"ჰემოფარმთან" მოგებით დასვენება დავიმსახურეთ და საღამოს ქართულ რესტორანში წავალ, რომელშიც ჩვენებურ კერძებს ამზადებენ"
ხომ გახსოვთ, "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ მწვრთნელმა გასახდელში რა გვითხრა - "ჰემოფარმთან" დაპირისპირებაზე უნდა გადავერთოთო... შაბათის მატჩის მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა, რადგან ეს სერბული გუნდი ადრიატიკის ლიგაზე ჩვენი უშუალო კონკურენტია და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სწორედ კონკურენტების ჩამოცილება გვმართებს.

შაბათ დილას, ვარჯიშზე მწვრთნელმა "ჰემოფარმის" კომბინაციების გამეორებისას სასტარტო ხუთეულის სხვა წევრებთან დამაყენა. კი ვიფიქრე, ნეტავ თამაშსაც ძირითად შემადგენლობაში ხომ არ დავიწყებ-მეთქი, მაგრამ არავისთვის არაფერი მიკითხავს. ყოფილა შემთხვევა, როცა ხუთეულში მივარჯიშია, ხოლო მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დამიწყია.

საღამომდე კარგად დავისვენე და თამაშზე ჩვეულბრივ საათნახევრით ადრე გამოვცხადდი. გახურებისას მეორე მწვრთნელი, საქართველოში არაერთხელ ნამყოფი მირო ალილოვიჩი მოვიდა და მეტოქე ცენტრი, 23-ე ნომერი ჟერომ ჯორდანი გამიშიფრა - დინჯად ითამაშე, მოძრაობებში არ აჰყვეო. სწორედ მაშინ მომეცა საშუალება და ვკითხე: ხუთეულში უნდა ვითამაშო-მეთქი?

დავიწყე. მეც და გუნდსაც პირველივე წუთებიდან ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. ალბათ იმიტომ, რომ თამაშზე მაქსიმალური კონცენტრაციით გავედით ("ჰემოფარმთან" დაპირისპირების მნიშვნელობაზე ზემოთ დავწერე). საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლო პერიოდში მწვრთნელმა იმ კალათბურთელბს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებიც იშვიათად თამაშობენ - სალინს, მურიჩს, ლორბეკს...

მართალია დარბაზი ბოლომდე არ იყო გავსებული, მაგრამ მეორე პერიოდის ერთ მომენტში "შტოჟიცეს" არენა ოვაციებისგან კინაღამ დაინგრა - მოედანზე ვლადიმერ ბოისა შევიდა. ეს მისთვის სეზონის სადებიუტო მატჩი იყო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა ძალიან უყვართ "ოლიმპიას" ქომაგებს ვოვა.

მას მეც დიდ პატივს ვცემ, სლოვენიაში ჩამოსვლის შემდეგ იგი უფროსი ძმასავით მხარში მიდგას. არა მხოლოდ მოედანზე: მპირდებოდა - მე რომ გამოვჯანმრთელდები და თამაშს შევძლებ, მერე ნახე შენი პასებით მომარაგებაო... ვოვა მეხუმრება კიდეც: ვიდრე ვარჯიში არ დავიწყე, ცოტას თამაშობდი, ახლა განაცხადში შემიყვანეს და სათამაშო დროც გაგეზარდაო. "მაღარიჩი" უნდა ვუკისრო.

"ჰემოფარმის" ძლევის შემდეგ სახლში მეუღლესთან ერთად წავედი. იგი არც ერთ თამაშს არ აცდენს. მატჩებზე 1:30 საათით ადრე მივდივარ. ცხადია, ცოლს ასე ადრე დარბაზში ვერ წავიყვან. მას შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ვოვა ბოისას მეუღლე მანქანით აკითხავს და ოჯახები ერთად გვქომაგობენ. შაბათს დარბაზში ბოისას ბავშვებიც იყვნენ.

კვირას დილით 10 საათზე ავდექი, ვისაუზმე და ისევ დავიძინე. მას მერე ახლა გამეღვიძა (სამი საათი ხდება) და ვიდრე საღამოს გეგმებს დავაწყობ, დღიურს ვწერ.

ისე, თქვენც გეტყვით, რას ვაპირებ კვირას საღამოს: გარეთ მზიანი, როგორც იტყვიან, სასეირნო ამინდია. რადგან კვირაა, მანქანების მოძრაობაც გაიშვიათებულია. ჰოდა, ვინაიდან "ჰემოფარმთან" მოგებით დასვენება დავიმსახურეთ, საღამოს რესტორანში წავალ.

ოღონდ, სლოვენიურში არა... აქ ერთი ქართული რესტორანია, რომელშიც გემრიელ ჩვენებურ კერძებს ამზადებენ.

მანქანა ვახსენე და შეიძლება გაინტერესებთ, რა მარკის ავტომობილით დავდივარ. "ოლიმპიამ" "რენოს" ფირმის ავტომობილი მომცა. სხვათა შორის, ჩემი მანქანის ხილვა ევროლიგის საიტზეც შეგიძლიათ: სეზონის გახსნითი მატჩის რეპორტაჟი დარბაზში კალათბურთელთა გამოცხადებით დაიწყო. ჯერ მე გადმოვედი მანქანიდან, შემდეგ კადრში დამირ მარკოტა მოხვდა.

ასევე არ მავიწყდება მთავარი ამბის შესახებ - დღეს, კვირას ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის წილისყრაა, რომელზეც ხვალ დავწერ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად