ტაბლოიდების კვლადაკვალ

გასულ კვირაში, ინგლისში აგორებული სექსიზმის ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო. შეგახსენებთ, რომ მან Sky Sport-ის ორი ცნობილი წამყვანის, ენდი გრეისა და რიჩარდ კეისის სამსახური შეიწირა, შემდეგ კი ათასი კუდი და გაგრძელება ჰპოვა. სკანდალი ასე დაიწყო: ტელეჟურნალისტთა წყვილს ეგონა, რომ მიკროფონები გამორთული იყო და ქალ თანამსაჯზე სიან მესიზე ლაპარაკისას წამოროშა, ოფსაიდის წესი ისევე როგორც ზოგადად ქალებს კარგად მასაც არ ესმისო. ეს სიტყვები გრეისა და კეისს ქალების უფლებების შელახვად ჩაუთვალეს, რასაც საკუთრივ ტელეკომპანიის მხრიდან საკმაოდ თავისებური ქცევა მოჰყვა - თუკი ამ ორ კაცს ეთერს მიღმა (თუმცა, ჩართული კამერების წინ) რაიმე უთქვამს ან უღლაბუცია, ყველაფერი საჯარო გახადა. ამიტომაც იყო, მთელი ოთხი დღე რომ ელოდნენ დაზაფრულ გრეის ყვითელი გაზეთების ჟურნალისტები მისი სახლის გარეთ.

ყოფილი ტელევარსკვლავი, რომელსაც წელიწადში 1,7 მილიონ ფუნტს უხდიდენ, მხოლოდ მეხუთე დღეს გამოვიდა შინიდან, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად თავის „აუდი Q7“-ში ჩაჯდა და ისე, რომ ხმა არავის გასცა, სადღაც გაემგზავრა.

„სანი“ წერს, რომ გრეი გაუპარსავი იყო და დაღლილი ჩანდა. „სულ რაღაც ერთი კვირის წინ ის დიდი შემოსავლის მქონე ვარსკვლავი იყო, ახლა კი უმუშევარია, რომელიც არავის უყვარს“, - თქვა მავანმა მეზობელმა თუ გამვლელმა, რომელმაც შინიდან გამოსულ ჟურნალისტს თვალი მოჰკრა. 55 წლის ყოფილი ფეხბურთელის ახლო მეგობარმა ასე მოყვა:

„ამ დღეებში ენდი საწოლიდან არ დგებოდა და საჭმელიც, თითქმის, არ უჭამია. მას კიდევ არ სჯერა, რომ დაკარგა საქმე, რომელსაც მთელი 20 წლის განმავლობაში დიდი სიყვარულით ემსახურა.“

გრეის მდგომარეობა ოჯახის სხვა ახლობელმაც აღწერა: „ის საშინლად დათრგუნა მოპყრობამ, რომელსაც ბოლო დღეებში წააწყდა. მას მომავალზე არასდროს უფიქრია, ყველაფერი საათივით ჰქონდა აწყობილი.“

ამბობენ, რომ ენდი გრეი Sky Sport-ის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. მას მიაჩნია, რომ სამსახურიდან უსამართლოდ გააგდეს და კომპენსაციის სახით 3 მილიონი ფუნტის მოთხოვნას აპირებს. საამისოდ „ევერტონისა“ და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ადვოკატებს ხვდება.

სად გადის სამართლიანობის ზღვარი? - ამ საინტერესო კითხვაზე საპასუხოდ შეგვიძლია კიდევ ერთი მაგალითი მოვიტანოთ. ამჯერად რიჩარდ კეისის შემთხვევა განვიხილოთ, უფრო სწორად კი მოვყვეთ, ხოლო განხილვა „ლელოს“ მკითხველისთვის მიგვინდია. საქმე „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელის, ჯეიმი რედნაპის ოდინდელ მეგობარ გოგონას, ლუის გლესს ეხება. დღეს, რედნაპი, მოგეხსენებათ, ჟურნალისტია და Sky Sport-ში გამოდის. ეს ამბავიც, გადაცემის დაწყების წინ, ამ ტელეკომპანიის სტუდიაში მოხდა, სადაც ოთხი კაცი იჯდა, მათ შორის კეისი და რედნაპი. ლაზღანდარობისას სიტყვამ ლუის გლესი მოიტანა და კეისმა რედნაპს ჟარგონზე ჰკითხა მასთან სექსი ხომ გქონდაო. ვიმეორებთ, ჟურნალისტები გადაცემის დაწყებამდე დროს კლავდნენ. კეისმა მაგიდაზე ფეხებიც კი შემოაწყო. ეს კადრი (კამერა ჩართული იყო) საჯაროდ რომ არ ეჩვენებინათ, პრობლემა არ შეიქმნებოდა, მაგრამ კეისის ცუდი ბიჭობის დასამტკიცებლად აჩვენეს და... რასაკვირველია, ქალი შეურაცხჰყვეს. დღეს ის „კერლისლ იუნაიტედის“ ოდინდელი მეკარის ჯიმი გლესის მეუღლე და ორი შვილის დედაა, სოფელ დორსეტში ცხოვრობს. რედნაპს „ბურნმუთში“ თამაშის წლებში (1989-1991) ხვდებოდა. 38 წლის ქალბატონი, ვექილებს დაეძებს, რათა რიჩარდ კეისს უჩივლოს.

როგორც ჩანს, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც კეისს გაუგო მისი მეუღლე ჯულია კეისია, რომელიც მასთან სტუმრად მისულ „ყვითელ ჟურნალისტებს“ ჩაით გაუმასპინძლდა და უთხრა, რომ მის ქმარს Sky Sport-ის ხელმძღვანელობა უსინდისოდ მოექცა.

„იმისათვის, რომ ეს ტელეკომპანია მსოფლიო რუკას კარგად დამჩნეოდა ჩემმა ქმარმა და ენდი გრეიმ ბევრი იშრომეს. შესაძლოა ვინმეს ისინი პიროვნულად არ მოსწონდეს, მაგრამ პროფესიონალიზმს ნამდვილად ვერავინ დაუწუნებს. ის რაც ეთერში აჩვენეს ბიჭების ლაზღანდარობა იყო და მეტი არაფერი.“

შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანომ" "ბეტისს" სძლია
"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 დილა. შეიძლება, მომდევნო ტურშიც გადაწყდეს...
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
შსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] შენგელიასა და რიდის სუპერდუეტი, ქამბექი ოვერტაიმში და "თოკოს" ცრემლები - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთი დაამარცხა!
"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
[VIDEO] ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!
"მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებას" - "ტრაბზონსპორის" განცხადება
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს