Sportall.ge დუდას ამერიკაში დაუკავშირდა და მის კარიერაზე ესაუბრა
დუდა სანაძის "სან დიეგო ტორერო" სან დიეგოს დერბიში "სან დიეგო სტეიტს" დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 53:48. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი სანაძე იყო, რომელმაც "ტორეროსს" 15 ქულით ულიდერა და საბოლოო გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. ქართველი უკანახაზელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

Sportall.ge დუდას ამერიკაში დაუკავშირდა და მის კარიერაზე ესაუბრა.

- სულ თავიდან დავიწყოთ, რატომ კალათბურთი?

- კალათბურთი მამაჩემის გამო ავირჩიე. მინდოდა, მეც კალათბურთელი გავმხდარიყავი, თანაც სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტად მიზიდავდა. ყველგან კალათბურთს ვთამაშობდი, სადაც კი საშუალება მქონდა.

თუმცა კალათბურთს ყველაზე სერიოზულად მაშინ შევხედე, როცა საქართველოს ნაკრების თამაში ვნახე პირველად. სწორედ მაშინ ვისურვე, რომ მეც მეთამაშა ნაკრებში. მას მერე ვარჯიშს უფრო სერიოზულად მივუდექი და უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად განვითარდა.

- პირველ გუნდამდე და პირველ კონტრაქტამდე რაიმე დაბრკოლებების დაძლევა ხომ არ მოგიწია?

- ისეთი არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 16 წლის ასაკში ფეხი მოვიტეხე და 16-წლამდელების ჩემპიონატზე ვერ წავედი. პარკეტს 1 წლის შემდეგ დავუბრუნდი და იმდენად მონატრებული ვიყავი კალათბურთს, რომ დღეში სამჯერ ვვარჯიშობდი.

- შემდეგ იყო პირველი კონტრაქტიც...

- "აკადემიაში" ვთამაშობდი, სადაც გელა წულაძე მწვრთნიდა. მუდმივად ვიყავი ახალგაზრდული ნაკრების წევრი და მოგვიანებით ევროპის საუკეთესო საკალათბურთო აკადემიისგან მომივიდა მოწვევა - "სიბიე აკადემია". წავედი, მაგრამ ვიზის გაგრძელება ვერ მოხერხდა, 3 თვეში უკან დავბრუნდი და სეზონი საქართველოში დავასრულე.

მერე "ზალჟირის" ვარიანტი იყო. ზაფხულში ჩავედი, მოვეწონე და 1 თვის შემდეგ მრავალწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი - არ მაწყობდა. შემდეგ "სან დიეგოც" გამოჩნდა.

- როგორი სიტუაციაა დღესდღეობით გუნდში?

- საკმაოდ კარგი გარემოა. ყველანაირი პირობა გვაქვს განვითარებისთვის და თამაშის გასაუმჯობესებლად. გუნდის კაპიტანი ვარ და ბევრი ვალდებულება მაკისრია. პასუხისმგებლობაც დიდია და შეცდომა არ მეპატიება.

- უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ მატჩებში ძალიან მოუმატე. შემოთავაზებები ხომ არ გქონია სხვა გუნდებიდან?

- კოლეჯში მოხვედრაზე ვოცნებობდი და რადგან დღეს უკვე აქ ვარ, სხვა გუნდზე არ ვფიქრობ - ჯერ აქ უნდა დავამთავრო და მერე იქნება შემოთავაზებებიც. ისე, ბევრი სააგენტო და აგენტი მიკავშირდება, მაგრამ წესის მიხედვით, მათთან საუბრის უფლება არ მაქვს.

- NBA-ს დრაფტზე დადგომას ხომ არ გეგმავ?

- ამ სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად დავდგები, ანუ ჩემი კანდიდატურა იქნება განხილული.

- დაბოლოს, ეროვნული ნაკრები, ევრობასკეტზე ითამაშე და, შეიძლება ითქვას, გულშემატკივრის გულიც მოიგე. რა მისცა ამ ევრობასკეტმა დუდა სანაძეს?

- ძალიან დიდი გამოცდილება. საქართველოს სახელით თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია და სანაკრებო თამაშების მოსვლას ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდები. რასაც ვშრომობ და ვვარჯიშობ, მინდა საქართველოს ნაკრებს გამოადგეს.

როცა მოედანზე ვარ, ვცდილობ, აგრესიული ვიყო და ბოლომდე დავიხარჯო. ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ მეტი შეგეძლო, მაგრამ არ გააკეთე. შეიძლება სროლა არ წამივიდეს, მაგრამ ჩემს მაქსიმუმს მაინც გავაკეთებ და გუნდს სხვა ასპექტში დავეხმარები.

shooter
რა თქმა ალბათ სრულფასოვანი ნბა-ელი ვერ გახდება, მარგამ ბერვ გუნდში ირიცხება ისეთი კალათბურთელი, რომელიც თავის დროზე არაფრით იყო დუდაზე უკეთესი. მონდომებული ბიჭია და კიდევ გაიზრდება. ასე რომ, სულაც არ გამიკვირდება ახლა აიყვანონ, მომავალზე გათვლით. წარმატებები!!!
Gogaia
კარგი ბიჭია, მაგრამ ნბა არამგონია გაქაჩოს, თუმცა თუ ბვევრ იშრომებს და მჯერა რომ ასეც იქნება, მომავალში შეილება ფიქრი ნბა-ზე, მაგრამ ახალ ნამდვილად უტოპიუა მგონია
gaga
ჯონ და არგადარჩენა. დუდას წარმატებები. ... მჯერა რომ ეს ბიჭი მაღალ დონეზე ითამაშებს.
gizog
დუდა გაიხარე, ყველა სურვილები აგისრულოს უფალმა. შენი იმედი გვაქვს მომავალში.
ნიკოლოზ
ჯონმა გესლი დატოვა და გაიცურცლა, დუდა მაგრად გაგვახარებს, დარწმუნებული ვარ.
პანტელეიმონი
ყველაფერი გამოგივა დუდა, წარმატებას გისურვებ.
ქუთაისელი
მოდი წარმატებები ვუსურვოთ!
baxt
რატომ ასე გესლიანად და ირონიულად? რაიციდა იქნებ აიყვანონ. თუ აიყვანეს, ყველას გაგვეხარდება..
baxt
რატომ ესე ირონიულად, რაიციდა იქნებ აიყვანონ?! ყველას გაგვეხარდება..
ჯონ
დადგები, თორემ უცებ არ აგიყვანონ :))
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"
დუდა სანაძის 12 ქულა და სეზონის პირველი გამარჯვება
დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება
დუდა სანაძის MVP-ს ტიტული და 21 ქულა "ბეტესდასთან"
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა