ბათუმმა 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა
ფოტოზე: თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანთა კვარცხლბეკი

ბათუმში, "ბასკოს" დარბაზში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის, რომელმაც საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ბრძოლებში ჩაიარა.

რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ ახალი კადრებიც, თუმცა სასურველი იყო, უფრო მეტად გვეხილა ახალი ხალხი. განსაკუთრებით - ჩემპიონებად. მეორე მხრივ, ისიც დადებითია, რომ ლიდერებმა შეინარჩუნეს პოზიციები - ეს მაინც ასაკობრივი კატეგორიაა და ასეთ შეჯიბრებებში მთავარია, რამდენად კარგი რეზერვი ეზრდება ეროვნულ ნაკრებს.

ახლანდელ ჩემპიონთა უმეტესობა სტაბილურად გამოდის ასაკობრივ გუნდებში.

ჯულაყიძე ახალ წონაშიც იგებს

ზოგადად, "თავისუფალთა" ტურნირი ბევრად უფრო ლოგიკურად წარიმართა, "ბერძენ-რომაელებში" კი რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც მივიღეთ. თუმცა "თავისუფალთაგანაც" გამოვარჩევთ ერთ ჩემპიონს - 65 კილოგრამში 16 წლის სამტრედიელმა ივერიკო ჯულაყიძემ გაიმარჯვა, რომელიც ჯერაც ჭაბუკთა ნაკრებში რჩება. ის ჭაბუკთა შორის ევროპის წლევანდელი ჩემპიონია, შარშან კი ამავე ტურნირსა და მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მესამე იყო.

ამჯერად მას რამდენიმე უფროს მეტოქესთანაც მოუწია ჭიდაობა, თუმცა მის წარმატებაში მცირეწლოვან ასაკზე არანაკლებად იმსახურებს ყურადღებას ის გარემოება, რომ უკვე ორი სეზონია, 69 კილოგრამში გამოდის, ამჯერად კი 65-ში გაიმარჯვა! თან ძლიერ მეტოქეებსაც მოუგო. მას უტიტულო მეტოქე მხოლოდ პირველ წრეში ჰყავდა - ლაშა მატიაშვილი, ვისაც წმინდად მოუგო - 10:0, დანარჩენი მეტოქეებიდან კი ასევე სამტრედიელი შმაგი თოდუა (5:2; 3:1) ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორია, ხოლო ქუთაისელი ომარ გურჯიძე (6:2; 2:2) ამავე ასაკში ევროპული ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელია.

ფინალში ჯულაყიძემ კახა ელბაქიძეს 3:0, 2:2 მოუგო, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ შარშან თოდუაც სხვა წონაში გამოდიოდა, ოღონდ - 54-ში, ანუ ერთბაშად რამდენიმე წონას გადაახტა. საინტერესოა, რომ კვარცხლბეკზე ისიც ავიდა, სამტრედიამ კი ჩემპიონატში კიდევ ერთი მედალი - იმედა ფანცულაიას (70) ბრინჯაო მოიპოვა.

ურთაშვილი მცხეთურ ფინალში

ამ სახეობაში გამოვარჩევთ მცხეთელთა ფინალს მძიმე წონაში, სადაც უფრო გამოცდილმა ზურაბ ურთაშვილმა, ჭაბუკებში ევროპის მესამეპრიზიორმა და მსოფლიოზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავებმა ბიჭმა იმარჯვა.

ასაკით ჯერ ისიც პატარაა, თუმცა თავის წონაში ჭიდაობდა. ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელმა მედალოსანმა ავთანდილ კენჭაძემაც (70) დაამტკიცა, რომ უმცროსებში ბადალი არ ჰყავს, ხოლო ბუჯიაშვილს, გაფრინდაშვილს, ფარტენაძეს, მაჭარაშვილს, ანდრიაძეს, ჯელაძეს ქომაგი კარგად იცნობს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებიდან.

აღსანიშნავია ირაკლი მწითურის (86) გამარჯვება ფინალში ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელ ჩემპიონ ტარზან მაისურაძესთან, ვინც წლეულს იმავე ასაკში ევროპაზეც და მსოფლიოზეც მესამე იყო.

"ბერძენ-რომაელებში" აჭარა ლიდერობს

"ბერძენ-რომაელებში" მსოფლიოს წლევანდელი თუ შარშანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატების თითქმის ყველა გამარჯვებულმა მოიგო - შმაგი ბოლქვაძემ (66), რამაზ ზოიძემ (71) და გელა ბოლქვაძემ (75). ოღონდ ახალი თაობის უნიჭიერესმა ფალავანმა ზოიძემ ამჯერადაც ზედა წონაში იჭიდავა. ასაკთან ერთად ის ხშირად იცვლის წონას, თუმცა 71 კილოგრამი არაოლიმპიური კატეგორიაა და არა გვგონია, აქ დამკვიდრება განიზრახოს.

წონის შეცვლის მიუხედავად, მას ჩემპიონობა არ გასჭირვებია - ფინალამდე ორი შეხვედრა წმინდად მოიგო, ფინალში კი საკმაოდ ძლიერ ბაკურ გოგოლს 6:1; 4:3 სძლია.

ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონთაგან არ უჭიდავია მძიმეწონოსან ზვიად პატარიძეს და იაკობ ქაჯაიას ასპარეზი მოუსუფთავდა.

დამარცხდა ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი წლევანდელი ტრიუმფატორი ნიკოლოზ კახელაშვილი - ფინალში კუკური კირცხალიასთან 1:2 წააგო. მართალია, ურიგო ფალავანი არც კირცხალიაა - ამ ასაკში ევროპის მედალოსანია, თუმცა კახელაშვილმა მსოფლიოზე იმდენად კარგად იჭიდავა, მისი მარცხი მაინც ყველაზე დიდი მოულოდნელობაა.

ბოლქვაძეების ფინალი და გობაძე

აღსანიშნავია 75-ში ოჯახური ფინალი - გელა და მინდია ბოლქვაძეები ბიძაშვილები არიან, 59 კილოგრამში კი, მასპინძელთა გასახარად, მთელი კვარცხლბეკი აჭარელმა ფალავნებმა შეავსეს.

ჩემპიონი ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოსმედალოსანი გიზო მელაძე გახდა, ვინც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად იგებს შიდა ჩემპიონატებს. ვინძლო, ამ წონაში არსებული საკადრო კრიზისიც დავძლიოთ.

ზოგადად, აღსანიშნავია მასპინძელთა კარგი გამოსვლა - 8-დან 5 ოქრო მოიპოვეს და ხუთივე მიყოლებით, ქვედა წონიდან დაწყებული, 80-ის ჩათვლით დამთავრებული. ადგილობრივებს იმედები ლაშა გობაძემაც (80) გაუმართლა, ვინც ორივე სტილის მოჭიდავეთა შორის ყველაზე ტიტულოვანი იყო - მსოფლიოს მესამე პრიზიორია უფროსებში; აგრეთვე - "ოქროს დიდი პრიზის" გამარჯვებული და ზეპრესტიჟული "ტახტის თასის" ერთადერთი ქართველი მფლობელი. მან ნუკრი შავაძეს 3:0; 0:2 მოუგო, მურთაზ ჩაბრავას 1:0; 7:1 სძლია, ფინალში კი ნიკა გავაშელი 6:0 დაამარცხა.

კვარცხლბეკი

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ

1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი), 2. ლევან მურცხვალაძე (რუსთავი), 3. რამაზ დარჩიძე (აჭარა), თეიმურაზ ვანიშვილი (გორი).

61 კგ

1. შოთა ფარტენაძე (აჭარა), 2. გიორგი რევაზიშვილი (მცხეთა), 3. შალვა ხუციშვილი (გორი), გაიოზ გონგაძე (ხაშური).

65 კგ

1. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია), 2. კახა ელბაქიძე (გორი), 3. შმაგი თოდუა (სამტრედია), გიორგი ბრეგაძე (ქუთაისი).

70 კგ

1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური), 2. დავით ბუზიაშვილი (ხაშური), 3. იმედა ფანცულაია (სამტრედია), მირზა სხულუხია (ქუთაისი).

74 კგ

1. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი), 2. ლაშა გიგაშვილი (ხარაგაული), 3. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური), ოლეგ ფუტკარაძე (აჭარა).

86 კგ

1. ირაკლი მწითური (თბილისი), 2. ტარზან მაისურაძე (ყაზბეგი), 3. ზაურ ბერაძე (ხარაგაული), მექი სიმონია (ქუთაისი).

97 კგ

1. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა), 2. როლანდ ანდრიაძე (ხონი), 3. ბექა როჭიკაშვილი (საგარეჯო), რამაზ ხარებაშვილი (ყვარელი).

125 კგ

1. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა), 2. ვაჟა ომარაშვილი (მცხეთა), 3. ლაშა ჯელაძე (ამბროლაური), ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

59 კგ

1. გიზო მელაძე (აჭარა), 2. რამაზ სურმანიძე (აჭარა), 3. ბაჩანა ფუტკარაძე, დავით მარკოიძე (ორივე - აჭარა).

66 კგ

1. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა), 2. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი), 3. ხვიჩა ჭითავა (სენაკი), ამირან შავაძე (აჭარა).

71 კგ

1. რამაზ ზოიძე (აჭარა), 2. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 3. ვლადიმერ შავაძე (აჭარა), გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი).

75 კგ

1. გელა ბოლქვაძე (აჭარა), 2. მინდია ბოლქვაძე (აჭარა), 3. დემურ ქავთარაძე (გარდაბანი), გულივერ კვერღელიძე (ოზურგეთი).

80 კგ

1. ლაშა გობაძე (აჭარა), 2. ნიკა გავაშელი (თბილისი), 3. ალექსანდრე გუმბერიძე (ქუთაისი), ნუკრი შავაძე (აჭარა).

85 კგ

1. რობერტ ქობლიაშვილი (ნორიო), 2. შალვა ხაჩიძე (თბილისი), 3. ზეზვა აბრამაშვილი (გარდაბანი), გურამ ხეცურიანი (ქუთაისი).

98 კგ

1. კუკური კირცხალია (თბილისი), 2. ნიკოლოზ კახელაშვილი (თბილისი), 3. ნუკრი ფერსელიძე, გიგა ქოქოლაძე (ორივე - აჭარა).

130 კგ

1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო), 2. ბექა კანდელაკი (თბილისი), 3. სულხან ბუიძე (ქუთაისი), სამუკა დარჩია (ოზურგეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ბაქო 2015: მინდია წულუკიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო
გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო
პატარიძე და წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]
ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა - ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: არასრული გუნდით
ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირიდან 17 მედლით დაბრუნდნენ
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
პეტრიაშვილი ფინალში აკგულთან დამარცხდა [VIDEO]
ქართველი "ბერძენ-რომაელები" იაშარ დოგუს მემორიალზე გამოვლენ
ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ზოიძემ ვერცხლის, მელიამ კი - ბრინჯაოსი [VIDEO]
ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ "ᓑᓔᓠᓫᓔᓜ-ᓠᓝᓛᓐᓔᓚᓔᓑᓘᓡ" ᓨᓔᓛᓐᓓᓒᓔᓜᓚᓝᓑᓐ ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓪᓜᓝᓑᓘᓚᓘᓐ
ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ "ᓑᓔᓠᓫᓔᓜ-ᓠᓝᓛᓐᓔᓚᓔᓑᓘ": ᓙᓐᓢᓝᓕᓘᓪᓔ, ᓘᓛᓔᓓᓔᓑᓘᓡ ᓥᓐᓚᓐᓥᓘ
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს "ბერძნულ-რომაული" ნაკრების 6 მედალი რუმინეთიდან
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: მაჭარაშვილს ტრიპლეტი არ გამოუვიდა
ზოიძე ტიტულოვან მეტოქესთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
ბაქოს თამაშებისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია
ახალგაზრდული ნაკრები: "თავისუფლების" ერთი დანაკლისი
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ბრინჯაოსთვის ჯულაყიძე და ურთაშვილი იბრძვიან
ავთანდილ კენჭაძემ რუსეთის წარმომადგენელს დამაჯერებლად სძლია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
კენჭაძე დამარცხდა და მედლისთვის ვერ იბრძოლებს
U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი - ჩემპიონი ზედიზედ მეორედ! [VIDEO]
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ივერი ჯულაყიძემ ბრინჯაო მოიპოვა
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
ახალგაზრდა ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]
მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა: ურთაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია, თურმანიძე ოქროსთვის იჭიდავებს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ქართველი ახალგაზრდების 6 მედალი "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე"
გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა [VIDEO]
ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
ᓨᓛᓐᓒᓘ ᓑᓝᓚᓥᓕᓐᓫᓔ ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓘᓐ!