ევროპული გარჩევა NBA-ში: ფაჩულია-ნოვიცკის დუეტმა კალდერონი-პორზინგისს აჯობა
"ვაშინგტონის" შემდეგ "ნიუ იორკი"... "დალას მავერიქსმა" აღმოსავლეთში გასამართი ორმატჩიანი ტურნე ეფექტურად დაასრულა. ამჯერად "ნიუ იორკ ნიქსთან" სტუმრად 104:97 იმარჯვა. 9 დეკემბერს კი ზაზას "მშობლიურ" "ატლანტა ჰოქსს" დალასში უმასპინძლებს.

კალათბურთი ამერიკელების თამაშიაო, - ხშირად გაიგონებთ. "ნიუ იორკი"-"დალასის" შეხვედრამ დაგვანახვა, რომ ევროპელებსაც არანაკლებ ეხერხებათ კალათბურთი. კრიტიკულ მომენტში ამერიკელები სულაც დაიკარგნენ და თამაშის ბედი ოთხი "გამოღმელის" გადასაწყვეტი გახდა: ერთ მხარეს გერმანელი დირკ ნოვიცკი და ქართველი ზაზა ფაჩულია დადგნენ, მეორე მხარეს - ესპანელი ხოსე კალდერონი და ლატვიელი კრისტაპს პორზინგისი.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დირკ ნოვიცკიმ "დალასი" 94:74 დააწინაურა და ტეხასელთა მწვრთნელი რიკ კარლაილი დააწყნარა. მოედნიდან ჯერ რეიმონდ ფელტონი გაიყვანა, შემდეგ დირკ ნოვიცკი, ზაზა ფაჩულიას მეოთხე პერიოდში შეყვანა კი სულაც გადაიფიქრა - ვეტერანებს ცოტას დავასვენებო, ალბათ, იფიქრა.

თურმე, იჩქარა: კალათბურთი ხომ გოლფი არ არის, ბურთი გააგორო და მშვიდად მიადევნო თვალი - "ნიუ იორკმა" იფეთქა და 5-წუთიან მონაკვეთში 15:4 გაიქცა. მატჩის დასრულებამდე 4:28 წუთით ადრე, ესპანელი კალდერონის სამქულიანის შემდეგ "ნიუ იორკმა" ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა - 89:98.

ეს უკვე სახიფათო იყო. მით უმეტეს, რომ მასპინძლები აღმავალ გზაზე იყვნენ, "დალასი" კი მეტოქის კალათისკენ გზას ვერ პოულობდა. კალდერონის სამქულიანს კარლაილმა წუთშესვენება მიაყოლა და მოედანზე უმალ დააბრუნა ზაზა ფაჩულია და დირკ ნოვიცკი.

"ნიუ იორკი" არ ცხრებოდა. როგორც იტყვიან, თამაში იგრძნო ახალბედა ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა და მასპინძელთა მომდევნო 8 ქულა მან ჩააგდო, ჯერ ორიანი გამოიყენა, შემდეგ ორი სამიანი. შედეგად, საფინალო სირენამდე 43 წამით ადრე სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა (97:101). საპასუხო შეტევაში ისევ ლატვიელმა იყოჩაღა, დერონ უილიამსს დაუფარა და "ნიუ იორკს" ჩამორჩენის ორამდე შემცირების მშვენიერი შანსი მიეცა...

თუმცა მაშინ, როცა იშტაზე მოსული, ფეხზე მდგარი ტრიბუნები სამქულიანის სატყორცნად შემართულ პორზინგისს შესცქეროდა, მსაჯმა მოულოდნელად დასტვინა და ხელი მასპინძელთა კალათისკენ გაიშვირა - "ნიუ იორკი" შეტევაში დააჯარიმა.

ამ ეპიზოდის გმირი ზაზა ფაჩულია რომც არ გამხდარიყო, მაინც დავწერდით, რომ ეს იყო მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტთაგანი. თავად განსაჯეთ: იმის ნაცვლად, რომ ათამაშებულ იორკელებს სამქულიანი ჩაეგდოთ, ბურთი "დალასს" გადააბარეს. ეს მაშინ, როცა საფინალო სირენამდე 19 წამი რჩებოდა.

შეცდომა ნიუიორკელთა ლიდერმა კარმელო ენტონიმ დაუშვა: ზაზა ფაჩულიასთან პერიმეტრის ხაზთან აღმოჩნდა, მარცხენა ხელი ქართველის მკერდთან გაშალა, ზაზამ კი საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა - ხელების მაღლა აწევა მოინდომა, მაგრამ ენტონის ხელს წამოედო.

ეს ყველაფერი კარგად დაინახეს მსაჯებმა და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღეს. ზაზას სულაც არ სჭირდებოდა ხელების აწევა, ბრუნით ისედაც დაუსხლტებოდა ენტონის, მაგრამ თამაშის მოსაგებად ჯარიმა ხომ სჭირდებოდა?!

მატჩის დამთავრებამდე 19 წამით ადრე "დალასს" 4-ქულიანი უპირატესობა შერჩა და "ნიუ იორკი" იძულებული გახდა, განზრახ ფოლებზე წასულიყო. ჯარიმებში კი უილიამსი და ნოვიცკი NBA-ში გამორჩეულები არიან, ბოლო წამებზე 4-დან 3 ჩააგდეს და "მავერიქსს" სეზონში მე-13 მატჩი მოაგებინეს (9 მარცხი).

სტატისტიკა

"დალასი": ნოვიცკი - 25 ქულა, 6 მოხსნა. უილიამსი - 20 ქულა, 7 პასი. ფაჩულია - 32 წუთი, 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 2 ფოლი.

"ნიუ იორკი": პორზინგისი - 28 ქულა, 2 მოხსნა. ენტონი - 17 ქულა, 8 პასი. კალდერონი - 14 ქულა, 5 პასი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nba
ბრავო ზაზა! ის ქვეყნის საამაყო კაცია!
ააა
ზაზასგან უკვე აღარაფერი გვიკვირს, საამაყო ბიჭია!
ლუკა
ზაზა, ნამდვილად იმსახურებ ოსკარს. წარმატებები!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დენვერი" კარმელოს გუნდში დაბრუნებას გეგმავს
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]
ლებრონი ტრავმირებულია - "ოკლაჰომამ" "ლეიკერსი" მეორედ დაამარცხა [VIDEO]
სეზონის პირველი დიდი სენსაცია - "ლეიკერსი" პლეი-ოფში ვეღარ გავა [VIDEO]
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]
"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ზაზა ფაჩულია NBA-ს ორმაგი დუბლების მანქანად იქცა
ვინ იქნება დამნაშავე, თუ "დალასი" პლეი ოფში ვერ გავა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ზაზა ფაჩულია: არც ისე ბებერი ვყოფილვარ
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
კარმელოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
რიკ კარლაილი: ზაზა ფაჩულია დიდებული იყო ჩვენთან, მას კალათბურთი შესანიშნავად ესმის
"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
ჰეი, მე აქ ვარ! - "კლიპერსი"-"დალასის" მატჩის გამოხმაურება
ზაზა ფაჩულია: არის რაღაც, რაც არასდროს შეიცვლება
ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა