"ოლიმპიას" ქართველი კალათბურთელი თავის დღიურში ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შედეგებზე წერს
დღიურის წინა გვერდებზე ამბებს თანმიმდევრობით ვყვებოდი. დილის მოვლენებით ვიწყებდი, საღამოსათი ვამთავრებდი. ამ გვერდს სხვა ფორმა უნდა მივცე, რაც ევროპის ჩემპიონატის წილისყრის ბრალია.

დიდი ხანი მოგვიწია ლოდინი, ვიდრე მეტოქეების ვინაობას გავიგებდით. თუმცა, როგორც იტყვიან, მოლოდინი ამად ღირდა. კვირას დასვენება მქონდა და საღამოს რესტორანში შევედი. სწორედ იქ გავიგე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა: რესტორნის მეპატრონე მოვიდა და მითხრა - სლოვენია და საქართველო ერთ ჯგუფში მოვხვდით, ჩვენთან კიდევ რუსეთი და ბელგია არიანო... იმ მომენტისთვის წილისყრა დამთავრებული არ იყო და დანარჩენი მოწინააღმდეგეების ვინაობა არ ვიცოდით. რესტორნის მეპატრონეს მაშინვე ვუთხარი: ქართული გაზეთის, "ლელოს" ჟურნალისტ ვაჟა სიმონიშვილს ძალიან სურდა, სწორედ რუსეთი და ბელგია რომ შეგვხვედროდნენ-მეთქი.

არც მე ვიყავი წინააღმდეგი, რუსეთის ჩვენთან მოხვედრა ძალიან გამიხარდა. თავს დავდებ, თუ გნებავთ პროცენტებში ვიანგარიშებ და გეტყვით, რომ რუსებს 100 პროცენტით უნდა მოვუგოთ. მათთან თამაშისას სტიმულის ძიება არაა საჭირო, გაორმაგებული, გასამმაგებული ძალით ვიბრძოლებთ. მოგეჩვენათ, რომ ვბაქიბუქობ? არა, ცსკა-სთანაც მითამაშია, "ხიმკისთანაც" და რუსეთის ნაკრებსაც ვიცნობ - შემადგენლობის მიხედვით ძალიან ძლიერი გუნდი ნამდვილად არ არის, მოგება შეიძლება. რაც შეეხება ჩემს თანაამპლუელებს: შარშან "პანათინაიკოსის" მაისურით მოზგოვის წინააღმდეგ ვითამაშე. არაფერი დამითმია. იგი ახლა NBA -შია. ცსკა-ს ცენტრი სოკოლოვია. მისთვის ნაჯობნი მაქვს.

ახლა სლოვენიაზე დავწერ. ამ ქვეყნის ნაკრები პირველ კალათაში იყო განთესილი, რაც თავისთავად მეტყველებს მის სიძლიერეზე. მეორე დილას ვარჯიშზე რომ მივედით, მე და ბოისას სლოვენიელ თანაგუნდელებთან საქმის გარჩევა მოგვიწია (მეგობრულად). აქედან ჩვენ ვემუქრებოდით, იქიდან - ისინი. ალბათ, მსგავსი მსჯელობები სექტემბრამდე, თამაშებამდე გაგრძელდება. რეალობას ვერ გავექცევით, ჯგუფში ყველაზე ძლიერი სლოვენიაა.

ბელგია... ამ ქვეყნის ხსენებაზე დადებით განწყობაზე ნამდვილად ვერ ვდგები, ცუდი მოგონებები მაკავშირებს. შარშან მათთან შინ და გარეთ წავაგეთ. ბელგიელებმა თბილისში სულაც 23 ქულის სხვაობით მოგვიგეს, რაც 31 აგვისტომდე (ბელგიას ევროპის ჩემპიონატზე რომ ვეთამაშებით) არ დამავიწყდება. შეიძლება, ეს ნაკრები ევრობასკეტზე ჩვენს მეტოქედ სწორედ განგებამ მოავლინა - აქამდე წაგებები შეცდომა იყო და თუ მართლა შეგიძლიათ ბელგიის ძლევა, წადით და ევრობასკეტზე მოუგეთო. თან, ამ გუნდთან ჯგუფის პირველ მატჩს ვატარებთ, დასვენებულები ვიქნებით.

საპირისპირო განწყობით ვწერ ბულგარეთზე. არც უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ამ გუნდს შარშან შინ და გარეთ მოვუგეთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუგარეთი ხელწამოსაკრავი გუნდია. მეტოქეს შინაც და სტუმრადაც იმიტომ მოვუგეთ, რომ მატჩებზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები გავედით. ევროპის ჩემპიონატზეც ისევე მობილიზებით უნდა ვითამაშოთ.

უკრაინის ნაკრების ლიდერ სერგეი ლიშჩუკს ამ შემოდგომით ევროლიგაზე ორჯერ ვეთამაშე. იგი ესპანეთის "ვალენსიას" ღირსებას იცავს. უკრაინაც კარგი გუნდია და მისი ძლევა იოლი რომ არ იქნება შარშან თბილისის საერთაშორისო ტურნირზეც გამოჩნდა. სპორტის სასახლეში უკრაინელები ბოლო წამებზე სამი ქულით დავამარცხეთ.

წილისყრის შემდეგ კოტე ტუღუშმა მომწერა - ნახე ვინ შეგვხვდაო?! მოკლედ მივწერე: ვნახე და ყველას უნდა მოვუგოთ-მეთქი.

ქრონოლოგიაზე მაინც დავწერ. დილის ვარჯიშზე კალათბურთელებმა ინდივიდუალურად ვივარჯიშეთ. ზოგი ტრენაჟორების დარბაზში მუშაობდა, ზოგი - ბურთით. სახლში დაბრუნებულს მეძინება, მაგრამ დაწოლამდე დღიურს ვწერ... საღამოს ვარჯიშზე, ალბათ, ევროლიგაზე ხუთშაბათის მეტოქე "მაქაბის" გაგვიშიფრავენ.

aka
რა ხდება ხალხო, აბა წავაგებთო ხომ არ უნდა თქვას?! გულით უნდა მოგება და ამბობს ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვისო... მეც დარწმუნებული ვარ რომ რუსეთსაც მოვუგებთ და შემდეგ ეტაპზეც გავალთ!!! თუ ასე არ მოხდა ის "ტეხავს" და არა ის რომ შერმადინმა ან მე "დავიქადნეთ" და ასე არ მოხდა... წარმატებები!!!
დ
ეხ ,მერე ჯამლეთი გამოვა და შერმადინის პროფესიონალიზმზე დადებს თავს... რა თავს დებს ტო, ევროპის ჩემპიონი რომაა რუსეთის ნაკრები დაავიწყდა ალბათ.
state
მიზანი რუსეთთან მოგება არა- შემდეგ ეტაპზე გადასვლაა... ამიტომ რუსებს უნდა მოვუგოთ:))) და არა მარტო რუსებს... რთულია.... ეხლავე მადლობა ბიჭებს... მჯერა წარმატების
ed
დასავლეთში ასე აგდებით არავინ ლაპარაკობს მეტოქეზე. სხვა რომ არ იყოს, მოვა დრო და რომ ვერ გაამართლო - ტეხავს. ტანაც ფეხბურტელთა ჭიმიაობა ხომ მრავლად გვაქვს დაცდილი.
ანდრონიკაშვილის ასპროცენტიანი სიზუსტე და "ანდორას" პირველი გამარჯვება ესპანეთის ელიტაში
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
ანდრონიკაშვილის ასპროცენტიანი სიზუსტე და "ანდორას" პირველი გამარჯვება ესპანეთის ელიტაში
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი