ჯაკობიას აზრით, გზები და სასტუმროები მხოლოდ "პიარი" იყო
football24.ua-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა ყოფილმა ფეხბურთელმა ლაშა ჯაკობიამ, რომელმაც კარიერის ნაწილი უკრაინაში, კიევის "არსენალში" და ხარკოვის "მეტალისტში" გაატარა.

მას 2009 წელს ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს აკრძალული პრეპარატის გამოყენებისთვის.

ქვემოთ, ჩვენ ამ ინტერვიუდან პოლიტიკურ ნაწილს შემოგთავაზებთ, უკრაინელები ამ თემითაც დაინტერესდნენ:

- რას ამბობენ საქართველოში სააკაშვილისა და პოროშენკოს დამეგობრებაზე?

- პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ, რასაც სააკაშვილი საქართველოში აკეთებდა, არ მომწონდა. ის, რომ მან გზები და სასტუმროები ააშენა, ეს მხოლოდ "პიარია". ეს ყველამ იცის.

მან საქართველოს ბევრი ზიანი მოუტანა. სიმართლე გითხრათ, ქვეყნის მოსახლეობის 80% ბედნიერია, რომ ის და მისი პოლიტიკური გუნდი არ არის ხელისუფლებაში. კარგი იქნება, თუ არასოდეს დაბრუნდებიან.

თუ დაბრუნდებიან, მე ალბათ, ამ სიტყვებისთვის პასუხი მომიწევს, დამიჭერენ, არ ვხუმრობ.

- საფეხბურთო სამყაროს საქართველოში სააკაშვილი, ალბათ, დემეტრაძის გამო არ უყვარს...

- დიახ, ის სულ არაფრისთვის დაიჭირეს. ეს იყო პირდაპირი დარტყმა კახა კალაძეზე, რომელიც პოლიტიკაში მოდიოდა. დემე კი კახას ახლო მეგობარია. აი, ახლა კი სააკაშვილი თავისი ჩადენილის გამო ვერ ბრუნდება საქართველოში.

- სააკაშვილის გამო ხომ არ შეიცვალა ქართველთა დამოკიდებულება უკრაინისადმი?

- რა თქმა უნდა, არა. ქართველები და უკრაინელები მუდამ მეგობრობდნენ და ამ მეგობრობას არაფერი ემუქრება. ყველას უკვირს საქართველოში, რომ სააკაშვილს ასეთი თანამდებობა ანდეს უკრაინაში.

ჯაკო
შენ მიშას დროს რომ დაგიჭირეს წამლით და ეგრევე რომ გამოგიშვეს ეგ თუ გახსოვს?
Mt
Gენაცვალე ვარდისფერ მაისურში...ნეტავ Mიშაზე უკეთესი მოვიდეს, მარა დღევანდელი ხიხოები არაფრის მაქნისები რომ არ არიან ფაქტია
Gio–ს
და როგორ გგონია–არ უნდოდათ მთელ საქართველოში კომუნიკაციების გამოცვლა?და თუ იცი ,რომ მთელი ერთი წლის ბიუჯეტი თუ ეყოფოდა....
georgiano
.... საქართველოში ყველამ ყველაფერი ვიცით და არაფერი არ იმალება.
პროფი
,,არაპროფესიონალი,,ფეხბურთელი პროფესიონალურად პოლიტიკაზე მსჯელობს(((ფოტო განსაზღვრავს მის ,,ფეხბურთელობას,, –ამას მიშასავით ,რომ ,,ემუშავა,, როგორც ფეხბურთელს,მართლაც ფეხბურთელი დადგებოდა მისგან
Gio
რას მისტირით ზოგიერთები ამ მიშას დაგავიწყდათ ალბათ შიშით რო კანკალებდით, ახლაც ბევრი კეთდება ოღონდ ისეთი რაც მართლა გასაკეთებელია და არა ისეთი რაც ფასადური და ტრასის პირასაა განლაგებული. მასე იყობსაჩხერეშიც ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციები გაკეთდა ვაფშე არაფერი ჩანდა გაკეთებული თავიდან და ახლა ჩადით და ნახეთ ერთი რა ხდება იქ.დაატანეთ ტვინს ცოტა ძალა ხალხო
გოგი
რა თემატური სურათი ადევს სტატიას :))) მოსაწევით და რამე :)) ქეშაობა და ლოთაობა მარტო ქართული ფეხბურთელების ნიშაა, ამ ნიშაში მსოფლიოს ვერცერთი ქვეყნის ფეხბურთელები ვერ შეგვეცილებიან, პირველები ვართ
xooo
ლაშასნაირებს, რა გინდათ? წაიკითხე გამოხმაურებები, ჰომ ხედავ რომ ქართველებს ევასებათ დიქტატორი ტიპები. ნახე როგორ მონატრებიათ მიშასი ...
giorgi
ვააა რამდენი მიშისტი ნაცისტი ყოფილა აქ თუ არ მოგწონთ აქ გადაცხოვრდით ოდესაში ვაი ამათ თავებში ჩამახედა ბეტონის და მიშას მონები
kai
ამ ტიპს ერთ დროს კარგი ცოლი ყავდა. ეს კარგად მახსოვს. როგორც ფეხბურთელი თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.
xx
თუ რამე ასენდა და გაკეთდა ქვეყანაში მიშას დროს მიშას ხელმზღვანელობით გაკეთდა,ისე იყო თუ ასე ხომ გაკეთდა და გალამაზდა ბევრი რამეე?ეხლა რაკეთდება ან რა გააკეთეს საერთოოდ?გაკეთებულსაც შლიან ესენი...
xx
ეს ვინღაა საეთოდ რომ ლაყბობს რაცარიცის იმაზე?საიდან ჩნდებიან ასეთი ... ამ ქვეყანაში ნეტა?
აქვსენტი
პირადად ჩემთვის ამ ,,დიდებული,, ფეხბურთელის აზრი მიშა სააკაშვილზე და მთლიანად ნაციონალურ მოძრაობაზე უაღრესად მნიშვნელოვანია. ასე გაგიჭირდათ ამასაც ალაპარაკებთ. ვაი თქვენს პატრონს.
ლაშა
მიშამ ააშენა თუ რამეა აშენებული ამ ქვეყანაში, მაგან მოსპო ქრთამი და კრიმინალი და ეს ჭ კლასის ფეხბურთელი ვინ მიგდია?
ლაშა ჯაკობიას
ნეტა საიდან დათვალე 80% რო ბედნიერია, როგორი განცხადებაც გააკეთე ისეთი ფეხბურთელი იყავი არც მეტი არც ნაკლები:)
noe
ამას რაღა უნდა :D:D ვისტან არი? :D
ქუთაისი
მიშა არ დაგეკარგოთ არსად ისე უყვართ ცოტაც და ......ჯაკობია მიშას ადამიანობით ჯობია.რა ვქნათ 5 ენა თუ არ იცის არც დასაჭერი არ არის.რაც მთავარია სხვებისგან იმით გამოირჩევა სწორად აზროვნებს....
გიო
ამათმა მარიაჟობამ და ვითომ ყველაფერში აზრზე ყოფნამ ქართული ფეხბურთი სადამდე მიიყვანა კარგად ხედავთ. რომელი ერის სახელით მოლაპარაკე გახდა ეს...
njanka
გამიგია, ცივი მაგრად ასწორებს ჩამწვარ-გამომშრალ ყელზეო?! შე, მართლა ,,ფუტბალისტო" შენა.. არც ევროპაში ცხოვრებამ გიშველა და არც ფულმა.. მიშას ნაცხოვრები ერთი საღამო სჯობია შენს მთელ ცხოვრებას... :-)
Irakli 88
რას მოღვაწეობს და ფოთის კოლხეთის პრეზიდენტია მე როგორც ვიცი
dima
აუ,რა აეწვათ,!!!!)))
ნოდო
დემე დააკავეს 2010 წლის ივლისში. ივანისვილმა და მისმა გუნდმა პოლიტიკური ამბიციის შესახებ ოფიციალური განცხადება და შემდეგ შეკრება ფილარმონიაში 2011 წლის ნოემბერში გააკეთეს. ამ თავყრილობას შევა (შევჩენკო)ესწრებოდა. გამოდის, რომ ინრეტვიუს ეს ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული ანუ შეკვეთილია. შეიძლება ჯანკობიაა თუ ჯაკობია, არც კი არის აზრზე რა დაწერა ჟურნალისტმა. არც ექნება წაკითხული. საინტერესოა რა მოხელე ... ანუ რას მოღვაწეობს ეს ტიპი. ამ ფოტოთი თუ ვიმჯელებთ, კარგად არ უნდა იყოს მაგის საქმე.
nodari
მაზავშიკების კრიშა მინისტრს მიხედე რა :)
kote
მაგარი მამალი ტყუილი უკვე თქვა. დემეტრაძე იმიტომ დაიჭირეს თურმე, რომ მისი მეგობარი კალაძე პოლიკიკაში მოვიდაო. როდის დაიჭირეს დემეტრაძე და როდის განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ კალაძემ? სუფთა შეკვეთილი სტატიაა. ნუ გაგიკვირდებათ და ამ უვიცმა ისიც კი არ იცის და ვერ გაუგია, რომ სასტუმროს აშენება რანაირად არის პიარი? სასტუმროები, რომლებიც ბათუმში ბლომად გაიხსნა (თითქმის ყველა ცნობილი ბრენდია წარმოდგენილი), ყველა ფუნქციონირებს. მიშას არსად არ წაუღია, ისე როგორც დაგებული გზები თუ სხვა რამ. არ ვიცი ეს სუბიექტი სად ცხოვრობს, მაგრამ თბილისი ნელ-ნელა უახლოვდება შევარდნაძის პერიოდს. ზუსტად ამ წუთში, როცა ამ კომენტარს ვწერ, ვაჟაზე მორიგი მკვლელობა მოხდა. ასეა ხდება თითქმის ყოველ დღე. რაზე ვდაობთ საერთოდ. იმ გრეხებზე, რომელიც მიშას ქონდა, პოლიტიკური ხარკი გადაიხადა. ახლა რა ხდება კარგი საქართველოში? ისე კი ცილისწამებისათვის მართლაც დასასჯელი არის ეს ...
უქნარა
მორიგი ყოფილი ტალანტი და უქნარა ფეხბურთელი...
დიტო
ფეხბურთელობისას ხო დაგლიჯე მინდორ ველები დ ახლა პოლიტიკაშიდაც შედგა ფეხი:))))
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
შეიძლება 11 აგვისტოს მერე დამიბარონ... რატომ აფორიაქდა ფეხბურთის ფედერაცია?
"შახტარის" ვიცე-პრეზიდენტი - სააკაშვილს: უკრაინამ 15 თვეში უფრო მეტი ააშენა, ვიდრე საქართველომ 15 წელში
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
ოლიმპიური კომიტეტი სააკაშვილი-ხინჩეგაშვილის ვიდეოსთან დაკავშირებით აჟიოტაჟს გამოეხმაურა
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
გიორგი წიტაიშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა