ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ძლიერები არასდროს ნებდებიან - ბექა ბურჯანაძის მძიმე ისტორია

ძლიერები არასდროს ნებდებიან - ბექა ბურჯანაძის მძიმე ისტორია

ბექას წარსული მძიმეა, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობით ვერ დატკბა...
ესპანური გამოცემა kiaenzona.com "ლეიმა ბასკეტის" ქართველ ლეგიონერზე, ბექა ბურჯანაძეზე საკმაოდ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"ლეიმა ბასკეტის" ქართველი კალათბურთელი ამ მომენტს დიდხანს ელოდა. ეს მისი წელია. წელი, როცა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოს. მისი სახელი ბექა ბურჯანაძეა.

ბურჯანაძემ მორიგ ტურში 31 ქულა ჩააგდო და ლაკორუნიელებს "კოკინასი" 95:83 დაამარცხებინა. მთავარი კი ისაა, რომ ბურჯანაძემ ბოლო მატჩებში უკვე მეორედ გადააბიჯა 30-ქულიან ზღვარს, ხოლო გასულ 3 შეხვედრაში საშუალოდ 30,3 ქულას აგროვებს.

ბექას წარსული მძიმეა. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობით ვერ დატკბა. 8 წლის ასაკში მან ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა, ახალი ცხოვრება დაეწყო.

"ძლიერები არასდროს ნებდებიან" - ეს მისი დევიზია. ბექა ძალიან ძლიერი ადამიანია.

კალათბურთის თამაში მხოლოდ იმიტომ ისურვა, რომ თავისი ნათესავის, ზაზა ფაჩულიას გზა გაეგრძელებინა, რომელმაც წლების მანძილზე საკმაო გამოცდილება დააგროვა NBA-ში, დღესდღეობით კი "დალასის" ღირსებას იცავს.

ბექამ კალათბურთის თამაში 6 წლის ასაკში მშობლიურ ქალაქში, თბილისში დაიწყო, თუმცა პრობლემები არ აკლდა. მას ზედმეტი წონა აწუხებდა, რომელიც მოძრაობაში ხელს უშლიდა. სხვა ყველაფრის მხრივ, ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანი იყო: სკოლაში დადიოდა, კალათბურთს თამაშობდა, მშობლებსაც სტაბილური სამსახური ჰქონდათ (დედა ტელევიზიაში მუშაობდა, მამა კი ინჟინერი იყო).

8 წლის ასაკში, კალათბურთის თამაშის დროს ბურჯანაძემ ფეხის ძვალი მოიტეხა, რაც შემდგომ მისი ოჯახისთვის დიდ კრიზისად იქცა. ქართველი ექიმები ვერ აიმედებდნენ - სპორტს თავი უნდა დაანებოსო. ბექას დედას იმედი არ დაუკარგავს, სჯეროდა, რომ არსებობდა ადგილი, სადაც მის შვილს უმკურნალებდნენ და იპოვა კიდეც გერმანიაში... მაგრამ საქმე ასე მარტივად არ იყო.

დედამისს ბინის, ავტომობილის და ყველაფრის გაყიდვა მოუწია, რაც გააჩნდა - ოპერაცია დიდ თანხას საჭიროებდა. დედა რწმენას არ კარგავდა, რომ შვილი გამოკეთდებოდა, ამიტომ მზად იყო, მის გამო ყველაფერი დაეთმო... ამიტომაც გაყიდა ყველაფერი.

არ იყო მარტივი ოპერაცია, მაგრამ ექიმების წყალობით, საბოლოოდ კარგად ჩაიარა. ბექას რამდენიმე თვე უნდა დაესვენა და შემდეგ ისევ საყვარელი საქმიანობით დაკავებულიყო.

ოპერაციის შემდეგ ოჯახი თბილისში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც სახლი აღარ გააჩნდათ. ამიტომ იძულებულნი იყვნენ, ქირით სხვადასხვა სახლში ეცხოვრათ. მაგრამ დედა შვილის გამოკეთებით ბედნიერი იყო.

თვეები გადიოდა, ბექას კი ტკივილი არ შორდებოდა. ის ნახევარი წლის შემდეგაც კი ვერ ახერხებდა სიარულს, რაც სიტუაციას ამძიმებდა ბავშვისთვის, რომელსაც ოპერაციის შემდეგ მეგობრებთან ერთად კვლავ უნდა ეთამაშა.

დედამისი ბრძოლას არასდროს წყვეტდა. დედის მეგობარი ერთ-ერთ მოხუცზე უყვებოდა, რომელიც ხალხს კურნავდა და სწორედ მასთან მიიყვანა.

არ იყო მარტივი მოგზაურობა. იმ მოხუცამდე გზა ფეხით უნდა გაევლოთ და ნუ დავივიწყებთ ბექას წონის პრობლემას, დედას კი მისი ხელში ტარება უწევდა. საბოლოოდ კი იმ მოხუცამდე მივიდნენ.

მას შოთა კრაჩაშვილი ერქვა.

"წარმოუდგენელი იყო, რომ გერმანიაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, თვეების მანძილზე სიარულს ვერ ვახერხებდი. ამ ადამიანმა ფეხზე მალამო წამისვა, 5 დღეში უკვე სიარული შემეძლო და დაახლოებით თვენახევარში მეგობრებთან ერთად დავრბოდი", - ამაღელვებლად იხსენებს თავის ბავშვობას კალათბურთელი.

ის აგრძელებდა ბინების ცვლას, მაგრამ ახლა უკვე მის სახეზე ღიმილი გაჩნდა. ღამღამობით კალათბურთის ბურთით იძინებდა, სახლში კი პატარა კალათა ჰქონდა, რომლითაც ვარჯიშობდა. მას ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა, თავის მომავალს კი კალათბურთში ხედავდა.

გადატანილი ოპერაციის შემდეგ წონის პრობლემაც აღარ ჰქონდა - დაკარგა კილოგრამები და თავს მსუბუქად გრძნობდა.

ბურჯანაძე თბილისურ გუნდ "მართვეში" თამაშობდა და დიდ სიამოვნებასაც იღებდა, მაგრამ დრომ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებს...

2004 წელს, როცა ბექა 10 წლის გახდა, მამა საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა. დედამ მეუღლის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა, არ სურდა 10 წლის შვილი უმამოდ დარჩენილიყო. კვლავ დიდი თანხა გახდა საჭირო, რომელიც მეგობრების და ნაცნობების დახმარებით მოგროვდა კიდეც. 4 წლის შემდეგ მამის გულისცემა მაინც შეწყდა... 14 წლის ასაკში ბექა უმამოდ დარჩა.

ამ ყველაფრის ფონზე, ბურჯანაძე უკვე თამაშობდა 16-წლამდელთა ნაკრებში და მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ.

შემდეგ მან "სევილიის" ყურადღება მიიპყრო, სევილიელები მასში დიდ ნიჭს ხედავდნენ და დაიმატეს კიდეც ქართველი კალათბურთელი. ამ ყველაფერმა კი ბურჯანაძის ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა.

კალათბურთელისთვის ესპანეთში ჩასვლა არ იყო მარტივი. იქ დღეები დედის გარეშე უნდა გაეტარებინა, რომელთანაც დიდი მანძილი აშორებდა. დედამ შვილის ბედნიერებისთვის ყველაფერი დაკარგა, შვილს კი ეს ყოველთვის ემახსოვრება.

საბოლოოდ, ბექა ესპანეთში ჩავიდა და პროფესიონალ კალათბურთელად გახდომისთვის მორიგი ნაბიჯები გადადგა.

"ძალიან გამიმართლა მწვრთნელებში, რომლებიც "სევილიაში" დამხვდნენ. მათი მადლიერი ვარ. მოთმინებით ეკიდებოდნენ ჩემს სიტუაციას და ძალიან დიდ დროსაც მითმობდნენ. პირველ წელს ძალიან ადრე ვდგებოდი იმიტომ, რომ 08:30-ზე პირველი ვარჯიში მქონდა, შემდეგ კი ესპანურზე მივდიოდი. მინდოდა პროფესიონალი კალათბურთელი გავმხდარიყავი, ამიტომ ბევრს ვვარჯიშობდი, რაშიც მწვრთნელები მეხმარებოდნენ", - ამბობს ბექა.

ქართველ კალათბურთელს, რომლის სიმაღლეც 2 მეტრია, არასდროს დაუვიწყია მძიმე წარსული. ბექა თვიური ხელფასის 80%-ს ყოველთვის დედას უგზავნიდა. თავად ფული არ სჭირდებოდა - "სევილიაში" ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა.

ბექა მოუთმენლად ელოდებოდა, როდის გახდებოდა სრულწლოვანი. ერთი მიზანი ჰქონდა - პირველი ოფიციალური კონტრაქტისთვის მოეწერა ხელი. "სევილია" ენდობოდა ქართველ კალათბურთელს და ამიტომაც გაუფორმა კონტრაქტი. ბექამ კი საქართველოს დედაქალაქში ბინა შეიძინა, სადაც სამუდამოდ ცხოვრებას შეძლებდა.

მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა...

"სევილიაში" ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელმაც ბექას დატოვება არ ისურვა. მისთვის ეს მძიმე დარტყმა იყო - ერთით მეტი.

"მათ მითხრეს, რომ სექტემბერში ჩემთვის დრო არ იქნება გამოყოფილი. შემდეგ ლაკორუნიაში გადასვლის საშუალება მომეცა. ახლა თამაშს აქ ვაგრძელებ და ბედნიერი ვარ, რადგან კარგი გუნდელები მყავს და ხელმძღვანელობა პირველივე დღიდან მენდობა. მათ შემიწყვეს ხელი, რომ უკეთესი გავმხდარიყავი", - ამბობს ბურჯანაძე.

თბილისიდან სევილიამდე და სევილიიდან ლაკორუნიამდე. მძიმე წარსული, რომელიც დაეხმარა ბექას ისეთი გამხდარიყო, როგორიც ახლა არის.

ბექა 21 წლისაა, ამბიციურია და მეტი სურს. დედამისი კი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, მისით ძალიან ამაყობს.

• მარინა

მე დიდი ხანია ამ ოჯახს ვიცნობ და თითქოს ჩემთვის ახალი არაფერი იყო,მაგრამ....გაიხარე ბექა დედასთან (დალისთან) ერთად.წარმატებები!

• DIKEMBE MUTOMBO

და

• გიორგი

წარმატება ბექას! სიხარული და შვილის კარგად ყოფნა სანიმუშო ქალბატონს! ზაზას რაც შეეხება, თვლა ხომ იცით, ზაზა მაშინ ნბა-ში არ იყო და თვითონაც ფინანსურად უჭირდა. ზაზა 2003 დან აიყვანეს ნბა-ში და პირველ წელს სულ ვალები მქონდაო ინტერვიუში ამბობს.

• დათო

ქართველი დედის გმირობის ისტორია!!!!!! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!!!! ბრავო!!!!

• gizog

ქება და დიდება ბექას დედას, სანამ იარსებებენ ასეთი ქარველი ქალები ერს გადაშენება არ უწერია. ჯიჯის ვეთანხმები, ასეთი ქალბატონების და ალბათ ბატონებისაც მეტი დაფიქრება გვჭირდება ჟურნალისტებსაც და ერსაც თუ ვინ გავაპიაროთ და ვინ გახადოთ ამ მცირერიცხოვანი ერის სახედ. ბექა ნამდვილად გვეგულები თოკოსთან ერთად ზაზას ღირსეულ მემკვიდრედ ქართულ კალათბურთსიც და NBA-შიც. გაიხარე სულ გამარჯვებებით გევლოს.

• ჯიჯი

არა მგონია ზაზას მიეტოვებინა გაჭივრებაში ბექა და მისი ოჯახი,არ ვიცი რა დაეხმარა მაგრამ მჯერა არ დატოვებდა უყურადღებოდ,უბრალოდ არ არი საჭირო ყველაფრის აფიშირება,აი ბექას დედიკოს ქალობით ნამდვილად აღდრთოვანებული ვარ,და ერთი მინდა ვთქვა,ტელევიზიებით ამ უზნეო ქალებს რო აპიარებენ,ესპანელმა ჟურნალისტმა თუ მოიძია და ასეთი სტატია დაწერა,ნუთუ საქართველოში ვერ მივაგენით ამ ბუმბერაზ ქალბატონს რო მაგალითი მისცეს ახალგაზრდა დედებს,ზოგადად საზოგადოებას,ნამდვილად ქების ღირსია და ქედს ვიხრი მისი ქალობის წინაშე,მამაკაცსაც შეშურდებოდა მისი საქციელი

• თამაზი

სიამოვნებით დაუდგებოდი გვერდით ბექას დედას აი ქალი მიკვარხარ ფორცა დედიკო

• დარეჯანი

ბექა, შენი ლამაზი მაგრამ ტკივილიანი წარსული შენი წინამძღვარი უნდა იყოს. ლამაზი, შენი დედმამის და კეთილი მეგობრების გვერდში დგომით, მომავალი შენია !!! მეამაყები შენი სულისკვეთებისა და შრომის სიყვარული გამო. გეწარმატებოს მუდამ ჩვენო საამაყო ქართველო ჭაბუკო !!!

• დარეჯან ფაჩულია

ბექა, შენი ლამაზი მაგრამ ტკივილიანი წარსული წინამძღვარი უნდა იყოს შენი მომავლის.სილამაზე, დედ-მამისა და კეთილი მეგობრების გვერდში დგომით. მომავალი შენია ჩემო ბექა, შენი დაუღალავი შრომით მოპოვებული. მეამაყები ასეთი ძლიერი სულისკვეთების და შრომისმოყვარე რომ ხარ. გეწარმატებოს მუდამ შენს საყვარელ საქმიანობაში !!!

• kaxeli papa

ბექას მამა აცხონოს უფალმა! გჯეროდეს ბექა:ის ყოველ ნაბიჯს დაგილოცავს, ის-გხედავს! წარმატებას გისურვებ, კარიერულ წინსვლას და ბედნიერად-დიდხანს სიცოცხლეს!

• Saba

მაგალითი იმისა რო ყურები არასდროს უნდა ჩამოყარო. საღოლ ბექას

• iracha

ვინც აქ სხვადასხვა მოსაზრებებს წერს ნუ დაწერთ ისეთ რამეს რაც არ იცით. უბრალოდ ამის თქმა მინდოდა

• დიღომი

ბექას ერთ ერთი მეზობელი ვარ სანამ სახლს შეიძენდა. დიდებული პიროვნებაა, კარგი ქართველი კაცია. დედამისი მაგარი ვაჟკაცური ქალია,კარგი და შესაშური (კარგი გაგებით)დედაშვილობა აქვთ.ღმერთმა სულ წინ და იღბლიან გზაზე გატაროს.

• zura1504

და ზაზაზე რატომ არაფერი წერია? მაგალითად, ფინანსურად როგორ ეხმარებოდა?

• Qomagi

რა მძიმე გზა გაუვლია, ნამდვილად არ ვიცოდი! ბექა, ეს რა გმირი დედა გყოლია? უფლისგან დალოცვილები იყავით და შენ პირადად შენი თამაშით არაერთგზის მოგენიჭებინოს ჩვენი ხალხისთვის სიხარული და ბედნიერება

• anano

ბექა წარმატებები,ბრავო შენ დედიკოს,ღმერთი თქვენსკენ

• kirkita

"კალათბურთის თამაში მხოლოდ იმიტომ ისურვა, რომ თავისი ნათესავის, ზაზა ფაჩულიას გზა გაეგრძელებინა". ეს იფორმაცია თუ მართალია ბიჭს ასე, რომ უჭირდა სად იყო ამ დროს ნათესავი ზაზა? ამით ზაზას პიროვნებას ჩრდილს ხომ არ ვაყენებთ?

• გია

ვააა აღფრთოვანებული დავრჩი, დიდი მადლობა ბექას დედიკოს, ამას ყველა ვერ შეძლებდა, ბექას აქამდე პატივს ვცემდი როგორც კალათბურთელს, ამ სტატიის შემდეგ ეს ვაშკაცი ერთი ასად ამაღლდა ჩემს თვალში, აი ასეთ კაცს არ აყვარდება თავში არასოდეს წარმატება და ქვეყანასაც კაცურად დაუდგება ყოველთვის გვერდში. ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ ბექას, ღირსია ეს კაცი.

• თემური

გაიხარე და გაგვახარე, დაღმავალი არასოდეს ყოფილიყოს შენი ცხოვრების გზა, ვინც გიცნობს იცის ვინც ხარ და ვინც არ გიცნობს შენი სიკარგით გააცანი თავი...აბა შენ იცი, წარმატებებიიი

• VAAAAA

აი კაცი! დიდი ადამიანი! ჩვენს დროში გმირები კიდევ ყოფილან!

• ჯიჯი

ბექა აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას კალათბურთში! მშრომელ და ნიჭიერ სპორტსმენს იშვიათად არ უმართლებს. გენებიც მაგარი აქვს. თუ არ ვცდები ბექა და ზაზა ბიძაშვილ–მამიდაშვილი არიან!

• beso

ბექა, შენ ხარ მაგალითი ყველა ახალგაზრდა ქართველისთვის იმისა, რომ ყველა მათგანს შესწევს ძალა სხვადასხვა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, თუ ამისათვის თავდაუზოგავად იშრომებენ, შენით ვიამაყებ, მადლობა შენს დედიკოს და ყველა მათ , ვინც მხარში გედგა, გაიხარე და გაგვახარე...

• beso

ბექა, შენ ხარ მაგალითი ყველა ახალგაზრდა ქართველისთვის იმისა, რომ ყველა მათგანს შესწევს ძალა სხვადასხვა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, თუ ამისათვის თავდაუზოგავად იშრომებენ, შენით ვიამაყებ, მადლობა შენს დედიკოს და ყველა მათ , ვინც მხარში გედგა, გაიხარე და გაგვახარე...

• georgiano

საქართველოში ამ ბიჭის ამბავი აქამდე რატომ არ ვიცოდით? იმიტომ, რომ ქართული სპორტული ჟურნალისტიკა ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე. ბექა შენ და შენს ოჯახს ვენაცვალე. ძაან მძიმე ისტორიაა. თუნდაც ამიტომ ბექას არასოდეს აუვარდება თავში. წარმატებები და ღმერთი გფარავდეს!

• giga

რაები გამოუვლია. ყოჩაღ მის მშობლებს პირველ რიგში ასეთი მებრძოლი რო დააყენეს. რაც არ უნდა ჩაავრდნა ექნეს არაფრით არ ჩამოვწერ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ბექა.

• ჯიჯი

თვალები ამიცრემლდა გეფიცები,შენ გაიხარე ჩემო ძმაო,წარმატებებს გისურვებ,მაგალითი ხარ იმისა როგორ გახდე პროფესიონალი და წარმატებული,უკვე კაცი ხარ თან მაგარი კაცი,30 ქულაზე ნაკლები არ ჩაგეგდოს ბექა არცერთ თამაშში,გენაცვალე და შენ დედიკოს ვენაცვალე ასეთი ვაჟკაცი ქართველი ქალობისთვის

• thomas

ჩვენ კი არაფერი ვიცოდით. საამაყო შვილი ყოფილხარ. წარმატაბებს გისურვებ. ისე ჩვენი ჯურნალისტები რატომ არ წერენ ასეთ სტატიებს?

• grisha

ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჩემო ძმაო, შენც გაძლიერდი და საქართველოს ნაკრებსაც გამოადექი

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ბექა ბურჯანაძის ლიდერობით "ლეიმა კორუნამ" "ბარსელონა" დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა

"მადრიდის "რეალი" ესპანური ფეხბურთის განადგურებას ცდილობს" - "სევილიას" პრეზიდენტი

ბექა ბურჯანაძემ "ლეიმა ბასკეტს" "ბარსელონასთან" ულიდერა და პლეი ოფი გაინაღდა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს

მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ბექა ბურჯანაძის ბენეფისი ესპანეთში გრძელდება - 23 ქულა და 13 მოხსნა ბარსელონაში

ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" კონკურენტ "ბრეოგანთან" სტუმრად ბრძოლაში დამარცხდა

"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს

ბექა ბურჯანაძეს ესპანეთში გამარჯვება დედამ მოედანზე მიულოცა [PHOTO]

ბექა ბურჯანაძე: წარმატების საიდუმლო ყოველდღიურ შრომაშია

ბექა ბურჯანაძის MVP-ს ტიტული და 26 ქულა "კასერესთან"

ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება - ჩილელი "სევილიასთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

ბექა ბურჯანაძის 31 ქულა, 11-დან 11 ორქულიანი და გამარჯვება "კოკინასთან"

ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია

[VIDEO] მამარდაშვილის მეშვიდე მშრალი მატჩი და "ვალენსიას" მორიგი გამარჯვება

მამარდაშვილმა იფრინა - იხილეთ შეფასებები

ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის "რეალთან"