა ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რომლებიც ქართულ ფეხბურთს უკვე წაადგა და სამომავლოდაც წაადგება.

- საინტერესოა სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის სამომავლო ურთიერთობა, რაიმე სიახლე თუ იგეგმება?

- სახელმწიფო ფედერაციასთან ძალიან მჭიროდ თანამშრომლობს და ფეხბურთის განვითარებაში სოლიდური წვლილიც შეაქვს. ფედერაციის პროექტები ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობს და მომავალშიც ასე იქნება.

- რეალურად ვილაპარაკოთ - თემურ ქეცბაიას ნაკრებში მისვლამ იმედები გააჩინა, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა მაინც მეტად რთულია.

- ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სიჭინავას პრეზიდენტობის ოთხი წელი იქნება ის პერიოდი, რომლის გავლის შემდეგაც უკან მოვიხედავთ და დაგვავიწყდება ქართულ ფეხბურთში არსებული ყველა პრობლემა, ვალი, გაჭირვება, წარუმატებლობა, უსიამოვნება, გაპარტახებული და მიტოვებული სტადიონები. სამწუხაროდ, დღეს ბევრი სტადიონი მძიმე მდგომარეობაშია.

ძალიან მინდა, დავიჯერო, რომ ხალხი სტადიონს არა მხოლოდ ერონული ნაკრების შეხვედრებისას შეავსებს, არამედ ეროვნული ჩემპიონატების მატჩების დროსაც. ეს ჩემი დიდი სურვილიც არის და ნატვრაც.

- ფაქტია, ფეხბურთი გიყვართ და, შესაძლოა, ამის გამო მოგაწერეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებაზე ფიქრობდაო.

- არა, არა! ნაღდად არ ვაპირებდი.

- რას არ გაიგებს ადამიანი... მართლა არ აპირებდით?

- ნამდვილად არ ვაპირებდი. ეს ხმები ჩემამდეც მოვიდა და ვიცინე კიდეც. მე ვარ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე და საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ვკურირებ არა მხოლოდ ფეხბურთს, სპორტის სხვა მნიშვნელოვან და ჩემთვის საყვარელ სახეობებსაც. ეს ჩემთვის საპატიო თანამდებობაც არის და საპასუხისმგებლოც. მოკლედ, სამინისტროში თავს ცუდად არ ვგრძნობ. სამინისტრო და ფედერაცია იმდენად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მართალი რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც მკითხავდნენ. ეტყობა, ვიღაცას მოეჩვენა, რომ რაღაცას ვაპირებდი, მაგრამ ეს ჭორია.

- ჩავთვალოთ, რომ ჭორია, მაგრამ ჭორი ნამდვილად არ არის ის, რომ პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში ფეხბურთის განვითარების მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს.

- სახელმწიფო ფეხბურთისთვის დღესაც ყველაფერს აკეთებს. დამიჯერეთ, ეს მხოლოდ ფინანსურ დახმარებაში არ გამოიხატება - იცით, რომ ფედერაციას 7 მილიონ ლარს ვაძლევთ. ვეხმარებით კერძო კლუბებს, რათა სპონსორები და პატრონები მოიძიონ, რადგან ერთ დროს კლუბები სახელმწიფოს ეკუთვნოდა და გარკვეული პასუხისმგებლობა გვეკისრება. ამას გარდა, ხელს ვუწყობთ ჩემპიონატის განვითარებას. ბიზნესმენებთან შეხვედრებისას მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ ფული ფეხბურთში, კლუბში ან ინფრასტრუქტურის განვითარებაში დააბანდონ. ცალ-ცალე არც ჩვენ გამოგვივა საქმე და არც ფედერაციას, თუ ერთმანეთთან არ ვითანამშრომლებთ.

დღეისთვის ამიტომაც არის კონკრეტული შედეგები. ჩვენ გვინდა, ყველა რეგიონში უცებ აშენდეს კარგი სტადიონები, საფეხბურთო სკოლები და ბაზები, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლამის ოცი წელი საქართველოში კი არ ვაშენებდით, ვანგრევდით, ერთი ხელის მოსმით კი დანგრეულს ვერავინ აღადგენს. ჩვენს თაობას ძალიან მძიმე მისია დაეკისრა, დანგრეულიც უნდა აღვადგინოთ, კადრებიც აღვზარდოთ, წარმატებასაც მივაღწიოთ... ყველაფერს რა ჩამოთვლის. რასაც მოვასწრებთ, უნდა გავაკეთოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს