საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელის მორიგი გაბრწყინება სტუდენტურ ლიგაში

"სან დიეგო ტორეროსის" ქართველმა უკანახაზელმა დუდა სანაძემ 2 დღის წინ "ლოიოლას" 20 ქულა ჩაუგდო, დღეს კი ეს შედეგი გააუმჯობესა და "სან ხოსე სტეიტთან" 21 ქულა მიითვალა.

სანაძის შედეგიან თამაშს გარკვეულწილად "სან დიეგოს" წაგებები ჩრდილავს. კალიფორნიელებს წელს რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდათ, სათანადო შევსება კი ვერ მიიღეს და როგორც ჩანს, ამ სეზონში ძალიან გაუჭირდებათ. სანამ "ვესტ ქოუსთის" კონფერენციის მატჩები დაიწყებოდეს, ამხანაგური შეხვედრები მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც საერთო რეიტინგში კი ითვლება, თუმცა კონფერენციისაზე გავლენას არ ახდენს.

რიგით მე-5 არასაკონფერენციო შეხვედრა სანდიეგოელებმა წინა 4-ის მსგავსად წააგეს. პირველი ტაიმის ფრედ - 38:38 დასრულების შემდეგ სანხოსელებმა მეორეში იძალეს და საბოლოოდ 76:67 იმარჯვეს.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 7-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. დუდა 21 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა და ამას 4 მოხსნა და 1 პასიც მოაყოლა. ქართველის კვალზე "სან დიეგოში" 10 ქულით ბრეტ ბეილი გამოირჩა.

მორიგ მატჩს "სან დიეგო" მისსავით 5-დან 5 წაგების მქონე "დრექსელთან" გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 29 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე დაიწყება. აქვე აღვნიშნოთ, რომ სანაძე სანდიეგოელებს ქულებში (11 ქულა საშუალოდ) და მოხსნებში (4,5) ლიდერობს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
დუდა სანაძემ "ნიუ მექსიკოსთან" მატჩში 18 ქულა ჩააგდო
დუდა სანაძის 14 ქულა და "სან დიეგოს" პირველი მარცხი
დუდა სანაძის 23 ქულა და პალმერის ბრძოლაში გამარჯვება | ლეგიონერთა ამბები
დუდა სანაძეს მატჩის გმირობამდე ერთი ზუსტი სროლა დააკლდა
დუდა სანაძის 7 ქულა და მე-7 გამარჯვება
დუდა სანაძის 12 ქულა და ზედიზედ მე-5 გამარჯვება
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
დუდა სანაძემ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა