შაბათს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან გამართულ საკონტროლო მატჩში ფოთის "კოლხეთს" ზაზა ინიაშვილმა უხელმძღვანელა, მომდევნო შეხვედრას კი გუნდი ისევ ბესიკ შეროზიას თავკაცობით ჩაატარებს

შაბათს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან გამართულ საკონტროლო მატჩში ფოთის "კოლხეთს" ზაზა ინიაშვილმა უხელმძღვანელა, მომდევნო შეხვედრას კი გუნდი ისევ ბესიკ შეროზიას თავკაცობით ჩაატარებს. ''ლელოს" მკითხველმა იცის, რომ გამოცდილი სპეციალისტი ''კოლხეთის" ხელმძღვანელობასთან აპირებდა შეხვედრას და ამის შემდეგ მიიღებდა დაბრუნება-არდაბრუნების გადაწყვეტილებას. როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბის მმართველებმა შეროზია მთავარ მწვრთნელად დაბრუნებაზე დაიყოლიეს და სეზონის მეორე ნახევრისთვის ''კოლხეთს" კვლავაც იგი მოამზადებს.

''კლუბის ფინანსური მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა, მაგრამ ''კოლხეთს" ცოტა უკეთესობა მაინც შეეტყო და რაკი სეზონის ჩამთავრების პერსპექტივა გაჩნდა, საკუთარ თავს გუნდის მიტოვების უფლება არ მივეცი. ბევრს ვერ ვახერხებთ, მაგრამ მწირი ბიუჯეტი მაინც გვექნება და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერს ვიღონებთ. ზაზა ინიაშვილმა კი ჩემ არყოფნაში ''კოლხეთისთვის" ძალიან ბევრი გააკეთა, რისთვისაც მადლობას ვუხდი", - გვითხრა შეროზიამ.

მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ადგილობრივმა მთავრობამ 10-დღიანი შეკრებისთვის საჭირო თანხაც გამოყო და ''კოლხეთი" სეზონის განახლებამდე ფოთში მოემზადება.

''კოლხეთში" მხოლოდ შეროზია არ მიბრუნებულა. გუნდს შეუერთდა გამოცდილი მცველი მიხეილ მახვილაძე, რომელიც გუნდს სეზონის პირველ ნახევარში კაპიტნობდა.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ორ წასულთან – ერთ-ერთი მათგანი ასევე გამოცდილი უკანახაზელი ალექსანდრე ინწკირველია, რომელიც, ალბათ, დღეისთვის გადაწყვეტს, უღირს თუ არა დაბრუნება, მეორის ვინაობა კი ჯერ ვერ დავადგინეთ.

''კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე სხვა ფეხბურთელებითაც აპირებს გაძლიერებას, რამდენიმე ახალწვეულის ვინაობა ცოტა ხნის წინ გაირკვა – ესენი არიან ''სამტრედიას" ყოფილი წევრები, მეკარე ლაშა ძაგანია და თავდამსხმელი გიგა კვერენჩხილაძე, ასევე ახალგაზრდა კიპერი ვახტანგ ლობჟანიძე და ნახევარმცველი ბორის გელაჭეიშვილი.

სინჯებზეა თემურ ფურთუხია, რომელსაც უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბში უთამაშია.

შეროზია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ამხანაგური მატჩის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, 5 ან 6 თებერვალს კი ''კოლხეთი" ''გაგრას" ან ''ბათუმს" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ