თურქულ შეკრებაზე მყოფ თბილისის "დინამოს" პირველი გამარჯვება გიორგი კახელიშვილის გოლმა მოუტანა - 2:1
თურქულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" გუშინ კიდევ ერთ უკრაინულ გუნდს ეთამაშა - ლუცკის "ვოლინი" ამ სეზონში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს და თავის ქვეყნის ჩემპიონატში პირველი ეტაპის შემდეგ VI ადგილზე იმყოფება.

ამ გუნდის "მარადიული" მწვრთნელის, ვიტალი კვარციანის შეგირდთა ასეთ შედეგს ბევრი არ მოელოდა - "ვოლინი" ხომ უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა და ყველას მიაჩნდა, რომ გასავარდნად იყო განწირული. თუმცა სეზონის დაწყების წინ გუნდი საკმაოდ გაძლიერდა როგორც ლეგიონერებით (რუმინელები - ადრიან ნიაგა, სორინ პარასკივი, სერბი - სტეფან რაჩიჩი, ნიგერიელი - ჰარისონ ომოკოკო, ბოსნიელი - საშა სტევიჩი), ასევე უკრაინული ფეხბურთის ორი დამსახურებული ვეტერანითაც, ვლადისლავ ვაშჩუკითა და რომან მაქსიმიუკით.

"სევასტოპოლთნ" ჩატარებული წინა მატჩისგან განსხვავებით, "დინამო" ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე და, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სასურველმა შედეგმაც არ დააყოვნა. დინამოელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ტესტირებაზე მყოფი ლეგიონერები: ჩეხი ცენტრალური მცველი ირჟი ჰომოლა და სერბი შემტევი ნახევარმცველი გორან ცვეტკოვიჩი. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელმა პირველ ტაიმში ორი უაღრესად ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა და, ალბათ, ამის გამოც იყო, შესვენებამდე რომ შეცვალეს. სხვათა შორის, იმავე პირველ ტაიმში ცვეტკოვიჩის ნაცვლად შემოსულ კახელიშვილსაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ეს ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა.

ამის მიუხედავად, ანგარიში "დინამომ" გახსნა: მე-18 წუთზე გულვერდ თომაშვილმა პენალტი ზუსტად დაარტყა; პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი უკრაინელთა ფორვარდმა ევგენი პავლოვმა წონასწორობა აღადგინა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. აი, მეორე ტაიმში კი "დინამოს" უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, თუმცა გამარჯვების მომტანი გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გავიდა: ალექსანდრე კოშკაძის მიერ შესრულებული "სტანდარტულის" შემდეგ გიორგი კახელიშვილმა მეტოქის მეკარესა და მცველებს აჯობა და თავის გუნდს თურქულ შეკრებაზე პირველი მოგებაც (2:1) მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ მატჩში "დინამოს" შემადგენლობაში კიდევ ერთმა პოტენციურმა ახალწვეულმა ითამაშა: 186 სმ სიმაღლის ბოსნიელმა ფორვარდმა ვლადიმირ კარალიჩმა, თავის ნაკრებშიც რამდენიმე მატჩი რომ აქვს ჩატარებული და ბოლოს პოლონეთის ჩემპიონატში, "ბიტომის" ღირსებას რომ იცავდა.

"ვოლინთან" მოგებულ მატჩში "დინამომ" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ლორია (46. ზარქუა) - კაკუბავა (69. ციმაკურიძე), თომაშვილი, ჰომოლა, მაროვიჩი - ფირცხალავა (72. ედნილსონი), კვეკვესკირი, - რობერტინიო (62. შ. კაშია), ცვეტკოვიჩი (33. კახელიშვილი), კოშკაძე - ტატანაშვილი (46. კარალიჩი).

მომდევნო მატჩს "დინამო" ხვალ ჩაატარებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კახა კაჭარავას გუნდის მეტოქე ხორვატიული "ოსიეკი" იქნება.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა