უცხოელი სელექციონერებისგან საინტერესო წინადადებები 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ნიკა სანდუხაძემაც მიიღო
შარშან, ოქტომბერში თბილისში გამართული შესარჩევი ციკლის მატჩების შემდეგ უცხოური კლუბები საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებით დაინტერესდნენ.

თავდამსხმელი ბაჩო არაბული ახლაც კიევის "დინამოში" ისინჯება. მან საკონტროლო შეხვედრებში სამი გოლი გაიტანა, მაგრამ არა და არ გადაწყდა მისი საკითხი - ბაჩო ხუმრობს კიდეც, მგონი, კონტრაქტი ისე გამიფორმეს, არ მეუბნებიანო.

უცხოელი სელექციონერებისგან 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ნიკა სანდუხაძემაც საინტერესო წინადადებები მიიღო.

"როგორც მითხრეს, დონეცკის "შახტარშიც" მიწვევენ და ტოლიატის საფეხბურთო აკადემიაშიც, რომელსაც რომან აბრამოვიჩი აფინანსებს. მაგრამ ახლა ჩვენი ნაკრებისთვის გადამწყვეტი ეტაპია: ელიტრაუნდისთვის როგორც მოვემზადებით, შედეგებიც ისეთი გვექნება. მალე ესპანეთში ამ ქვეყნის 17-წლამდელებთან ორი შეხვედრა გველის, მერე კიდევ იქნება შეკრებები და არ მინდა ამ დროს, აქეთ-იქით სიარულით ფორმიდან ამოვვარდე. სათანადოდ უნდა მოვემზადო, საფრანგეთში ელიტრაუნდის გასამართ მატჩებში კარგად რომ ვითამაშო", - გვითხრა სანდუხაძემ.

ტანმაღალი ცენტრალური მცველი ამჟამად თბილისის "დინამოს" აკადემიაში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის ჯგუფში საქართველოს მეტოქეები მასპინძელი საფრანგეთი, ბელარუსი და ნორვეგია იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
კარგად აზროვნებენ ახალგაზრდები, მომწონს. წარმატებები თქვენ და საქართველოს.
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა