"რკინიგზელთა" კლუბისა და მისი საფეხბურთო სკოლის ახალი დირექტორები გუნდის განვითარებაზე, სელექციასა და მომავალზე იზრუნებენ
ზაზა ზამთარაძე და გიორგი კიკნაძე ერთად გაზრდილები, მეგობრები და მეზობლები არიან. თბილისის "დინამოშიც" ერთად მივიდნენ, მწვრთნელობაც ერთად დაიწყეს, უმაღლეს ლიგაში მუშაობაც და ასე მოიარეს რუსთავის "ოლიმპი", ქუთაისის "ტორპედო", თბილისის "ლოკომოტივი" - რაც მთავარია, კარგად მუშაობდნენ და მათზე ამიტომაც იყო მოთხოვნა. თუმცა ორი წლის წინ ფეხბურთიდან გაუჩინარდნენ.

მერე, ცხადია, ისევ ერთად გამართეს პრესკონფერენცია, სადაც მეორე ნაკრების იდეა წამოაყენეს და კვლავ გაუჩინარდნენ.

ახლა ორივე "დიდ ავიაციაში" დაბრუნდა და საქმიანობას თბილისის "ლოკომოტივში" განაგრძობს, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობს და არ ულხინს.

"დიდი ხანია, ფეხბურთს ჩამოვშორდით. მართალია, რამდენიმე კლუბში მწვრთნელად გვიწვევდნენ, მაგრამ ლექსო თოფურიამ ყველაზე კონკრეტული საქმე შემოგვთავაზა და "ლოკომოტივში" დაგვაბრუნა. გიორგი სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მე - კლუბის საფეხბურთო სკოლის დირექტორად. ჩვენ "ლოკომოტივის" განვითარება, სელექცია და მომავალი ჩაგვაბარეს.

"ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ გაზრდილი ხუთი მოთამაშე 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და, ვფიქრობ, საინტერესო სამუშაო გველის, რადგან "ლოკომოტივის" მიზანი ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა და დაწინაურებაა", - გვითხრა ზამთარაძემ.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა