ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ბათუმში 20-ათასიანი სტადიონი თურქული კომპანიის პროექტით აშენდება [PHOTO]

ბათუმში 20-ათასიანი სტადიონი თურქული კომპანიის პროექტით აშენდება [PHOTO]

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია "BAHADIR KUL ARCHITECTS" პროექტით აშენდება. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" დღეს, 28 ნოემბერს, გაიმართა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ საზოგადოებას, კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, სტადიონის პროექტის დეტალები წარუდგინა.

"ჩვენ მივეცით პირობა საზოგადოებას, რომ ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი ექნებოდა და მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯი იდგმება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთ დაინტერესებულ კომპანიასთან გვქონდა შეხვედრა, რომელთაც ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ. განვიხილეთ როგორც წინა კონკურსში მონაწილე, ასევე სრულიად ახალი კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტები, რომელთაგან საბოლოოდ "BAHADIR KUL ARCHITECTS"-ს მიენიჭა უპირატესობა.

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს მშენებლობის დაწყება და ის წარიმართოს საერთაშორისო სტანდარებით. კომპანიამ გაითვალისწინა ეს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა და ჩვენი გათვლით, აპრილის თვეში დაიწყება მშენებლობა და დაახლოებით 2016 წლის ბოლოსთვის სტადიონის საძირკველი უკვე დასრულებული იქნება. სტადიონი დაახლოებით 2018 წლის ბოლოს აშენდება.

პროექტი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩა. ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი იყო კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით, პროექტის ღირებულება და ბუნებრივია ვიზუალური მხარე. კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნში და ა.შ

სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას სტანდარტებით აშენდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გარდა საფეხბურთო მატჩებისა, სტადიონზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარება, რაც ტურისტული ქალაქს ახალ დატვირთვას შეძენს. სტადიონის ტრიბუნების ქვედა სივრცეში კომერციული ობიექტები განთავსდება, რაც სამომავლოდ ტერიტორიას განავითარებს და საზოგადოებრივად აქტიურს გახდის", - განაცხადა დავით ბალაძემ.

უეფას სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12 984 000 მლნ ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება.

პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

სტადიონის პროექტის პრეზენტაციას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი, კომპანიის მფლობელი ბაჰადირ კული და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

• quTaiseli

იყოს 20 ათასიანი ვის უშლის ხელს შე დალოცვილო გიშენებენ და არ გინდა სულროარ გაქ და ორღობეში თამაშობ ის ჯობია ნეტა ქუთაისს ეღირსოს ეგეთი სტადიონი როდესმე დღეს რაცაქ რას გავს ან რა დონეა.გააფარჩაჯეს 25 ათასიანი სტადიონი რასაც ქვია.

• მამუკი ქუთათელი

სირცხვილი ქართველნო ჩვენ, არსაკიძის ქვეყანაში ქართველი არქიტექტორი თუ არ მოიძებნა, ან ვინ გადაწყვიტა რომ ბათუმში იკმარებს -20- ათასიანი სტადიონი, არ ვარგა ესე ხალხნო არა, აი ქუთაისში დაანგრიეს ნაცთა ხროვამ -25- ათასიანი სტადიონი, და მის მაგივრად ააგეს უსახური -10- ათასიანი ოლიმპიური, და რომ დაჭირდეს ნაკრებს აქ თამაშს ვერ ითამაშებს,. ააგეთ და მხოლოდ ქართველმა ბათუმში-- 40- ათასიანი სტადიონი და მომავალ თაობას გამოადგება. ზუგდიდში ააგეთ-- 30- ათასიანი საფეხბურთო როგორც ბათუმში და ფეხბურთიც ფეხზე დადგება. ნაკრები ყველგან უნდა თამაშობდეს, მთელ საქართველოში.

• vaxvax

დაბლოკეთ -დაბლოკეთ,არსად დაგეკარგოთ თურქი ყიზილბაშები

• vaxvax

დაბლოკეთ -დაბლოკეთ,არსად დაგეკარგოთ თურქი ყიზილბაშები

• thomas

ქართველს, ქართველს, ქართველს ავაშენებინოთ სტადიონი თუ მილიონრები არ გვყავს. დაეხმარეთ, დააინტერესეთ, რაღაც იღონეთ, კმარა უკვე დიდი ხანია კმარა.

• reso

ეს თურქები მოიაშორეთ აქედან ,სხვა ვერ ააშენებს ხო.

• pako

სტადიონი აშენდება მაგრამ ყიზილბაშები როდის გადაშენდება არ დაბლოკო

• ზაზა

უ ბათუმში 20 ათასიან სტადიონს აშენებენ სანაკრებო თამაშებისთვის,მაშინ არც ეგ მიმაჩნია გამართლებულად,რადგან კიდევ და კიდევ ბათუმის სტადიონი მაინც პირველ რიგში ბათუმის ,,დინამოსთვის,,უნდა აშენდეს,რომელსაც სეზონში დაახლოებით 20 თამაში ექნება ჩასატარებელი (ჩემპიონატის,თასის და შესაძლებელია ევროტურნირებისაც).ეროვნული ნაკრები მთელ შესარჩევ ციკლში(ე.ი.ორ წელიწადში)ხუთ საშინაო თამაშს თამაშობს,კიდევ შეიძლება ერთი ან ორი ამხანაგური,ე.ი,წელიწადში ნაკრებს საშუალოდ სამი საშინაო თამაში თუ ექნება(შეიძლება არც) და ამ სამი თამაშიდან რამდენი უნდა ფედერაციას ბათუმში გადაიტანოს?ალბათ შეიძლება ერთი ან მაქსიმუმ ორი,და ერთი ან ორი თამაშისთვის 20 ათასიანი სტადიონი?თან 20ათასიანი საკმარისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ნაკრებს ძალიან სუსტი მეტოქე ეყოლება და თან კიდევ თუ უკვე ნაკრებს საერთოდ სატურნირო თვალსაზრისით ყველა შანსები დაკარგული ექნება.ირლანდიასთან ჩვენ უკვე იმედგაცრუებულ,უპერსპექტივო ნაკრების თამაშზე 35 ათასი იყო დასწრება,პოლონეთთან-როცა უკვე შანსები უკვე მიზერული იყო და არც არავის ქონდა იმედი -30 ათასამდე,გერმანელებთან-ანშლაგი(54 ათასი)!და ესეც პრაქტიკულად მხოლოდ გერმანელებისთვის შეიკრიბა ქართველი ქომაგი(((,შოტლანდიასთან -დაახლოებით 20-25 ათასი,როცა უკვე შანსიც აღარ იყო არავითარი სატურნირო თვალსაზრისით.ე.ი.საშუალო დასწრება 30ათასზე მეტი იყო უიმედო ნაკრებზე(გიბრალტართან -5-7ათასი იყო,მაგრამ გიბრალტარია და სატურნირო დატვირთვის შემთხვევაში მინიმუმ 30 ათასი აუცილებლად იქნებოდა თვით გიბრალტართანაც და ალბათ ანშლაგიც ,თუ სამ ქულას ფინალური ეტაპი საგზურის მომცემი მნიშვნელობა ექნებოდა)! ..და ის ვინც განსაზღვრა,რომ ბათუმში 20 ათასიანი სტადიონი უნდა აშენდეს და თუ ნაკრებზე აქვს გათვლა,მაშინ ძალიან პესიმისტი ყოფილა,რომ მისი გათვლით მომავალში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაბლა უნდა დაეშვას?(((არ იცის ,რომ უფრო დაბლა კიდევ შეუძლებელია დაშვება?!რომ უკვე ფსკერზე ვართ და მაინც საშუალო დასწრება 30 ათასზე მეტია და მაშინ რატომ ტოვებს ათასობით ქომაგს ტრიბუნებს გარეთ?მე მაინც უფრო ოპტიმისტურად ვხედავ მომავალს და მგონია,რომ საქართველოს ნაკრები მაინც კიდევ უკეთესი იქნება და დინამო-არენის 54 ათასიანი ტრიბუნებიც ძალიან ცოტა იქნება ნაკრებისთვის!

• ზაზა

ბათუმისთვის კარგი იქნებოდა 12-13 ათასიანი კომპაქტური,სუფთა საფეხბურთო სტადიონი.შესანიშნავი მაგ.ბორისოვის ბატეს 13 500 მაყურებელზე გათვლილი შესანიშნავი,ევროპული,თანამედროვე სტადიონი

• ზაზა

..მომწონს მაკეტი!..თუმცა მაკეტი ზუგდიდის სტადიონისაც მომწონს და ფოთისაც,მაგრამ სად მიდის მშენებლობა?(((ლანჩხუთის სტადიონის მაკეტიც მომწონდა,მაგრამ დღეს დინამოსთან თამაშზე საოცარი პანორამა იშლებოდა(((რაღაც ჭალები,ყანები,ტალახი...((( –თუ სერიოზულად(აბა ამ ხელისუფლებებმა გაგვხადეს სარკასტულები)მართლაც მომწონს მაკეტი და იმ სარბენბილიკებიან ე.წ.ოლიმპიურს ნამდვილად ჯობია!მაგრამ,20ათასიანი სტადიონი ბათუმისთვის ჩემი აზრით აშკარად დიდია.მგონია ,რომ ბათუმში დინამოს თამაშებზე საშუალო დასწრება ალბათ 5–7 ათასი საშუალოდ და ბათუმის სტადიონის პირველ რიგში სწორედ ბათუმის,,დინამოსთვის,,უნდა აშენდეს!სტადიონის ტევადობაც საშუალო დასწრებაზე 25–30%–ით მეტი უნდა იყოს,რომ მუდამ იყოს ანშლაგთან ახლოს ასოციაცია!თუ სტადიონზე არ იქნება ასოციაცია მაქსიმალური მაყურებლის დასწრების,რაც არ უნდა მაღალი დონის მატჩი შედგეს,მაინც არ იქნება საფეხბურთო ატმოსფერო და თვით ფეხბურთიც თავის ხიბლს დაკარგავს!მაგალითისთვის თუნდაც ქუთაისის საკალათბურთო პატარა დარბაზიც შეიძლება,სადაც ჩვენი ეროვნული საკმაოდ დაბალი დონის საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩზე შესანიშნავი სპორტული ატმოსფერო იქმნება!რომ იყოს დიდი დარბაზი ,მაშინ კალათბურთი თუნდაც მაღალი დონის დარბაზის,ტრიბუნების სიცარიელეში ,,ჩაიკარგებოდა

• მწარე

მე დარწმუნებული ვარ რომ აშენდება :) ალბატ 2222 წელს :)

• Guja

ჰაჰაჰა სასაცილოა

• შალვა73

რამოდენიმე წელიწადში (თუ 1 წლის მერე არა) ჯერ სკამებს გადაუვათ ფერი, მერე ადვილად დაიმტვრევა, მერე გადახურული ჭერი ჩამოინგრევა და ბოლოს... ღმერთო დაგვიფარე. თურქული და კარგი სად გინახავთ, ყოველ შემთხვევაში საქართველოში???

• zss

მე ძალიან არ მომწონს ბათუმში თურქების აქტიურობა

• რეალობა

აუ ზოგი რა დაბოღმილია. ოღონდ არ აშენდეს და არ გაკეთდეს რამე ის უნდათ. რამდენი ფარისეველია ამ ქვეყნად. ღმერთო შენ გვიშველე.

• zuba

ქართველი არქიტექტორები დაიხოცნენ თუ რაშია საქმე?სდადიონი ვერ დაგვიპროექტებია? თურქები გააკეთებინებენ ჩვენებს რამეს?

• zvio

რუსებს დაეკითხეთ?

• odala

მაინც თურქებს შეთხარეს ეს პროექტი? ფუუ..

• vaxvax

ვაი საქართველოს,თურქებს ბათუმი აღებული აქვთ კარგა ხანია,ახლა სტადიონს თავისთვის იშენებენ,ჩვენი მთავრობა ძველი მთავრობის გზას დაადგა და დიდი ზარზეიმით,ხონჩით მიართმევს ისტორიულ მტერს საჩუქრად მამაპაპურ ძირძველი მიწის ნაკვეთს-ს ა ს ტ ა დ ი ო ნ ო დ

• Nukri

არანაირი ზღაპარი,აი ნახავთ თუ არ აშენდება,აღარ არის სიჭინავა და მისი კლანი ფედერაციაში და კობი რასაც იტყვის მე მჯერავს და გააკეტებს კიდეც

• batumeli

მორიგი ზღაპრები

• Beqa

ნეტა მერამდენე მაკეტია წარმოდგენილი, ვინ მეტყვის? მაგრამ არცერთს არ დაადგა საშველი

• Sason Hogi

აბა ადმინ თქვენ იცით როგორ დამბლოკავთ :( ესეიგი, კიდევ ერთი აჭარულ-თურქული პროექტი, მაგრად იჩალიჩეს რომ გაეგდოთ ესპანსლები (ეტყობა არაფერი შეთავაზეს). არ გაგიკვირდეთ რომ ვითომ და ექტრონულ ტენდერში ამ თურქულ-ისლამისტურ საპროექტო კომპანიის კარდაშმა გაიმარჯვოს. ახია ჩვენზე

• roma

ძალიან მაინტერესებს სანამ უნდა აბოლოთ ხალხი,სტადიონი არა იხვის ტოლმა არ გინდათ კიდევ.ქვეყანაში სადაც ყველაფერი ნადგურდება,სადაც საჭმლის პრობლემა დგას და მეტიც,ხალხს დუსტის ფულიც არ გააჩნია სტადიონს ვინ ააშენებს.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

ბათუმის "დინამო": სტადიონი თუ არა, ბაზა მაინც...

კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება

ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]

ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს

ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია

ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]

ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...

ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]

ბათუმის სტადიონს ქურდიანი ააშენებს? კომისია პროექტს დღეს შეარჩევს

ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში

ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]

გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]

ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის

პრობლემა მერიამ მოაგვარა - ბათუმის "დინამო" თურქეთში ივარჯიშებს და ითამაშებს