როგორ იხსენებს ყოფილი მანჩესტერელი ალექს ფერგიუსონს
ძალიან ბევრია მსოფლიოში ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თავისი ყოფილი გუნდის კარში გატანილ გოლს არ აღნიშნავს. მათ რიგებში ნამდვილად ვერ ჩავწერთ "მანჩესტერ იუნაიტედის" 23 წლის აღზრდილს, ჯოშუა კინგს, ვინც ახლა "ბორნმუთის" ერთ-ერთი ლიდერია და აგერ, "იუნაიტედს" მშვენიერი გოლიც გაუტანა.

ფერგი ძველ, კარგ დროს შეძლებისდაგვარად ენდობოდა კინგს, მაგრამ ფეხბურთელს ეს ნდობა არ ეყო. ჯოშუამ "იუნაიტედში" ითამაშა ჩემპიონთა ლიგასა და ინგლისის თასზე. მხოლოდ ორჯერ ითამაშა. მან იმ შეხვედრებში დენი უელბეკი შეცვალა.

"რა თქმა უნდა, ფერგიუსონის სიდიადეში ეჭვის შეტანა სისულელეა. ის დიდი ბოსი იყო, მაგრამ ერთი უცნაური თვისება კი ჰქონდა - ძალიან ცოტას ლაპარაკობდა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან. როცა სტამბოლში ვითამაშე, ჩემპიონთა ლიგაზე, "გალათასარაის" წინააღმდეგ, მას ჩემთვის სიტყვაც არ უთქვამს. ის არც ამის შემდეგ გველაპარაკებოდა.

არ ვიცი, რატომ იქცეოდა ის ასე, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ხშირად გვერდში მდგომი სჭირდება. ძალიან მიკვირდა ფერგიუსონის საქციელი", - განაცხადა კინგმა.

"ფერგიუსონი კარგი პიროვნებაა, მაგრამ ალბათ ცოტა მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა ახალგაზრდების მიმართ. სამაგიეროდ, ძალიან ყურადღებიანები იყვნენ ჩვენ მიმართ გიგზი და სქოულზი. მე მათთან სულ რამდენიმეჯერ ვითამაშე, ძირითადად - სარეზერვო გუნდში, როცა ეს ორი გოლიათი მინდორზე იყო. განუმეორებლად ბედნიერი ვიყავი", - ესეც კინგის სიტყვებია.

ჯოშუა მაგრად იხსენებს რაიან გიგსს, ვინც შესაძლოა, სულ მალე "იუნაიტედი" ჩაიბაროს. კინგმა გიგზის თაობაზე შემდეგი თქვა:

"ის უდიდესი ადამიანია და ჩემ მიმართ მუდამ განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენდა. ის მუდამ ინტერესდებოდა, თუ როგორ მიდიოდა ჩემი საქმეები და თავი მის თანასწორად რომ მეგრძნო, ჯოშს კი არა, ჯოშუას მეძახდა. მნიშვნელოვანი თითქოს არ არის, მაგრამ მაინც საყურადღებოა", - ამბობს კინგი.

ოსლოში დაბადებულმა ჯოშუამ "იუნაიტედში" ფეხი ვერ მოიკიდა. მან ბევრი იმოგზაურა - მათ შორის, "გლადბახშიც". საბოლოოდ, ის "ბორნმუთში" მივიდა და გუნდის ძირითად თავდამსხმელადაც იქცა.

"აქ ძალიან ბედნიერი ვარ. "ბორნმუთმა" ყველაფერი მომცა და მეც ვცდილობ, სასარგებლო ვიყო გუნდისათვის", - აი, თურმე რატომ აღნიშნა კინგმა "მანჩესტერის" კარში გატანილი გოლი ასე თავგამოდებით.

ამბობენ, "იუნაიტედის" დამრიგებლად რაიან გიგზი ინიშნებაო. ვინ იცის, იქნებ რაიანმა გაიხსენოს თავისი ოდინდელი პატარა მეგობარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ფიასკო! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
პრემიერლიგის 10 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია