გიორგი ლემონჯავა: "უნდა ნახოთ, აქ რა ცოდვაც ტრიალებს, თამაშებზე აღარ გავალთ და ფედერაციაში სარჩელს შევიტანთ!"
30 ნოემბერს ფოთის მერიასთან საფეხბურთო კლუბ "კოლხეთის" მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. ამას წინათ, კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე "ლელოს" ფოთელთა სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია ესაუბრა.

ლაშა ჯაკობია: "კოლხეთი" დაშლის პირასაა! ვერ გავიგე, ფოთში ფეხბურთი აღარ უნდათ?!

ცხადია, ამ პერიოდში სიტუაცია არ გამოსწორებულა. "კოლხეთი" კვლავაც ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კლუბის სატკივარზე "კოლხეთის" მოთამაშე გიორგი ლემონჯავა გველაპარაკა:

- სანამ სეზონი დაიწყებოდა, ძალიან დიდი გაჭირვება იყო და დამაიმედებელიც არაფერი ჩანდა. ფეხბურთელები სხვა გუნდებში წასვლას ვაპირებდით, მაგრამ გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ხელფასების პრობლემა არ შეგვექმნებოდა...

არადა, ბოლო ხელფასი აგვისტოში ავიღეთ. მას მერე ერთი თეთრი არ აგვიღია. გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდებოდა, თუმცა აგერ, ნოემბრის ბოლოა და საიმედო კვლავ არაფერი ჩანს.

გვეუბნებოდნენ, რომ ბანკიდან სესხი უნდა აეღოთ, დავალიანება რომ გაესტუმრებინათ. ჩვენ კი ამის გვჯეროდა, ვარჯიშებსა და თამაშებში გულსა და სულს ვდებდით, გაჭირვების მიუხედავად, ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელობა ერთად ვიდექით და ყველაფრის მიუხედავად, საქმეს კარგად ვაკეთებდით...

ფოტოზე: ბურთით გიორგი ლემონჯავა

- დავალიანების გასტუმრების იმედი გადაგეწურათ?

- სესხის ამბავი 25 ნოემბერს უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ სესხი არ გამოდის და ლოდინი ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებამდე მოგვიწევს. პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ, ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს...

5 თვის განმავლობაში მოთამაშეს ხელფასს რომ არ მისცემ, მერე მას რა უნდა მოსთხოვო?! ჩამოსული ბიჭები სახლებში ვერ მიდიან, რადგან გზის ფული არ აქვთ. ალბათ, ახალ წელსაც ნახევარი გუნდი ფოთში, ბაზაზე დარჩება, სახლში საკუთარი ოფლით მოპოვებულ ფულს კი ვერ წაიღებენ...

საპორტო ქალაქში, რომელიც ქვეყნის საზღვაო კარიბჭეა, ამ მწირ თანხასაც რომ ვერ მოიძიებენ, წარმოგიდგენიათ, რა კატასტროფაა?!

- კონკრეტულად რა მოთხოვნები წამოაყენეთ?

- ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ცოტანი არ ვართ და რომ ფოთისთვის ფეხბურთი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ თუ არ ვიქნებით, უამრავი პერსპექტიული მოთამაშე დაიკარგება და ქვეყანა ფეხბურთის ამ სოლიდურ კერასაც დაკარგავს.

- მერიისგან აქციას რა გამოხმაურება მოჰყვა?

- მერი არ მოვიდა, დაკავებულიაო და მის ნაცვლად მერიის პრესსამსახურის უფროსი გამოცხადდა. 90 ათას ლარს დავრიცხავთ, ხელფასები რომ გავისტუმროთო. მაგრამ ჩვენ ორი თვის დავალიანების გასტუმრებას ვითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაშებზე აღარ გავალთ, თუმცა კი ვივარჯიშებთ.

ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაციას სარჩელით მივმართავთ და ვალის გასტუმრებას სპორტული არბიტრაჟის გზით მოვითხოვთ... ისე, სავარჯიშო მინდორიც არ გვაქვს და დახმარებას რაგბის კავშირს ვთხოვთ, რათა ხელოვნურ საფარზე გვავარჯიშონ. აი, ასეა ჩვენი საქმე... ბაზაზე ბიჭებს ტელევიზორი არ ჰქონდათ და ერთ-ერთი შეხვედრის მერე ქალაქის მერმა თავისი ტელევიზორი გვათხოვა...

სათქმელადაც კი არ არის ადვილი, რაც აქ ხდება. ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა იხილოთ და მიხვდებით, რა ცოდვაც ტრიალებს... დუბლები თამაშზე ვერ მიდიოდნენ და სამგზავრო მიკროავტობუსი ფეხბურთელის მშობელმა მოიყვანა. ასეთი გარემო ფეხბურთის თამაშის სურვილს გვიკლავს...

- მერია დაფინანსებაზე თავს რატომ იკავებს?

- ფეხბურთი ფუფუნების საგანია და არ შეგვიძლია თქვენთვის ამხელა თანხების გამოყოფაო...

- ...და იქნებ მართლებიც არიან? იქნებ არ აქვთ ფული?

- ...და თქვენ გჯერათ, რომ ამხელა ქალაქში ერთი გუნდის შესანახი ფული არ მოინახა? რა, "ჩელსის" ბიუჯეტს ვითხოვთ? ლაპარაკია სულ რაღაც 800-900 ათას ლარზე, "კოლხეთმა" ნორმალურად რომ იარსებოს... მოკლედ, მოვითხოვთ, რომ კუთვნილი ხელფასები დაგვირიგონ. ახალ წელს მშივრები ვერ შევხვდებით. ან რა ვუთხრათ ოჯახებს? რომ მთელი წელი ტყუილად ვიწვალეთ და ვიშრომეთო?!

- ამ ვითარებაში, გასაკვირიც კია, მოედანზე ერთ ტაიმს მაინც რომ ძლებთ...

- ეს ყველაფერი ფეხბურთელებზე ძალიან მოქმედებს. საერთოდ არავინ გვაქცევს ყურადღებას. სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები დახმარებას დაგვპირდნენ, გვერდში დაგიდგებით, ასე არ შეიძლებაო... ჯერჯერობით, ვერ გვეხმარებიან, მაგრამ იმედია, ისინი მაინც გააკეთებენ ყველაფერს, უძველესი ქართული გუნდი რომ არ დაიშალოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

QAQUCA.
rogor heidzleba samegrelos erti dzlieri gundi mainc ar kavdes umagles ligahi,mitumetes fots, es mteli saqartvelos sircxvilia.
georgiano
სამარცხვინოა აბა რა არის ფოთი რომ გუნდს ვერ ინახავს. გაიტანეთ ფოთის მერი და მიაყოლეთ საკრებულოს თავმჯდომარე. ქალაქშიც იგრძნობა როგორი უვარგისი მმართველები ყავს ფოთს. სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი არაფრის მაქნისი მერი და თვითმმართველობაა ფოთში. მარტო ტენდერებზე და "ატკატებზე" ფიქრობენ. სამართალი არაა, თორემ ნახევარი დასაჭერია მანდ. ფეხბურთელებს კიდევ ჩემგან, ერთ-ერთი პატრიოტი და ფეხბურთის გულშემატკივრისგან უდიდესი თანაგრძნობა და პატივისცემა. აბა ერთი თქვენ ვერ აიღოთ 5 თვე ხელფასი რა დღეში ჩაიგდებთ თავს, საკუთარ ოჯახს გაყიდით.. ეს იმათთვის, ვინც აქ არასწორი სიტყვით გამოდიან ხოლმე კომენტარებში. გენაცვალეთ ბიჭებო!
ოკრიბელი
გინდათ შველა პატარაზე მაინც ქართული ფეხბურთის, თან ისე რომ ხალხის ბიუჯეტს რომ არ ავნაოს ამათმა უსახურმა ბურთის გორაობამ?! მაშინ დაიყვანტ ეროვნული ჩემპიონატი 8 გუნდამდე ოტხი წრით. გუნდებში დაწესდეს წლოვანებათა ლიმიტი, 3 ფეხბურთელი 19 წლამდე, 3 ფეხბურთელი 22 წლამდე და დანარენი 5 კი შეუზღუდავად. ასევე ქვედა პირველ ლიგაშიც, 4 ფეხბურთელი 19 წლამდე, 4 ფეხბურთელი 23 წლამდე, დანარჩენი 3 კი შეუზღუდავად. ამით ჭაბუკთა ნაკრებების ფეხბურთელაბს მაინც გავზრდით ევროპის კარგი კლუბებისთვის და საბოლოოდ ეროვნული ნაკრების გაძლიერებაზე ვიფიქრებთ. ხოლო ევრო თასებისტვის ფიქრი და მცდელობა ყველა უფულო კლუბებისთვის მიუწვდომელი სურვილია. .$. თან ასეთი ახალგაზრდა, მაგრამ ეროვნული ნაკრებისთვის პერპექტიული ახალგაზრდა(უცოლშვილო :))...) ფეხბურთელების შენახვა უფრო ნაკლები თანხა დაუჯდება კლუბის მესვეურებს.
qazwsx
ხრესილელ, გეშლება - ოკრიბელივით რომ ფიქრობდეს უმრავლესობა, მაშინ ქი იქნებოდა ისე, როგორც ოკრიბელი ამბობს. ასე რომ, თუ ამ ქვეყნის ცუდ დღეში ყოფნის ვინმეზე დაბრალება გინდა, შენნაირებით დაიწყე ... აფხაიძე - შენი აზრით, დღეს რომ იწყებოდეს საქართველოს ჩემპიონატი სადაც თითოეულ მსურველ გუნდს ექნებოდა ვალდებულება ჩაედო ვთქვათ 200 000 ლარი, ხოლო პირველ 3 ადგილზე გასულები გავიდოდნენ ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოებზე, 4 მსურველის მეტი არ გამოჩნდებოდა?
ff
შეეშვით ამ ფეხბურთს. თუნდაც დააფინანსონ 800 ათას ლარის შემოსავლის გუნდის ნათამაშები ფეხბურთი არ გაიშვას. არ აქვს საქართველოს ფეხბურთის რესურსი და მორჩა. არც გულშემატკივარს აქვს ფული რო სტადიონზე მივიდეს და ბილეთი იყიდოს, თან მაინდამაინც სურვილიც არ აქვთ. სახელმწიფომ კი ამდენი გაჭირვებულების შემხედვარემ ფული ფეხბურთზე როგორ უნდა დახარჯოს ვერ ვხვდები. 800 ათასი ლარი რო შეუვიდერს გუნდს სტადიონის ხარჯების გარეშე ყოველ თამაშზე მინიმუმ 2000 კაცმა უნდა იყიდოს 15 ლარიანი ბილეთი და დღეს მთელს ფოთში 2000 კაცს ჯიბეში 15 ლარი არ ექნება. ბოლოსდაბოლოს ბარსელონას ბილეთები ძლივს გაყიდეს თბილისში 50 ლარად და ფოთი არა შვანცკი. ამიტოა რო შანსი არ აქვს ქართულ ფეხბურთს. უფულო ვითომგულშემატკივრებს უხელფასო ფეხბურთელები მოყვება და უხელფასო ფეხბურთელების ფეხბურთი არ დაგეკარგოთ.
ხრესილელი
ოკრიბელი-ს. ოკრიბელო, შენსავით რომ აზროვნებს ქართველთა უმრავლესობა, იმიტომაც გაქვთ ქვეყანა "აწყობილი" ყველა სფეროში საათივით. თუმცა რა აზრი აქვს შენტან საუბარს იმკომენტარის შემდეგ, რაც დადე. ....
ირაკლი აფხაიძე
ქუთაისელო ბიუჯეტის გუნდები რო არ იყოს საქართველოს ჩემპიონატი დღეს ოტხთა ტურნირი იქნებოდა, ისიც იმ შემთხვევაში თუ პირველი ლიგიდან გაგრას და ვიტ-ჯორჯიას დაიმატებენ... ამ ეტაპზე თუ სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაუდგა კლუბებს გვერდით წარმოუდგენელია ფეხბურთის არსებობდა საქართველოში.
გურამი
არც ერთი ფეხბურთის გუნდი არ უნდა იყოს ჩვენი ფულით დაფინანსებული. არავითარი ქვეყნის ფული ან ბიუჯეტის ფული არ არსებობს ეს არის ხალხის ფული და დღეს არ არის მაგის საშვალება რომ ფეხბურთი ვაფინანსოთ, ხალხი მშიერია არ ხართ მართლები, ხალხს მივხედოთ
mmm
თქვენც კაი ტიპები ხართ რა, რას ელოდებით ფოთის მერია საკრებულოსგან?(ან ბოლოს როდის რამე გააკეთეს?) შეიხედეთ შიგნით რა წურბელებითააა გამოძეძგილი თვითმმართველობა, თავიანთი პრემია დანამატების მერე მაგათ რამე გადარჩეთ რაა!!!
quTaiseli
ამიტო არუნდა იყოს ბიუჯეტის გუნდები ეგარის ყველაფრის უბედურების სათავე არააქ ხო ფული არაყავს მეპატრონე რაზე უშვებ უმაღლესში სათამაშოდ შე დალოცვილო.
gizog
ბიჭები მართლები არიან, ამ შემთხვევაში. თუ ქალაქს არ უნდათ ფეხბურთის გუნდი უნდა თავის დროზე განაცხადონ, რატომღა იძლევიან დაპირებებს. ძალიან საწყენია, ქართული ფეხბურთის ფესვები ხომ აქედან მოდის.
ani
თუ არ გინდათ ფოთელებს ფეხბურთი თქვით ბარემ, დაჯექით ჭამეთ და სვით. რაღას აწვალებთ ამ ბიჭებს. ეხალისებათ სიცივეში, წვიმაში, თოვლში და სიცხეში სირბილი? იმიტომაც არის საქართველოს ფეხბურთი კარგ დღეში, კობიაშვილმა რომ მიხედოს ასეთ საკითხებს ურიგო არ იქნება. თუ ფული არ ჰქონდათ სხვა გუნდისთვის დაეთმოთ ადგილი და ეს ბიჭებიც თავიანთ გზას მოძებნიდნენ
მამალო
ოკრიბელო ამათ არც ფეხბურთი უნდათ და არც სამშობლო რისი ამშენებელი არიან ჯერ მერია და პარტია უნდა გასუფთავდეს ვაი პატრიოტებისგან
გიორგი
მერია ფეღბურთი თუ ფუფუნებაა დანამატი რაღაა?მოიკელით საახალწლოდ გამზადებული გექნებათ პრემია-დანამატი და ბიჭებს დაურიგეთ ხელფასი
ოკრიბელი
ნეტა ვის რას ამადლიან, არ აქვთ და დაეტიონ სახლში და სხვა საქმეს ეწიონ. ვის უნდა თუ დზმა ხართ ამათი ფეხბურთის თამაშის ყურება, ან ვინ რაში და რატომ უნდა დახარჯოს ამათვის ფული. გინდა კერძო სექტორი იყოს და გინდა სახელმწიფო, აქ ქალაქის მერია, რა ფოთში ნუთუ ისეთი რამე არ არის ასაშენებელი ან შესაკეთებელი, ხალხის კეთილ საქმეს რომ წაადგეს.
ჯიჯი
ირაკლი აფხაიძეს,გეთანხმები ძმაო,სწორად თქვა ამ კაცმა,სირცხვილი არაა ამ ბიჭების მდგომარეობა?ამათ უკან ოჯახები ჰყავთ,ამათი პროფესია ფეხბურთია,რას გთხოვთ ასეთ შეუძლებელს,ნეტა შემეზლოს და მქონდეს რომ დავეხმარო,სამარცხვინო დღეში ვართ,რომელ ფეხბურთის განვითარებაზე ვლაპარაკობთ
ირაკლი აფხაიძე
ფოთის პორტის პატრონი ქალაქი ასეთ დღეში არ უნდა იყოს
dato
გააჭირეს რაა უკვე საქმე როდემდე უნდა იყვნენ ეს უმაქნისები ქვეყნის ბიუჯეტზე ჩამოკიდებულები, თითქოს ბევრი გადასაყრელი ფული ქონდეს ამ ქვეყანას
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ინფორმაცია გადადებული მატჩების შესახებ
სად წავიდა 3,9 მლნ ლარი? წყალში გადაყრილი ფულისა და აუშენებელი "ფაზისის" ისტორია
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
გიორგი ლემონჯავა: ფოთისნაირ ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქს ეს არ შეშვენის
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ცხინვალის "სპარტაკი" ბესიკ ჩიმაკაძესთან და ვახტანგ ფანცხავასთან თათბირობს
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
სამზადისი. ბოლნისის "სიონი": თუ გაწვიმდა...
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
კოლხეთი-დორდოი 2:0 - გამარჯვება ყირგიზეთის ჩემპიონთან
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს